ოსტეოპოროზი - გაუფრთხილდით თავს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსტეოპოროზი - გაუფრთხილდით თავს!

დაბადება

მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ მუცლადყოფნის პერიოდში D ვიტამინის დეფიციტი და რაქიტი მოგვიანებით გულთან, სისხლძარღვებთან, ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

ბავშვობა

1-2 წელი

ძვლოვანი ქსოვილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი რაქიტია, რომლის განვითარებაშიც ბრალი მიუძღვის:

  • გენეტიკურ განწყობას;
  • ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად, კვებით ალერგიას, ცელიაკიას, ღვიძლთან, ნაღველგამომტან გზებსა და თირკმელებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რესპირატორული ინფექციებით ხშირ ავადობას;
  • დღენაკლულობას;
  • მრავალნაყოფიან ორსულობას;
  • არაადაპტირებული ხელოვნური ნარევებით ახალშობილის კვებას.

7-12 წელი

ამ ასაკში გოგონები საკმაოდ სწრაფად იზრდებიან. კალციუმის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ისინი შესაძლოა შეაწუხოს მუხლების ტკივილმა, რომელიც განსაკუთრებით ღამღამობით იჩენს თავს, თუმცა კალციუმის დეფიციტი თითქმის ყოველ მათგანს აღენიშნება. ამ ასაკში მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კვებასა და რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას. თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებაც.

13-15 წელი

ყურადღებას ვაქცევთ ტანდეგობას. ამ ასაკში ზოგიერთ გოგონას თავისი სხეულის გამოჩენისა რცხვენია და ბეჭებში იხრება. თუ შვილს იმავეს ამჩნევთ, მიეცით შენიშვნა ან დახმარებისთვის მიმართეთ ორთოპედს. სამკურნალო ტანვარჯიში და ცურვა თავიდან აგაცილებთ მომავალში ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ახალგაზრდობა

16-20 წელი

ჰორმონული გარდაქმნა შესაძლოა უამრავი პრობლემის გამშვებ მექანიზმად იქცეს, მათ შორის - ძვლოვანი ქსოვილის ცვლის დარღვევისაც, ამიტომ აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ გოგონების ჰორმონულ ფონს, რათა მისი დისბალანსი არ გამოგვეპაროს. მენსტრუაციის გვიან - 15 წლის შემდეგ დაწყებაც ოსტეოპოროზის რისკფაქტორია. იდეალური წონის შესანარჩუნებლად გოგონები ცოტას ჭამენ, რაც სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს განაპირობებს. ნაკლებმოძრავ ცხოვრების წესსა და არასათანადო ფიზიკურ დატვირთვასაც ძვლოვანი ცვლის დაღვევამდე მივყავართ. არც ჭარბი ფიზიკური დატვირთვაა სასურველი - ზღვარგადასული ვარჯიში ზიანს აყენებს თითქმის ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემას, უპირველესად კი რეპროდუქციულს. მოსალოდნელია მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ქალის სასქესო ჰორმონთა გამომუშავების დაქვეითება.

რეპროდუქციული ასაკი

25 წელი

ამ ასაკში ძვლოვანი მასა პიკს აღწევს, მერე კი ყოველწლიურად ქვეითდება.


ორსულობა

ეს ყველაზე სარისკო პერიოდია. 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი ნაყოფს აწვდის კალციუმის საკუთარ მარაგს, რის გამოც, მოსალოდნელია, თავად დაზიანდეს. ამიტომაც არის, რომ მომავალმა დედებმა კალციუმი გაძლიერებულად უნდა მიიღონ. რაქიტის პროფილაქტიკისთვის ორსულმა:

  • კარგად უნდა იძინოს;
  • დღე-ღამეში 2-4 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე;
  • ყოველდღიურად მიიღოს 100-150 გრამი ხაჭო, 30-50 გრამი ყველი, 500 გრამი ბოსტნეული, 0,5 ლ რძე ან რომელიმე რძემჟავა პროდუქტი, კვირაში სამჯერ - თევზი;
  • საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს ორსულთათვის განკუთვნილი სპეციალური ვიტამინები, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატები.

30-40 წელი

ამ ასაკისთვის სამორსულობაგადატანილი ქალები რისკჯგუფში შედიან. ძვლოვანი მასის განვითარებისა და დაშლის პროცესები თითქმის გაწონასწორებულია.

40-45 წელი

თუ ბევრ ყავას ან მაგარ ჩაის სვამთ, მათი ოდენობა უნდა შეამციროთ.

45-55 წელი

მცირდება ქალის სასქესო ჰორმონთა სინთეზი და პარალელურად ძვლის მინერალური სიმტკიცეც იკლებს. ძვლები მყიფდება და ადვილად იმტვრევა. ამას ადასტურებს რენტგენული კვლევა და დენსიტომეტრია.

55-65 წელი

მენოპაუზიდან 3 წლის შემდეგ ოსტეოპოროზის განვითარების ყველაზე საშიში პერიოდი დგება. ამ დროს მოსალოდნელია, ორგანიზმიდან წელიწადში 1 კგ-მდე ძვლოვანი მასა დაიკარგოს. 3-5 წლის შემდეგ ეს პროცესი რამდენადმე ნელდება, თუმცა ძვლოვანი მასის დაკარგვის მაჩვენებელი მაინც არსებითი რჩება. თუ ქალი წლის განმავლობაში 2 სმ-ით იკლებს სიმაღლეს, ოსტეოპოროზი უნდა ვიეჭვოთ, 4 სმ-იანი კლებისას კი საეჭვოც არაფერია. აუცილებელია დროული მკურნალობა, რომელიც ხანგრძლივია, თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი გასტანს. ოსტეოპოროზს მკურნალობენ:

  • ძვლოვანი მასის განლევის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
  • საშუალებებით, რომლებიც ხელს უწყობს ძვლის წარმოქმნის პროცესთა გააქტიურებას.

თუ დედას ან ბებიას ოსტეოპოროზი ჰქონდათ, ქალმა 40 წლიდან პერიოდულად აუცილებლად უნდა ჩაიტაროს დენსიტომეტრია. თუ თქვენი ცხოვრების წესი ნაკლებმოძრავია, კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე საათი დაუთმეთ აერობიკას, ცურვას ან სპორტის რომელიმე სხვა სახეობას. თუ დაუბალანსებელი და არარაციონალური კვების რეჟიმი გაქვთ, დამატებით მიიღეთ საჭირო ვიტამინები და მინერალები.

70 წლიდან

ყველაზე ხშირია ოსტეოპოროზით გამოწვეული ბარძაყის ძვლისა და ხერხემლის მალების მოტეხილობა, რომლის შემდეგ ყველა ვეღარ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს, ამიტომ აუცილებელია, დროულად იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, შეინარჩუნოთ იგი ფიზიკური დატვირთვით, ყოველდღიური სეირნობით, რაციონალური კვებითა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მედიკამენტების მიღებით.