ბეიკერის კისტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბეიკერის კისტა

(მუხლქვეშა ფოსოში). კანი შესიების ადგილზე ნორმალური შეფერილობისაა და არ არის მიხორცებული ქვემდებარე ქსოვილებზე.

ბეიკერის კისტა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება გაშლილი მუხლის პოზიციაში. მოხრისას მცირდება ზომაში ან საერთოდ ქრება.კისტის დიდი ზომის შემთხვევაში მუხლის სახსარი შესამჩნევად შეშუპებულია.

პაციენტები ძირითადად უჩივიან:

· მუხლქვეშა არეში დისკომფორტს, ზეწოლის შეგრძნებასა და ტკივილს;

· შესიებას მუხლქვეშა მიდამოში;

· მუხლის სახსარში გაძნელებულ მოძრაობას;

· მუხლის სახსრის პერიოდულ ბლოკადას.

ბეიკერის კისტის განვითარების მიზეზები:

ბეიკერის კისტა შეიძლება განვითარდეს მუხლის სახსრის რომელიმე დაავადების შედეგად, რომელთაგან ყველაზე ხშირია:

· სახსრის ტრავმა;

· მენისკების დაზიანება და დეგენერაციული ცვლილებები;

· სასახსრე ხრტილის დაზიანება;

· ქრონიკული სინოვიტი (სახსრის სინოვიალური გარსის ანთება);

· ოსტეოართროზი;

· პატელოფემორალური ართროზი;

· ოსტეოართრიტი;

· რევმატოიდული ართრიტი;

ზოგჯერ კისტა შეიძლება ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშეც განვითარდეს.

ბეიკერის კისტის დიაგნოსტიკა

რადგანაც კისტა წარმოადგენს მუხლის სახსრის პათოლოგიის მეორეულ გამოვლინებას, პაციენტის გამოკვლევის პროცესში, მნიშვნელოვანია შეფასდეს მთლიანად მუხლის სახსრის მდგომარეობა. ბეიკერის კისტის მაღალეფექტური და საიმედო დიაგნოსტიკის მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ბეიკერის კისტის არსებობა და ზომები, ასევე მისი კავშირი მუხლის სახსრის ელემენტებთან, წარმოადგენს მუხლის სახსრის ულტრაბგერითი და მაგნიტორეზონანსული კვლევა. დაიგნოზის დასაზუსტებლად რეკომენდებულია მუხლქვეშა კისტის პუნქციის ჩატარება, მიღებული შიგთავსის ევაკუაცია და გამოკვლევა.

გართულებები:

· ზომაში გადიდებისას, მაღალი წნევის გამო შესაძლებელია მოხდეს კისტის გახეთქვა - ბეიკერის კისტის ყველაზე ხშირი გართულება. კისტის გახეთქვისას მისი შიგთავსი ჩამოდის წვივზე, რაც განაპირობებს ტკივილსა და შესიებას, ჩნდება სიწითლე და ადგილობრივად ტემპერატურა მატულობს.

· ზოგჯერ კისტა აწვება დიდი წვივის ნერვს, რის შედეგადაც აღინიშნება კიდურის ქვედა მიდამოს სისუსტე, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება.

· დიდი ზომის მიღწევისას ბეიკერის კისტა შეიძლება მუხლქვეშა ფოსოში დააწვეს ნერვს, ლიმფურ სადინარს ან სისხლძარღვს, რაც ვლინდება ტკივილითა და წვივის შეშუპებით.

· ბეიკერის კისტა შეიძლება გახდეს წვივის ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოფლებიტის განვითარების მიზეზი. და როგორც თრომბოზის გართულება, შეიძლება განვითარდეს ისეთი საშიში გართულება, როგორიცაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რაც ხდება ვენის კედლიდან თრომბის მოწყვეტის და მისი შემდგომი მიგრაციის შედეგად.

· ზოგჯერ ეს კისტები ხელს უწყობს წვივის კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

ბეიკერის კისტის მკურნალობა

ბეკერის კისტის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული, მაგრამ გაცილებით ეფექტურია ოპერაციული (კისტის მოშორება) ჩარევა. მკურნალობის ტაქტიკის გადასაწყვეტად აუცილებელია ქირურგის ან ორთოპედის კონსულტაცია.

კონსერვატული მკურნალობა გულისხმობს მსხვილი ნემსით პუნქციის შესრულებას, შპრიცით შიგთავსის ამოწოვას და ღრუში სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების (ჰიდროკორტიზონი, კენალოგი, დიპროსპანი და ა.შ) შეყვანას. კონსერვატული მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა პოზიტიურ შედეგს. კისტის გაჩხვლეტის და შიგთავსის მოშორების შემდეგ, როგორც წესი კისტა რეციდივს იძლევა.

მუხლის სახსრის ანთებითი დაავადების დროს მიმდინარეობს ძირითადი დაავადების მკურნალობა. გამოიყენება ანთებისსაწინააღმდეგო ტაბლეტები, მალამოები, კომპრესები, ფიზიოთერაპიული პროცედურები, წამლისმიერი ბლოკადები.

ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს კისტის დიდი ზომა, მუხლის სახსრის ფუნქციის შეზღუდვა (მოხრა), მუხლქვეშა ნერვულ-სისხლძარღვოვან წნულზე ზეწოლა, მორეციდივე სინოვიტები, ასევე კონსერვატული მკურნალობის უშედეგობა.

ბეიკერის კისტის ოპერაციული მკურნალობით ხდება კისტის ამოკვეთა. ოპერაცია გრძელდება 20 წუთი, ხშირად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სტაციონარში რჩება 3-5 საათი. სრულფასოვანი სიარული ნებადართულია ოპერაციიდან 5-7 დღის შემდეგ. ნაკერებს ხსნიან ოპერაციიდან 7-10 დღეზე. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ადებენ თაბაშირს ან მჭიდრო ნახვევს.

ტრადიციული მკურნალობის მეთოდების გარდა, შესაძლებელია ბეიკერის კისტას ვუმკურნალოტ სამკურნალო მცენარეული საშუალებებითაც: სამლიტრიან ქილაში 3/4-მდე ჩაყარეთ ოქროს ულვაში, შემდეგ ქილა პირამდე აავსეთ არყით, დაახურეთ თავსახური მჭიდროდ და დადგით ბნელ ადგილას 20 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, მკურნალობისთვის გამოგადგებათ ნაყენიც და სპირტიანი მცენარის ნარჩენიც: ნაყენი უნდა სვათ 2-2 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში, მცენარე კი დააფინოთ ტილოზე და დაიდოთ კომპრესის სახით მთელი ღამის განმავლობაში.

2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ქრისტესისხლას დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 20 წუთი. დააფინეთ მასა მიტკალზე, დაიდეთ სახსარზე და გააჩერეთ 2 საათი. ეს კომპრესი მუხლქვეშა ფოსოს მიდამოში უნდა გაიკეთოთ 2 დღეში ერთხელ.

დიდგულას ყვავილი და ჟოლოს ფოთოლი აიღეთ თანაბარი რაოდენობით. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მასა გადმოიტანეთ მუშამბაზე და დაიდეთ მუხლქეშა ფოსოში 2 საათის განმავლობაში. ეს პროცედურა გაიკეთეთ ყოვლედღე.

ლალი ჩხიკვაძე