ვის ემუქრება ოსტეოპოროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის ემუქრება ოსტეოპოროზი

ჩვენი ექიმებისა და პაციენტებისაგან. დღეს შევეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ ამ დიაგნოზის დროს აღმოცენებულ უმთავრეს შეკითხვებს.

რა არის ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი არის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, რის შედეგადაც ძვალი თხელდება, სუსტდება, ადვილად ზიანდება და იმტვრევა. ძვლის მინერალიზაციის დაქვეითება დროთა განმავლობაში იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას.

არის თუ არა ოსტეოპოროზი მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება?

მართალია ოსტეოპოროზის შედეგებს უხშირესად ხანდაზმულ ასაკში ვხედავთ, მაგრამ დაავადება აღმოცენდება და პროგრესირებს საშუალო ასაკიდანვე. დადგენილია, რომ ადამიანის ძვლები ყველაზე ძლიერია დაახლოებით ოცი წლის ასაკისათვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების სიძლიერე ახალგაზრდა ასაკში, რათა სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდეს ძვლების ჯანმრთელობა.

რატომ არის ოსტეოპოროზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემა?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოსტეოპოროზი აქვს 10 მილიონ ადამიანს, მათი 80% ქალია. 34 მილიონ ადამიანს კი აქვს ამ დაავადების აღმოცენების რისკი ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივის გამო. ოსტეოპოროზი ყოველწლიურად 1,5 მილიონი მოტეხილობის მიზეზია. მათ შორის 350 000 ბარძაყის მოტეხილობაა. მოტეხილობათა მკურნალობის ხარჯები ძალზე მაღალია, აღნიშნულს კი ემატება მუდმივი უნარშეზღუდულობა, პაციენტი ვერ უბრუნდება სამუშაოს ან ვეღარ ასრულებს ყოველდღიურ ჩვეულ აქტივობას. სწორედ ამიტომაა ოსტეოპოროზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემა.

ოსტეოპოროზის სიმპტომები

ოსტეოპოროზი შესაძლებელია ყოველგვარი ცხადი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს და პაციენტი უეცრად მცირე ტრავმვისას აღმოცენებულ მოტეხილობამდე ვერც კი ხვდებოდეს, რომ მას დაავადება აქვს.

ტკივილი არ არის ოსტეოპოროზის წამყვანი სიმპტომი, თუმცა ის შეიძლება აღმოცენდეს ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობისას.

ოსტეოპოროზის შედეგი შეიძლება იყოს ხერხემლის მალების კომპრესიული მოტეხილობა. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ოსტეოპოროზის დროს მოტეხილობა აღმოცენდება მცირედი ტრავმის დროსაც კი, მაგალითად, დაცემისას, შემოჭერისას, სხეულის მკვეთრი მოტრიალებისას, დაცემინებისას. ხერხემლის მალა მინერალიზაციისა და სიმტკიცის დაქვეითების გამო იმსხვრევა და ზოგჯერ იწვევს მკვეთრ მოხრილობას, კუზის გაჩენას.

ოსტეოპოროზისას ხშირია ე. წ. სტრესული მოტეხილობა. ის ვითარდება განმეორებითი დაზიანებისას, ჩვეულებრივ, ძალიან მცირე ტრავმის დროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბარძაყის მოტეხილობაა. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს უბრალო დაცემაც კი. ოსტეოპოროზის გამო მოტეხილობის შეხორცების პროცესი ძალიან ხანგრძლივდება.

ოსტეოპოროზის შედეგები

ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობა მნიშვნელოვანი ტკივილისა და უნარშეზღუდულობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ბარძაყის მოტეხილობის შემდეგ პაციენტთა 20%, ანუ ერთი მეხუთედი, ერთი წლის განმავლობაში იხოცება, ხოლო ერთ მესამედს აღარ შეუძლია თავის მოვლა. თუ პაციენტს აქვს ერთი მალის კომპრესიული მოტეხილობა, მას აქვს სხვა მალების ანალოგიური მოტეხილობის აღმოცენების დიდი რისკი.

რომელი ფაქტორები განსაზღვრავს ძვლის სიძლიერეს?

ძვლის სიძლიერე დამოკიდებულია ძვლის მასაზე - მინერალურ სიმკვრივეზე. რაც უფრო მეტია ძვლის მინერალური სიმკვრივე, მით უფრო ძლიერია ძვალი.

ძვლების სიძლიერეზე მოქმედი ფაქტორებია:

  • გენეტიკა;
  • გარემო;
  • მედიკამენტები;
  • ეთნიკური კუთვნილება - აფროამერიკელებს უფრო მაღალი აქვთ ძვლის მინერალური სიმკვრივე, ვიდრე კავკასიელებს ან აზიელებს;
  • სქესი - მამაკაცების ძვლების მინერალური სიმკვრივე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებისა;
  • ასაკი - ძვლის მინერალური სიმკვრივე პიკს აღწევს 25 წლისათვის და მცირდება 35 წლის შემდეგ.

მენოპაუზა, ესტროგენები და ოსტეოპოროზი

მდედრობითი სქესის პირთა შორის ოსტეოპოროზის უფრო მაღალ სიხშირეს განაპირობებს მენოპაუზის შემდეგ ესტროგენების შემცველობის დაქვეითება. ესტროგენი ქალის ორგანიზმს ეხმარება ძვლის ნორმალური მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებაში. მენოპაუზის შემდეგ, პირველი 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ქალი ძვლის მასის 4%-ს კარგავს.

ოსტეოპოროზის რისკფაქტორები

არსებობს ოსტეოპოროზის ისეთი რისკფაქტორები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია. ესენია:

  • მდედრობითი სქესი;
  • ეთნიკური კუთვნილება - კავკასიელი ან აზიელი;
  • ოჯახური ისტორია.
ცნობილია ის რისკფაქტორებიც, რომელთა არიდებაც სავსებით შესაძლებელია. ესენია:


  • თამბაქოს წევა;
  • ცხოვრების მჯდომარე წესი;
  • საკვებ რაციონში კალციუმის დეფიციტი;
  • ცუდი კვება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

გარდა ამისა ოსტეოპოროზის რისკფაქტორებია:

  • ესტროგენების დაბალი დონე;
  • დ ვიტამინის დეფიციტი;
  • ჰიპერთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება;
  • სხვადასხვა მიზეზით მოძრაობის უნარის დაკარგვა;
  • ქიმიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • ჰიპერპარათირეოზი - ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის მომატება;
  • მენსტრუალური ციკლის არარსებობა;
  • საჭმლის მომნელემელ სისტემაში საკვების შეწოვის დაქვეითება.

როგორ დგინდება ოსტეოპოროზის დიაგნოზი

უხშირესად ოსტეოპოროზი მოტეხილობის გამო გადაღებულ რენტგენოგრამაზე ვლინდება, თუმცა ამ შემთხვევაში ძვლის მინერალური სიმკვრივე უკვე მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. სკრინინგის ანუ კლინიკური ნიშნების (ოსტეოპოროზის შემთხვევაში - მოტეხილობის) გამოვლინებამდე დაავადების დიაგნოზის დასადგენად ტარდება დუალ ენერგიული რენტგენოლოგიური აბცორბციომეტრია - DEXA კვლევა. ამ კვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს არა მარტო ოსტეოპოროზი, არამედ ოსტეოპენიაც - მდგომარეობა, რომელიც ოსტეოპოროზის წინაპირობაა.

ვის უნდა ჩაუტარდეს დუალ ენერგიული რენტგენოლოგიური აბცორბციომეტრია?

ამერიკული რეკომენდაციის თანახმად, კვლევა ოსტეოპოროზის სკრინინგისთვის უნდა ჩაუტარდეს:

  • 65 წლის ან მეტი ასაკის ყველა ქალს;
  • ოსტეოპოროზის რისკფაქტორების არსებობისას ქალებს მენოპაუზის პერიოდში 65 წლის ასაკამდეც;
  • ქალებს მენოპაუზის შემდგომ მოტეხილობის შემთხვევაში;
  • ქალებს, რომელთაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი დაავადებები.

როგორ ფასდება რენტგენოლოგიური აბცორბციომეტრიის შედეგები

რენტგენოლოგიური აბცორბციომეტრიის ანუ DEXA კვლევის შედეგად მიღებული შედეგი გამოხატულია ე. წ. “T score” მაჩვენებლებით. ეს არის პაციენტის ძვლის მინერალური სიმკვრივის სტატისტიკური შედარება იმავე სქესისა და ეთნიკური კუთვნილების ჯანმრთელი ახალგაზრდების ძვლის მინერალურ სიმკვრივესთან.

  • T score - 1 დან 2.5-მდე შეესაბამება ოსტეოპენიას - ოსტეოპოროზის წინა მდგომარეობას;
  • T score - 2.5 და ნაკლები ოსტეოპორზის მაჩვენებელია.

შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზისაგან განკურნება

სამწუხაროდ, სადღეისოდ ოსტეოპოროზისაგან განკურნება შეუძლებელია. დღეს არსებული მკურნალობა აჩერებს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემდგომ დაქვეითებას. აღნიშნულის გამო ძალზე მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის პრევენცია ანუ პროფილაქტიკა.

როგორ ავიცილოთ ოსტეოპოროზივარჯიში

ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში გვეხმარება კუნთების გაძლიერებაში, სხეულის ბალანსის (წონასწორობის) დაცვაში, რაც ამცირებს დაცემას და სხეულის დაზიანებას. რასაკვირველია, ვარჯიშის თაობაზე აუცილებელია შეთანხმება ექიმთან.

ვივარჯიშოთ ფრთხილად!

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ოსტეოპოროზის დროს მცირედი დატვირთვაც კი შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ვარჯიშის გეგმა ექიმთან შეთანხმდეს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის საზოგადო მდგომარეობა. ექსტრემალური დატვირთვა, მაგალითად, მარათონული რბენა, არ არის რეკომენდებული ოსტეოპოროზის დროს.

მოტეხილობის რისკის დასაქვეითებლად შესაძლოა სახსრებისა და ძვლების დამცველი სპეციალური მოწყობილობების გამოყენება.

თამბაქოს წევის შეწყვეტა და ალკოჰოლის შემცირება

დადასტურებულია თამბაქოს უარყოფითი გავლენა ძვლებზე. მოწევა ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პროგრესირებას, ქალებში ამცირებს ესტროგენების შემცველობას, იწვევს ნაადრევ მენოპაუზას.

ალკოჰოლისა და კოფეინის ზეგავლენა ოსტეოპოროზზე ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ჯანმრთელობისათვის ოპტიმალურია მათი მხოლოდ ზომიერი მიღება.

კალციუმი

სიახლე არ არის, რომ კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლების სიძლიერისა და ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული როლი ენიჭება კალციუმის სათანადო მიღებას ცხოვრების ადრეულ ეტაპზე.

მოზრდილებისა და მდედრობითი სქესის მოზარდებისათვის რეკომენდებულია დღეში 1000-1300 მგ კალციუმის მიღება. კალციუმის საუკეთესო წყაროა რძის პროდუქტები, ბოსტნეული (კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი) და კალციუმით გამდიდრებული საკვები. მენოპაუზის შემდგომ კალციუმის მიღება უნდა გაიზარდოს.

D ვიტამინი

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია D ვიტამინიც. მისი ეფექტებია:

  • ნაწლავებიდან საკვებში არსებული კალციუმის შეწოვა;
  • ოსტეომალაციის (ძვლების დარბილება) პროფილაქტიკა;
  • ძვლების მინერალური სიმკვრივის ზრდა და მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მოტეხილობის რისკის შემცირება.

1-დან 70 წლამდე პირთათვის D ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზაა 600 საერთაშორისო ერთეული. 1 წლამდე ეს მაჩვენებელი არის 400 სე, ხოლო 70 წლის შემდეგ - 800 სე.

D ვიტამინის საუკეთესო წყაროა მზის სხივები, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, კვერცხის ყვითრი, D ვიტამინით გამდიდრებული საკვები.

ჰორმონები მენოპაუზის პერიოდში

რადგანაც ესტროგენებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნების თვალსაზრისით, მრავალ ქალს მენოპაუზის ასაკში ენიშნება ჰორმონული პრეპარატები - ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენული ჰორმონებით. ეს ამცირებს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებასა და მოტეხილობების რისკს.

ანალოგიური მკურნალობა მხოლოდ პაციენტის სათანადო გამოკვლევის შემდეგ შეიძლება დანიშნოს ექიმმა. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია შესაძლო გვერდითი ეფექტები.

ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტები

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტის გამოყენება, ესენია:

  • ძვლის რეზორბციის საწინააღმდეგო საშუალებები - ისინი აფერხებენ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, ხელს უწყობენ ამ მაჩვენებლის მატებას;
  • ესტროგენები - მათ შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ;
  • ესტროგენების რეცეპტორების სელექციური მოდულატორები - ისინი ესტროგენების მსგავსად მოქმედებენ;
  • ანაბოლური საშუალებები.