რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რევმატოლოგია
ართროზი სახსრების დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის ნელი რღვევა უკავშირდება. ფაქტობრივად, ართროზის დროს, სახსარში ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შედეგად, ძვლების სასახსრე ზედაპირები იცვლება, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილები დეგენერაციას განიცდის. რეალურად ტერმინი ართროზი აერთიანებს სახსრების დეგენერაციულ-ანთებითი ხასიათის დაავადებებს, რომელთაც აღმოცენების სხვადასხვა მიზეზი აქვთ, თუმცა განვითარების მექანიზმით ერთმანეთს ემსგავსებიან. ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ართროზით დედამიწის მოსახლეობის 80% იტანჯება. ამ ტიპის დაზიანებანი ფართოდ არის გავრცელებული და გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ მესამე ადგილზეა.
სახსრების ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. იმპლანტების მწარმოებელი მსოფლიო ფირმები მუდმივად ხვეწენ გამოშვებული პროდუქციისათვის საჭირო მასალას და ცდილობენ, სულ უფრო მეტად სრულყოფილი ენდოპროთეზები შექმნან. მათი მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ ენდოპროთეზის კომპონენტების ძვალში მყარად ფიქსაცია და სახსრის ოპტიმალური ფუნქციობა, მაქსიმალურად გაზარდონ ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, შეამცირონ პოსტოპერაციული გართულებების რიცხვი.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 9 - დან
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.