როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს

დავიწყებ იმით, რომ "სახსრებში მარილების ჩალაგება" რამდენადმე არაზუსტი ტერმინია. პირდაპირი მნიშვნელობით ის მხოლოდ პოდაგრას ანუ სახსრებში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში კი მარილებზე საუბრისას იგულისხმება სახსრების ისეთი დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი და ართრიტი. სახსრების დაავადებები თანამედროვე მედიცინის ძალზე აქტუალური პრობლემაა.

სახსარი რთული კონსტრუქციაა, რომელიც ძვლებისგან, ხრტილებისგან, მყესებისგან, სითხის შემცველი სასახსრე ღრუსგან, სასახსრე ჩანთისგან შედგება. თითოეული კომპონენტის დაზიანება სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებას განაპირობებს. შედეგად სახსარი ფუნქციას სრულყოფილად ვეღარ ასრულებს, რაც სერიოზულ პრობლემებს უდებს სათავეს. როგორც სხვა პათოლოგიების, ასევე სახსართა დაავადებების პროფილაქტიკაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახსრის მოვლასა და გაფრთხილებას: თავი უნდა ვარიდოთ უხეშ მოძრაობებს, ჭარბ დატვირთვას, მძიმე საგნების აწევას, ამავე დროს ვიაქტიუროთ, დავიცვათ მოძრაობისა და კვების სათანადო რეჟიმი. ამ გზით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ოსტეოფიტური წანაზარდების განვითარება. ეს წანაზარდები, რომლებსაც ხალხში მარილებს უწოდებენ, აზიანებს სახსრის სტრუქტურას, იწვევს ძლიერ ტკივილს, დისკომფორტს, მოძრაობის შეზღუდვას.

რჩევები

ერთ ჭიქა ბრინჯს დაასხით წყალი და სამი დღე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაასხით 2 ჭიქა ახალი წყალი და ნელ ცეცხლზე შედგით, ადუღეთ ბრინჯის მოხარშვამდე. მიღებული ფაფა ოთხ თანაბარ ულუფად გაყავით და დღის განმავლობაში დროის თანაბარი ინტერვალებით შეჭამეთ.

თითოეული ულუფის ჭამის წინ დალიეთ ნახევარი ჭიქა ნადგომი წყალი, დღის განმავლობაში კი ერთი ჭიქა ასკილის ნაყენი.

მეორე დღეს აუცილებლად მიირთვით 500 გრამი ჭარხალი და 500 გრამი ვაშლი. ეს პროცედურა 3-4 დღის შემდეგ გაიმეორეთ ყველა წესის დაცვით. მკურნალობა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გააგრძელეთ. ეს წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ: დაღერღილი ბრინჯი უსარგებლოა, ჯობს გაუფცქვნელი, საღი მარცვალი გამოიყენოთ. ყველაფერს სჯობს ყავისფერი ბრინჯი. ორიოდე პროცედურის შემდეგ სახსრები ხრჭიალს შეწყვეტს, მოძრავი და ელასტიკური გახდება.

ეს მეთოდი შესანიშნავად წმენდს შარდსასქესო სისტემასაც. მიომისა და ადენომის შემთხვევაში მკურნალობისას აუცილებელია კოჭაგარეული ჩაის სმა (ფინჯან ჩაიზე - 70-100 გრამი დაფქული კოჭა). სახსრების, სისხლძარღვებისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა შემდეგი პროცედურები:

  • აიღეთ 2 კგ მიწავაშლას (ტოპინამბურის) ფოთლები და ღეროები, დააქუცმაცეთ ან დაჭერით 3-5 სმ სიგრძის ნაწილებად, მოათავსეთ 5-8 ლიტრიან ქვაბში, 25 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ნახარში გადაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში, გააზავეთ ცხელი (37-40°ჩ ტემპერატურის) წყლით თანაფარდობით 1:7 და ჩაწექით აბაზანაში 15-20 წუთით. აბაზანისთვის სამკურნალო ხსნარის მოსამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწავაშლას 1 კგ ბოლქვი ან 200 გ გამხმარი ღერო და 400 გ გამომშრალი ბოლქვი. აბაზანა 20 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა გაიკეთოთ. აბაზანის შემდეგ სასურველია 1-2 საათით ლოგინში ჩათბეთ. 20-დღიანი კურსის შემდეგ 15-20-დღიანი შესვენებაა აუცილებელი.
  • აიღეთ ორი-ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი, გახსენით ერთ ან ნახევარ ჭიქა წყალში. მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • აიღეთ 2 კგ ოხრახუშის ფესვი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ ჩაუშვით 3,5 ლ რძეში და ნელ ცეცხლზე საათ-ნახევარი ადუღეთ. მიღებული ფაფა სამ დღეში უნდა მიირთვათ. კარგი იქნება, თუ ამ დღეებში რომელიმე შარდმდენი მცენარის ნაყენსაც დალევთ. ფაფის გარდა არაფერი ჭამოთ. მარილები ინტენსიურად გამოვა ორგანიზმიდან შარდთან ერთად.

ეს მარილების მოცილების ძალზე ძლიერმოქმედი მეთოდია. მისი ჩატარება რეკომენდებულია თირკმელების გაწმენდის შემდეგ. შესაძლოა, კანი გაგიღიზიანდეთ, სახსრები წამოგტკივდეთ, შეგაწუხოთ თავბრუხვევამ, არითმიამ - გაუძელით. სახსრებთან ერთად ამ პროცედურის შედეგად ელენთისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობაც უმჯობესდება. სახსრების ამგვარი გაწმენდა უკუნაჩვენებია ორსულთათვის - შესაძლოა, ნაყოფის გამოძევება გამოიწვიოს.