რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პოდაგრა
პოდაგრა

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მრავალ დაავადებას უდებს სათავეს. ერთ-ერთი მათგანია პოდაგრა. იგი საკმაოდ “ასაკოვანია” - მას შუა საუკუნეებშიც იცნობდნენ, განსაკუთრებით - არისტოკრატები და შეძლებული ვაჭრები, რომლებიც ყოველდღე მიირთმევდნენ ხორცს, ცხიმიან თევზსა და სპირტიან სასმელებს.


პურინული ცვლა
ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პურინები. ამ ნივთიერებათა უდიდესი ნაწილი ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, მცირე კი აქვე წარმოიქმნება. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტი შარდმჟავაა, რომელიც ორგანიზმიდან თირკმელების გზით გამოიდევნება.

პოდაგრის დროს ორგანიზმში სწორედ შარდმჟავა გროვდება ჭარბად, რაც ან მისი ჭარბი პროდუქციის ბრალია, ან თირკმელების მიერ მისი გამოყოფის დარღვევისა. დაგროვილი შარდმჟავას მარილებისგან წარმოიქმნება კრისტალები, რომლებიც უპირატესად იმ ქსოვილებში ილექება, რომლებიც შედარებით ნაკლებად მარაგდება სისხლით: სახსრებში, ხრტილებსა და მყესებში. თავდაპირველად იმუნური სისტემა დაგროვილ კრისტალებს ბრძოლას უცხადებს, მაგრამ მარცხდება და ურატებით (შარდმჟავას მარილებით) დალექილ უბანში ძლიერი ანთებითი პროცესი იწყება. სწორედ ამ დროს ვითარდება პოდაგრის მწვავე შეტევა. დაავადებისთვის დამახასიათებელია სახსრებისა და თირკმელების დაზიანება, ართრიტი, ძლიერი ტკივილი და პოდაგრული კვანძების, ტოფუსების, წარმოქმნა, განსაკუთრებით - ტერფზე, დიდი თითის სახსრებში.


რისკჯგუფები
დაავადება უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და მენოპაუზის ასაკის ქალებშია გავრცელებული. ერთეული შემთხვევები შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებსა და ახალგაზრდებშიც. პოდაგრის მთავარი მიზეზი, ნივთიერებათა ცვ­ლის დარღვევა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ეს დაავადება ხშირად ემართებათ მათ, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა ან შაქრიანი დიაბეტი აქვს. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკაც.


პროვოკატორები
მწვავე შეტევის პროვოცირება შეუძლია ალკოჰოლურ სასმელს, გაძლიერებულ კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, ტრავმას, ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს, ზოგიერთ დაავადებას, მათ შორის - ინფექციურს, სისხლდენას. ხშირად გამწვავებას იწვევს ოპერაციული ჩარევა.


ფორმები
განასხვავებენ დაავადების პირველად (მემკვიდრეობით) და მეორეულ ფორმებს. ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ადამიანი ვერაფერს გრძნობს, შეტევა უეცრად ვითარდება მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედების შემდეგ. დაავადება თანდათან პროგრესირებს, მწვავე შეტევებს ნათელი, უმტკივნეულო პერიოდები ცვლის. თუ შეტევები 6-12 თვეში ერთხელ მეორდება, ესე იგი დაავადებამ უკვე ქრონიკული ფორმა მიიღო.


სიმპტომები
ძირითადი სიმპტომებია სახსრის მწვავე ტკივილი და სიწითლე, ტემპერატურის მომატება. დამახასიათებელია ტერფის სახსრების ანთება და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. მოსალოდნელია ასეთი სიმპტომებიც: განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, ღებინება, გულძმარვა, მომატებული აღგზნებადობა, მადისა და გემოვნების დაქვეითება, არტერიული წნევის მატება, სუნთქვის გაძნელება. პოდაგრის შეტევა, ჩვეულებრივ, იწყება ღამით, თანდათან ძლიერდება და 2-3 საათის განმავლობაში მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს. ასეთი შეტევების პროგნოზირება ძნელია. მკურნალობის გარეშე შეტევები ხშირდება, მწვავდება და ხანგრძლივდება, დაავადება ვრცელდება სხვა სახსრებზეც, ასევე - თირკმელებსა და შარდგამომყოფ გზებზე. რამდენადაც ურატების გამოლექვა თირკმელებიდან იწყება, პოდაგრის პირველი ნიშანი შესაძლოა იყოს თირკმელკენჭოვანი დაავადება, რომელიც სპეციალურ მკურნალობას მოითხოვს. გარდა ამისა, პათოლოგია ხშირად თან სდევს გაცხიმოვნებას, ჰიპერტონიას, შაქრიან დიაბეტს, რომელთა მკურნალობაც ხშირად კომპლექსური ინდივიდუალური თერაპიის ნაწილს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში პოდაგრა გადაიზრდება ქრონიკულ პოდაგრულ პოლიართრიტში, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივი ტკივილი ახასიათებს. პოდაგრის მკურნალობა ითვალისწინებს იმ ფაქტორების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებასა და გამწვავებას. კერძოდ, საჭიროა თავის შეკავება ცხიმიანი ხორცისგან, თევზისგან, პარკოსნებისგან, მარილიანი

You must have Flash Player installed in order to see this player.
საკვებისგან. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, პრეპარატები, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიისას იყენებენ. როგორც ქრონიკული, ისე მწვავე პოდაგრის მკურნალობა ითვალისწინებს ნივთიერებათა ნორმალური ცვლის აღდგენას და თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესებას. კომპლექსური მკურნალობის პირობებში უმეტესად ხერხდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ალაგება ან საგრძნობი შემცირება, პათოლოგიური პროცესის პროგრესის შეჩერება, გართულებების თავიდან აცილება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.


დიეტა
შუა საუკუნეებში პოდაგრას სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, მოგვიანებით კი დიეტას მიმართეს და ამ მეთოდს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ის პოდაგრის კომპლექსური თერაპიის ნაწილია და ითვალისწინებს რაციონიდან შებოლილი და ცხარე პროდუქტების, ხორცის ნახარშის, თევზისა და ხორცის კონსერვების, შოკოლადისა და ყავის ამოღებას, ხილის წვენების, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის ჩართვას, შეწვარი საკვების მოხარშულით შეცვლას. ექიმმა პაციენტს ინდივიდუალური დიეტა უნდა შეურჩიოს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ორგანიზმის თავისებურებები, ნივთიერებათა ცვლის პროცესების ხასიათი და დაავადების უშუალო მიზეზი. ყველა პაციენტს ეკრძალება ალკოჰოლიანი სასმელები და ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს ნერვულ სტრესს - ეს ორი ფაქტორი ერთსა და იმავე დროს პროვოცირებას უწევს შარდმჟავას სინთეზის გაძლიერებას და მისი გამოდევნის გაუარესებას.


პოდაგრის შესახებ გავრცელებული  მითები

1. თუ ტერფის დიდი თითი დეფორმირებული და ანთებითია, ესე იგი პო­დაგრა გაქვთ. ტერფის დიდი თითის დეფორმაციას, გარდა პოდაგრული ტოფუსისა, ხშირად იწვევს ძვალუკა, ასევე - ტერფის არარაციონალური დატვირთვის შედეგად განვითარებული ორთოპედიული დაავადება, რომელიც უპირატესად ქალებისთვისაა დამახასი­ათებელი, პოდაგრა კი უმ­თავრესად მამაკაცებს ემა­რთებათ. ამრიგად, დიდი თითის დეფორმაცია ყოველთვის პოდაგრას არ ნიშნავს.
2. პოდაგრის დროს სასარგებლოა ლუდი. პირიქით, ლუდის სმა პოდაგრის დროს სასტიკად აკრძალულია. ჯერ ერთი, ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ართულებს შარდმჟავას გამოყოფას, მეორეც, უფრო მდიდარია პურინებით, ვიდრე ღვინო და პოდაგრის გამწვავებას იწვევს.
3. პოდაგრა ალკოჰოლიზმის შედეგია. ალკოჰოლისადმი ლტოლვა მართლაც ვნებს თირკმელების ფუნქციას, მაგრამ ალკოჰოლი დაავადების ერთადერთი მიზეზი არ არის.
4. პოდაგრა გენიალურობის ნიშანია. მართალია, პოდაგრა ბევრ დიდ ადამიანს სჭირდა, მათ შორის - ალექსანდრე მაკედონელს, ოლივერ კრომველს, პეტრე დიდს, მოპასანს, სტენდალს, კოლუმბს, ნიუტონს, მიქელანჯელოს, დარვინს, მაგრამ პოდაგრასა და გენიალურობას შორის პირდაპირი კავშირი დღემდე არ დაუსაბუთებიათ.

სამედიცინო ახსნა ასეთია: პოდაგრის დროს სისხლში ჭარბად არის შარდმჟავას მარილები, რომელთა მოქმედებაც კოფეინისა და თეობრომინისას წააგავს, ეს ნივთიერებები კი ძლიერი სტიმულატორებია, რომლებიც თავის ტვინის ქერქს ააქტიურებს. შესაძლოა, პოდაგრის დროს სწორედ ურატების წყალობით უმჯობესდება ტვინის ფუნქციები და გენიალური აზრებიც იბადება.


გაითვალისწინეთ
პოდაგრის პირველივე შეტევის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ექიმს - სწორი მკურნალობის შემთხვევაში შეტევა 1-2 დღეში გაივლის. გარდა თერაპიისა, აუცილებელია დიეტის დაცვაც: ერიდეთ, განსაკუთრებით - გამწვავებისას, პურინებით მდიდარ საკვებს: ხორცს, ხორცის სუბპროდუქტებს (საქონლისა და ღორის გული, თირკმელები, ღვიძლი, ტვინი), ცხიმიან თევზს, ბარდას, ლობიოს, სოიას და სხვა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა. შეტევისას აუცილებელია დაზიანებული სახსრების დასვენება და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მათი ტრავმირების აღკვეთა. გადასახედია ყველა ის სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც სხვა პრობლემათა გამო იღებთ. მედიკამენტური თერაპიისას გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები და ტვივილგამაყუჩებელი საშუალებები. ყველა მედიკამენტი უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. რეკომენდებულია სწრაფი სიარული, ველოსიპედი, ცურვა, ტანვარჯიში. დიეტის დროს გაითვალისწინეთ: უნდა მიიღოთ პროდუქტები, რომლებშიც შარდმჟავას რაოდენობა არ აღემატება დღეში 500-ს, ხოლო კვირაში - 3000 მგ-ს. ამ რეკომენდაციათა შესრულება აუცილებელია მაშინაც კი, როდესაც არაფერს უჩივით და არც ტკივილები გაწუხებთ.


 

თარიღი : 09-11-2015
inna
შეიძლება თუ არა კვერცხისა და ქათმის მიღება და როგორ უნდა მივიღო
თარიღი : 09-11-2015
naTela
თქვენს სტატიაში წავიკითხე რომ მოხარშულ ხორცს შემწვარი ჯობია და ეს უფრო ვრცლად ვერ წავიკიტხე და როგორ მოვიქცე?
თარიღი : 09-11-2015
irma
შეიძლება თუ არა ტკბილეულის მიღება და კონკრტელად რა შეიძლება მივიღო?
თარიღი : 09-11-2015
inga
ძირითად რომელი საკვების მიღება შეიძლება პოდაგრას დროს
თარიღი : 09-11-2015
inga
გამარჯობა, მაინტერესებს რომ მედიკამენტებით შეიძლება პოდაგრას მკურნალობა.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრს სირბილი არ შეუძლია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ან იმის შიშით, რომ სახსრები შეაწუხებს. მეცნიერებმა ექსპერიმენტული კვლევით დაადგინეს, რომ რეგულარული სირბილი არა მარტო ზოგადად ჯანმრთელობისთვის, არამედ სახსრებისთვისაც სასარგებლოა.
ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და ასპირინის კომბინაცია ართრიტთან ბრძოლის მაქსიმალურად ეფექტურ გადაწყვეტილებად აღიარეს.
ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ სტკივათ მუცელი, თავი, ფეხები... ასეთი ჩივილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ ის სახსრების ტკივილს ეხება. ეს ნიშანი შესაძლოა სახსრების ანთებით დაზიანებაზე მეტყველებდეს. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი.

სახსრების ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. იმპლანტების მწარმოებელი მსოფლიო ფირმები მუდმივად ხვეწენ გამოშვებული პროდუქციისათვის საჭირო მასალას და ცდილობენ, სულ უფრო მეტად სრულყოფილი ენდოპროთეზები შექმნან. მათი მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ ენდოპროთეზის კომპონენტების ძვალში მყარად ფიქსაცია და სახსრის ოპტიმალური ფუნქციობა, მაქსიმალურად გაზარდონ ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, შეამცირონ პოსტოპერაციული გართულებების რიცხვი.

შეცვლილი და მტიკვნეული სახსარი მხოლოდ რევმატოლოგიური დაავადების გამოვლინება როდია. ზოგჯერ ეს სიმპტომები შინაგანი ორგანოების სრულიად განსხვავებული დაავადებების დროს ვითარდება. არის შემთხვევები, როცა პაციენტისა და ექიმის ყურადღებას სახსროვანი სიმპტომები იპყრობს, თუმცა აღნიშნულის მიღმა შინაგან ორგანოთა ესა თუ ის დაავადება იმალება. დღეს შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ანალოგიური მდგომარეობები.

უკანასკნელი ასწლეულები კაცობრიობამ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გაადვილებას მოანდომა. ცხადი პოზიტიური შედეგების გვერდით, შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ ამ ქმედებათა ნეგატიური მხარეებიც, რომელთა შორისაც, უპირველესად, შემცირებული ფიზიკური აქტივობა უნდა დასახელდეს.

17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.