რა უნდა მიირთვან ართრიტით დაავადებულებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა მიირთვან ართრიტით დაავადებულებმა

მათგან გამორჩეულია 6 პროდუქტი:

ორაგული - ჩემპიონია იმეგა -3 მჟავების შემცველობით. სწორედ ეს მჟავებია აუცილებელი სახსრებისთვის. უფრო კონკრეტულად,  სახსრებში ანთების ჩასაცხრობად. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვაში დაჭერილი თევზი, ის, რომელიც ველურ პირობებში გაიზარდა. ხელოვნურად მომრავლებული, მართალია, ასევე შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით. ორაგული მდიდარია აგრეთვე D 3 ვიტამინით, რომელიც შეუცვლელია ძვლებისთვის.

ნუში - მდიდარია E ვიტამინით. მისი რეგულარულად მიღება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასახსრე ჩანთაზე. განამტკიცებს მას, აუმჯობესებს მყესების ტროფიკასა და ფუნქციას. ვიტამინი E იცავს სახსარს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან. თუ ადამიანს ნუშზე ალერგია აღენიშნება, შეუძლია ის მზესუმზირით ან მიწის თხილით (არაქისით) ჩაანაცვლოს.

ვაშლი - ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. მოგეხსენებათ, კოლაგენი სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის შემადგენელი ძირითადი ნაწილია. ართრიტის დროს სწორედ კოლაგენის დაშლა-ღრვევა მიმდინარეობს. მისი მარაგის შესავსებად აუცილებელია ყოვედღიურად შესაბამისი პროდუქტების, მათ შორის ვაშლის მიღება. ვაშლში კოლაგენი არ არის, სამაგიეროდ დიდი რაოდენობითაა კვერცეტინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში. იმისათვის, რომ ეს სასარგებლო კომპონენტი სრული მოცულობითა და მთელი სრულფასოვნებით მოხვდეს ორგანიზმში, კანგაუცლელი და თერმულად დაუმუშავებელი ვაშლი უნდა მიირთვათ.

შავი ლობიო - სხვა პარკოსნებისგან განსხვავებით უხვად შეიცავს COX -2 ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია სახსრებში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩაცხრობაზე. გარდა ამისა, სწორედ ლობიოს დასახელებული ჯიში შეიცავს დიდი რაოდენობით იმ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არ აძლევენ მავნე რადიკალებს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რღვევის საშუალებას.

ფოთლოვანი კომბოსტო - ძვლებისათვის აუცილებელი კალციუმით არის მდიდარი. ბევრს ჰგონია, რომ კალციუმის შესათვისებლად მხოლოდ რძე და ხაჭო უნდა მიირთვას. სინამდვილეში საკვებ რაციონში კომბოსტროს რეგულარულად ჩართვა ასევე ავსებს ორგანიზმს აღნიშნული ელემეტით. გარდა ამისა, ორგანიზმი მარაგდება სპილენძით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის ფორმირებისათვის და მანგანუმით, რომელიც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენისათვის საჭირო ფერმენტების გამომუშავებას.

ბროკოლი - განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვნებისთვის. მათ ხომ სისხლში დაქვეითებული აქვთ სულფორაფანის (სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელ რადიკალებთან მებრძოლი ნივთიერება) დონე. ისიც საყურადღებოა, რომ ბროკოლი ადამიანის ორგანიზმს ავსებს კალციუმით, A და C ვიტამინებით.

თინათინ გოცაძე