რევმატოიდული ართრიტი: სიმპტომები, მკურნალობა და პროგნოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული ართრიტი: სიმპტომები, მკურნალობა და პროგნოზი

მისი განვითარების რისკფაქტორებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი რევმატოლოგი ნანა თავართქილაძე.

- რა არის რევმატოიდული ართრიტი?

- რევმატოიდული ართრიტი დაუდგენელი ეტიოლოგიის აუტოიმუნური რევმატული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქრონიკული ეროზიული ართრიტის (სინოვიტის) განვითარება და შინაგანი ორგანოების სისტემური დაზიანება.

- რომელი ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების რისკს?

- არსებობს მოსაზრება სხვადასხვა ეტიოლოგიური ფაქტორის თაობაზე (ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით, მიკოპლაზმით, ანაერობული ნაწლავური ფლორით, ვირუსებით პროვოცირების მექანიზმები), თუმცა დღემდე არც ერთი ჰიპოთეზა სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ.

- ვის უფრო მეტად ემუქრება ეს დაავადება და რა ასაკში?

- რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიოს მოსახლეობის 0.5-2%. ამასთან, ქალები 4-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

- როგორია რევმატოიდული ართრიტის კლინიკური ნიშნები?

- სახსრების დაზიანება რევმატოიდული ართრიტის მთავარი კლინიკური გამოხატულებაა. სახსროვან სინდრომს ახასიათებს თავისებურებათა წყება:

  • სახსრების მრავალრიცხოვანი დაზიანება (პროცესში შესაძლოა ყველა სახსარი იყოს ჩართული);
  • სიმეტრიულობა;
  • პროგრესირებადი მიმდინარეობა;
  • რეციდივისკენ მიდრეკილება;
  • დაავადების დაწყება მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრებიდან.

სახსრების რევმატოიდული დაზიანება ხშირად ვლინდება ანთებითი ხასიათის ტკივილით, შესივებითა და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვით.

სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების დაზიანება მთავარ როლს ასრულებს მტევნების ძლიერ დეფორმაციაში (ე.წ. მტევანი ლორნეტით და სხვა), თუმცა პროცესი შესაძლოა სხვა სახსრების დაზიანებითაც წარიმართოს - მუხლის სახსრების ბეიკერის ცისტის განვითარებით, გავა-თეძოს შესახსრების დაზიანების საკროილიიტის სახით და ა. შ.

სისტემური ანუ არასახსროვანი ცვლილებებიდან დამახასიათებელია:

  • რევმატოიდული კვანძების გაჩენა წინამხრებზე, იდაყვებსა და მტევნებზე. მათი არსებობა დილის შებოჭილობასთან ერთად რევმატოიდული ართრიტის უტყუარ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმადაა მიჩნეული;
  • ფილტვების რევმატოიდული დაზიანება - დიფუზურ-ფიბროზული ალვეოლიტი;
  • თვალების დაზიანება - სკლეროკერატიტი და მშრალი კერატოკონიუნქტივიტი.

- რომელი სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება დაავადების დასადგენად?

- რევმატოიდულ ართრიტს სპეციფიკური ლაბორატორიული ნიშნები არ ახასიათებს:

  • იმატებს მწვავე ფაზის ყველა მაჩვენებელი, ედსი, ჩ-რეაქტიული ცილა, ფიბრინოგენი და სხვა;
  • რევმატოიდული ფაქტორი ვლინდება დაავადებულთა 80%-თან და ამას განსაზღვრული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა ენიჭება.
  • ყველა პაციენტს რევმატოიდულ ართრიტზე ეჭვის მიტანისთანავე უნდა ჩაუტარდეს მტევნებისა და ტერფების რენტგენოგრაფია ძვლის კორტიკული შრის დეფექტის - ეროზიის დასადგენად, ხოლო შორს წასულ სტადიებში - დესტრუქციული ცვლილებების, ქვეამოვარდნილობების, ამოვარდნილობების, ოსტეოპოროზული უბნებისა და სხვა დეფორმაციების აღმოსაჩენად.
  • საჭიროა აგრეთვე ავადმყოფის ფუნქციური აქტიურობის შეფასება მისი პროფესიული შრომისა და თვითმომსახურების უნარის მიხედვით: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციური უკმარისობა შეესაბამება 0, 1, 2, 3, 4 ფუნქციური კლასის სტატუსს. იმუნოლოგიური კვლევა გულისხმობს ANთI ჩჩP (ანტი სი-სი-პი) ანტისხეულების და ANთI MჩV (ანტი ემ-სი-ვი) ანტისხეულების კვლევას, რომლებიც უფრო სპეციფიკურ მარკერებად მიიჩნევა.

- რას გულისხმობს მკურნალობა და რა მიზანი აქვს სარეაბილიტაციო თერაპიას?

- თერაპიის მიზანია:

  • ართრიტის სიმპტომებისა და არასახსროვან (სისტემურ) გამოხატულებათა შემცირება;
  • დესტრუქციის - სახსრების დეფორმაციისა და ფუნქციური უკმარისობის - თავიდან აცილება;
  • ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესება;
  • რემისიის უზრუნველყოფა;
  • სიცოცხლის გახანგრძლივება.

ეტაპობრივი მკურნალობის სისტემა ითვალისწინებს:

  • ხანგრძლივ კომპლექსურ ანთების საწინააღმდეგო და ბაზისურ თერაპიას სახსრებზე ადგილობრივად მოქმედი სამკურნალო საშუალებების ჩართვით;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისა და სტეროიდული პრეპარატების გამოყენებას დაავადების მიმდინარეობის ხასიათის, აქტიურობის ხარისხის, სტადიისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით;
  • ანთების საწინააღმდეგო ბაზისური პრეპარატების (ამინოქინოლონების ჯგუფი, ოქროს პრეპარატები, ციტოსტატიკური, სინთეზური, ბიოლოგიური პრეპარატები) გამოყენებას, რომლებსაც ახასიათებს მაღალი ტოქსიკური პოტენციალი და მოითხოვს ექიმ რევმატოლოგის მიერ პროფესიულ მართვას, ასევე - პაციენტის ინფორმირებულობასა და მოტივირებას;
  • ფიზიოთერაპიულ საშუალებებს, ფონოფორეზს და სხვა (ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოიყენება აგრეთვე დიმექსიდის აპლიკაციები);
  • ქირურგიულ მკურნალობას (სინოვექტომია, ტენოსინოვექტომია, ართროდეზი, ართროპლასტიკა), რომელიც ტარდება შორს წასული სტადიების დროს.

- როგორია პროგნოზი?

- რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საშუალო მაჩვენებელზე 3 წლით ნაკლებია ქალებთან და 7 წლით ნაკლები - მამაკაცებთან.

დაავადების დაწყებიდან 20 წლის შემდეგ პაციენტების 60-90% კარგავს შრომის უნარს (ფუნქციური კლასი 3), ხოლო შემთხვევათა მესამედში საქმე სრულ ინვალიდობამდე მიდის (ფუნქციური კლასი 4).

მძიმე მიმდინარეობისას (30 სახსარზე მეტის დაზიანების შემთხვევაში) პროგნოზი ისეთივე არაკეთილსაიმედოა, როგორიც ლიმფოგრანულომატოზის, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის, ინსულტის დროს.

განსაკუთრებით არაკეთილსაიმედოა პროგნოზი რევმატოიდული ვასკულიტის (სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება) განვითარების შემთხვევაში.

სიკვდილიანობა დაკავშირებულია ისეთი თანმხლები დაავადებების განვითარებასთან, როგორებიცაა ინფექციები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ლიმფომები, ოსტეოპოროზით განპირობებული მოტეხილობები, არასტეროიდებით ინდუცირებული სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.