რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ტრავმატოლოგია
სტატისტიკურად, ზამთარში ტრავმის ძირითადი მიზეზი ბანალური სიჩქარეა. ბევრი უბრალოდ ვერ ამჩნევს თოვლით დაფარულ ყინულს, ეცემა და შავდება. შედარებით გავრცელებული ტრავმაა კიდურის მოტეხილობა, რაც იმის შედეგია, რომ დაცემისას ადამიანი ინსტინქტურად ხელს წინ სწევს და მთელი ტანით ეცემა მასზე. უხერხულად დადგმული ფეხი კი წვივის არეში ტყდება. ქალებთან ამას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ხანდაზმული ადამიანები მეტწილად სხეულის ასაკობრივი თავისებურებების - მომატებული სიმყიფის, იოგებისა და კუნთური კარკასის ნაკლები ელასტიკურობის გამო შავდებიან. მათ ხშირად აღენიშნებათ ხერხემლისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ხანდაზმულ ასაკში მცირე ტრავმამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს. ასიდან 95 შემთხვევაში დაშავებული ქალია. ზოგიერთი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის შეცვლით ზამთრის ტრავმების თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ გარეგან ფაქტორებზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება, შინაგანი ფაქტორების შეცვლა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. საკმარისია, დავიცვათ უსაფრთხო ცხოვრებისა და საგზაო მოძრაობის წესები.
"ზამთარში ტრავმები მართლაც ხშირდება, რაც გზების მოყინვით არის გამოწვეული. მათი რიცხვი იმატებს როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს შორის. პაციენტების მომართვიანობა ამ პერიოდში წლის მშრალ პერიოდთან შედარებით 4-5-ჯერ იზრდება", - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის, ამჟამად - თბილისის ტავატოლოგიური კლინიკის შპს "ტრავმატოლოგის" ექიმმა ტრავმატოლოგმა ნუგზარ იარაჯულმა. - თითქმის ოცი წელია, ამ კლინიკაში ვმუშაობ და უამრავი ტრავმისა და მოტეხილობის მომსწრე ვარ. ტრავმა ოდითგანვე ხშირი იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად მიიწევს წინ ტექნიკა თუ მრეწველობა, მით უფრო იმატებს ტრავმების რიცხვი.
5 წლის წინ წავიქეცი, მუხლებზე დავვარდი. ექიმთან არ ვყოფილვარ, რადგან ტკივილებმა რამდენიმე დღეში გამიარა. მას შემდეგ ამინდის ცვლილებისას ერთი მუხლი მტეხს, ხოლო მეორე მუხლის ქვემოთ, უფრო სწორად, ქვემოთ და ოდნავ გვერდით, გამიჩნდა რბილი ამონაბერი. ტკივილით არ მტკივა, მაგრამ მაინც ვწუხვარ. ვის მივმართო? რაც შეეხება კითხვაში აღნიშნულ ტრავმის შემდგომ უმტკივნეულო გამობერილობას - ეს შეიძლება ეგრეთ წოდებული ჰიგრომა (სასახსრე პარკის ქრონიკული ანთების შედეგად განვითარებული სიმსივნისებრი წარმონაქმნი) იყოს. სიტყვა "სიმსივნისებრი" ნუ შეგაშინებთ - ასე უწოდებენ ექიმები ყოველგვარ გამობერილობას, შესივებას. ასეა თუ ისე, კარგი იქნება, ახლა მაინც თუ მიაკითხავთ ექიმს (ორთოპედს), რომელიც მუხლის ექოსკოპიასთან ერთად სხვა საჭირო გამოკვლევებსაც ჩაგიტარებთ და აუცილებელ რჩევა-დარიგებას მოგცემთ.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 2 - დან
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.