კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება
კატეგორია - ბავშვის კვება
commerce
23-05-2018
გამარჯობა. ჩემი ორი თვის შვილი ბუნებრივ კვებაზეა,მაგრამ თავიდანვე და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს მგონია, რომ რძე შემიმცირდა და არ ყოფნის. ხანდახან ისეცაა, რომ ზარმაცობს და ცოტას გამოწოვს და მიმაგრდება მერე.თვითონ რძე ცხიმიანია ჩემი აზრით. ტირილით არ ტირის და ძილითაც ძინავს, მაგრამ არც მკერდი მიმაგრდება, თითქმის სულ მოშვებული მაქვს და ჭამის მერე გამოწურვის დროსაც ცოტა გამოდის ძალიან. ვსვამ გალეგადეპს და რძის სხვა მომყვანებს, მაგრამ მაინც არ მაქვს ბევრი. ღამით ვაჭმევ მაქსიმუმ სამჯერ, დღის განმავლობაში საშუალოდ ორ საათში ერთხელ, როცა ითხოვს, თუმცა შეიძლება სამი-ოთხი საათიც ეძინოს. მატება კარგი აქვს-წინა თვეში კილოგრამი და ეხლა 800 გრამი. თან იდაყვები და ხელის მტევნებზე სახსრის თავები გამიშავდა და მითხრეს, ჰორმონალური დარღვევების ბრალიაო. არის თუ არა კავშირში ეს ორი და ორივე პრობლემის მოგვარებისთვის ვის უნდა მივმართო? ძალიან ვნერვიულობ განსაკუთრებით რძის გამო და იქნებ დამეხმაროთ. გმადლობთ წინასწარ
პასუხი
იმის შესახებ ჰყოფნის თუ არა ბავშვს რძე შეიძლება ვიმსჯელოთ შემდეგი ნიშნებით: . კვების შემდეგ ბავშვი კმაყოფილია, ხშირად იძინებს; . აქვს რეგულარული კუჭის მოქმედება, ზოგჯერ – ყოველი კვების შემდეგაც; . იმატებს კვირაში საშუალოდ 125-150 გრამს; . შარდავს დღე-ღამეში 6-8-ჯერ მაინც. თქვენი მონაყოლიდან საფიქრებელია, რომ ბავშვს რძე ყოფნის, ეცადეთ დამშვიდდეთ, დაისვენოთ, იკვებეთ სრულფასოვნად (მიიღეთ ხორცი -საქონლის ,ქათმის, რძის პროდუქტები, სითხე დიდი რაოდენობით) და გაუგრძელეთ ბავშვს აქტიურად ძუძუთი კვება. თუ მაინც ფიქრობთ, რომ ბავშვს საკვები არ ყოფნის თვითნებურად ნუ შეარჩევთ დამატებას, აუცილებლად შეათანხმეთ დამატების შერჩევის საკითხი პედიატრთან.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად