კითხვა-პასუხი - ტრავმატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ტრავმატოლოგია
კატეგორია - ტრავმატოლოგია
commerce
23-06-2018
მოგესალმებით, ორი დღის წინ რამდენიმე წუთით ხელში მეჭირა წიგნების მძიმეშეკვრა, რომელიც თოკით (ე.წ. კანაფით) იყო შეკრული. იმის მერე საჩვენებელი თითის ბალიში მაქვს დაბუჟებული. თითი არც დასიებული მაქვს და არც ვიზუალურად არის შეცვლილი. მგრძნობელობა თითის ზედა ნაწილში შემცირებული მაქვს, გამომდინარე იქიდან რომ ხელის დადებაზე ან თითით რაიმეს შეხებაზე დაბუჟების შეგრძნება მაქვს. სურათზე მითითებულ ადგილზე თითის დაჭერის დროს ვგრძნობ ძარღვს და როცა ამ ძარღვზე ოდნავ მივაჭერ დენის გავლასავით უფრო მეტი დაბუჟების შეგრძნება მიჩნდება წამიერად.შეიძლება იყოს რამე სერიოზული დაზიანება და აუცილებელია ექიმთან მისვლა? თუ შეიძლება რაიმე გამოვიყენო სამკურნალოდ ან უბრალოდ თავისით გაივლის?პასუხისთვის წინასწარ მადლობა.
პასუხი
- სავარაუდოდ ტრავმის შედეგად მოხდა მყესის შეშუპება და ნერვის დაჭიმვა. ზოგადად ასეთი პროცესები უკუშექცევადია და გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი გაივლის. შეგიძლიათ მიიღოთ B კომპლექსი, თითო აბი 3-ჯერ დღეში, მოერიდეთ ხელახალ ტრავმას. თუ დაბუჟება თანდათანობით არ შესუსტდება და არ გაივლის, მაშინ ნევროლოგს უნდა მიმართოთ. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს