რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
27-01-2013
-გამარჯობათ ჩემი შვილი არის 4წლის და 8 თვის აწუხებს შეკრულობა ბევრი რამ ვცადე მაგრამ უშედეგოდ მირჩიეს რომ დავალევინო ბაობაბ ლაიფი , თკვენ რას მირჩევთ და ამ ასაკში თუ შეიძლება მისი მიღება.
პასუხი
- გაწვდით იმ ინფორმაციას რაც გაგავაჩნია ამ პრეპარატის შესახებ: არსებული ანოტაციის თანახმად Baobab Life არის კვებითი პროდუქტი, რომლის ძირითადი შემადგენლობა არის „ბაობაბის ნაყოფი“, ბაობაბის მოხმარებაზე ევროპელებისთვის ლიცენზია გაიცა 2008 წელს და ამერიკელებისთვის 2009 წელს. ეს ხე გახლავთ ანტიოქსიდანტები ნაყოფსა და ფოთლებში, ინულინი, C–ვიტამინი, Ca–ი, Mg–ი და სხვა. ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა პრობლემებს, დიაბეტს და ამცირებს ზოგიერთ სიმსივნურ დაავადების წარმოქმნას, კერძოდ;
სწორ ნაწლავში ინულინის ხარჯზე ხდება აღდგენა და გაჯანსაღება ნაწლავური ფლორისა, დიზბაქტერიოზის პროფილაქტიკა და საკვების მონელების გაუმჯობესება. დეტოქსიფიკაცია – ნაწლავების მთლიანი გაწმენდა, რის ხარჯზედაც ხდება მთელი ორგანიზმის ფილტრაცია, უმჯობესდება ორგანიზმში შეწოვა იმ აუცილებელი ელემენტებისა, როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები Ca–ი, Mg–ი და სხვა. შედეგად მცირდება ოსტეოპოროზის რისკი. ბაობაბის ნაყოფის რბილობის ბოჭკოები არეგულირებენ ნაწლავის მოქმედებას. ბუნებრივი შეზღუდვების საშუალებით ქვეითდება მადა და შესაბამისად ადამიანი იკლებს წონაში. ხდება იმუნიტეტის ინტენსიური გაძლიერება. იზრდება ორგანიზმის ტონუსი. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების რეგულარული გამოყოფით და მოლეკულის დონეზე გაწმენდით სხეული ახალგაზრდავდება 15–20 წლით.
პროდუქტი დღეს წარმოდგენილია ფხვნილის სახით და ეწოდება "Baobab Life" (ბაობაბის სიცოცხლე). ის ვრცელდება ქსელური მარკეტინგის კომპანიის მიერ. სამეცნიერო შრომები და სერიოზული კვლევები პრეპარატის ეფექტურობის თაობაზე არ მოიპოვება. ამიტო არ შეგვიძლია გირჩიოთ  მისი გამოყენება.
რაც შეეხება ყაბზობას, გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს, გააკეთოთ განავლის საერთო ანალიზი, განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (დისბაქტერიოზზე) და განავალი ჰელმინთებზე. ბავშვის კვების რაციონში უნდა შედიოდეს ხილი და ბოსტნეული (ყაბაყი, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო).
ყოველდღიურად მიაღებინეთ მაწონი და იოგურტი, შავი ქლიავის, გარგრის ჩირის კომპოტი, მწვანილი (ოხრახუში – ცოცხლად), წვნიანი საკვები, დაღერღილი ხორბლის ფაფა.  არ არის რეკომენდირებული ცხიმიანი საკვები, ცხიმიანი ხორცის ნახარშები, მანის ფაფა, მაკარონი, კისელი, კომში, ხურმა.
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესიც ხელს უწყობს ხოლმე ამ პრობლემის მოუგვარებლობას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.