რუბრიკები
კითხვა–პასუხი - რჩევები
29-01-2013
-მაინტერესებს მიკოპლაზმა უფრო მძიმე დაავადებაა თუ ტრიხომოლი? რომელი უფრო ადვილად განკურნებადია? წინასწარ გიხდით მადლობას.
-თქვენ ალბათ ტრიქომონიაზს გულისხმობთ. ორივე სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება. ტრიქომონიაზი თითქმის არასდროს მიმდინარეობს  ცალკე, იგი ყოველთვის შეუღლებულია რომელიმე სხვა ინფექციასთან, ამიტომ მისი მკურნალობა დამოკიდებულია თანდართულ ინფექციათა სიმძიმესა და მკურნალობის ვადებზე. რაც შეეხება მიკოპლაზმას მას შეუძლია გამოიწვიოს ურეთრიტი, გარდნერელოზი, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთება, პიელონეფრიტი, ამიტომ მიკოპლაზმოზის მკურნალობა აღნიშნულ პათოლოგიათა თერაპიასაც ითვალისწინებს, რომელიც განსხვავებულ ვადებში ხორციელდება,  ამიტომ ცალსახად თქმა იმისა, რომელი უფრო ადვილად განსაკურნებელია, ტრიქომონიაზი თუ მიკოპლაზმოზი _ არ შეიძლება..

კატეგორია - რჩევები
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები
ბოლო კომენტარები
24-09-2016
მოგესალმებით, სასქესო ორგანოზე გადმომაყარა თავიდან არცტუისე პატარა გამონაყარმა, ნუარმივაქციე ყურადგება და დამეწყო საშინელი ქავილი, ქავილმა გააღიზიანა სავარაუდოდ ეს გამონაყარი და იქცა უკვე მუწუკებად, და შეგიძლიათ მირჩიოთ რავუშველო ? საშინელი დისკომფორტი მა