რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - კანი, კუნთები, ძვლები
02-08-2013
-ჩემს შვილს 15 წლის ასაკში ექიმმა დაუდგინა კვანძოვანი ერითემა,გამოკვლევებით მიზეზი არ დადგინდა და სავარაუდოდ ალერგიულ ფონს დააბრალეს. ახლა ის 20 წლისაა,და კვანძოვანი ერითემა გაუმეორდა, წვივზე ისევ გამოუვიდა ჯერ ერთი, შემდეგ კიდევ ერთი კანქვეშა ცხიმოვან შრესა და ფასციას შორის მცირე ზომის სითხოვანი ჩანართი 12*3მმ კანიდან 4.5მმ სიღრმეზე.ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა 38.5 სიცხე და ტკივილი ზურგის არეში, ექიმმა გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი. მეტი ტკივილები არანაირი არ ჰქონია, უბრალოდ გადავამოწმეთ სისხლის საერთო ანალიზი, აღმოჩნდა როე იყო 60, ცე რეაქტიული 0.93. რევმატოლოგის დანიშნული სპეციფიკური ანალიზები ნორმაშია მაგრამ დაუნიშნა არკოქსია 1თვის განმავლობაში დღეში ერთხელ როეს დასაწევად და ალგესტინის გელი,ფილტვებიც რენტგენოგრაფიით სუფთა აქვს, ოტოლარინგოლოგმა დაუდგინა ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტი და დაუნიშნა პროფაგი და ტრახისანის სავლები. 10 დღის შემდეგ გავიმეორეთ სისხლის ანალიზი-როე 42 აქვს. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, შეიძლება მხოლოდ ყელის გამო ჰქონდეს როე ასეთი მაღალი? გლანდების ოპერაცია გამოსავალია? რა კვლევები ჩავუტარო კიდევ?
პასუხი
-ტონზილიტისთვის დამახასიათებელია ედს-ის მაჩვენებლის ამგვარი მატება.  აუცილებელია მკურნალობა მიიყვანოთ ბოლომდე და რამდენიმე დღეში კვლავ გადაამოწმოთ სისხლში ედს-ის მაჩვენებელი. რადგან ტონზილიტი დეკომპენსირებულია,  მოზარდი საჭიროებს ოპერაციას, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ მანიპულაციასაც  პროცესის გამწვავების ჩაქრობის შემდგომ დაგეგმავთ. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.