რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - გასტროენტეროლოგია
06-01-2014
-ვარ 22 წლის,4 წელია უკვე ვმკურნალობ შეკრულობაზე და დღემდე ვერ მივიწესრიგე,რა არ დამინიშნა ექიმმა,რა წამალი და რა სახის საკვები..როდესაც მედიკამენტებს ვიღებ იმ პერიოდში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, თავის დანებება და ისევ შეკრულობის დაწყება ერთია..დიაგნოზი ასე მაქვს რომ,სწორი ნაწლავი არის ცოტათი დეფორმირებული და პერისტალტიკას აძნელებს რაც შემდეგ შეკრულობას იწვევსო..თუმცა მესტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე აუცილებლად მაქვს სერიოზული შეკრულობა, როდესაც დამეწყება იმ დღეს თავისით წესრიგდება და დამთავრებამდე მოწესრიგებულია,დამთავრების შემდეგ ისევ მეწყება შეკრულობა.. რატომ არის ასე თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ,რა კავშირშია ციკლი შეკრულობასთან? და რა შემიძლია გავაკეთო ამის თავიდან ასაცილებლად? და თუ შეგიძლიათ მითხრათ პერისტალტიკის გამაძლიერებელი რაიმე საშუალება..კითხვაზე პასუხის გაცემის დიდი იმედი მაქვს,მადლობთ წინასწარ
პასუხი
-ციკლის დაწყებამდე მატულობს ესტროგენების დონე, რაც ასტიმულირებს გლოვკუნოვანი ქსოვილების და მათ შორის ნაწლავების პერისტალტიკას;
-    რაც შეეხება თქვენს დანიშნულებას, სამწუხაროდ ჩვენ ონლაინ რეჟიმში დანიშნულებას ვერ მოგცემთ; ისევ მიმართეთ გასტროენტეროლოგს.    

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
15 დეკემბერი 2016
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.
08 თებერვალი 2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ჰოლივუდის ასაკოვანმა ვარსკვლავებმა ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დაიწყეს. საუკეთესო ექიმებმა კი მიაგნეს „სასწაულმოქმედ საშუალებას“ - „სილამაზის ჩხვლეტას“. პირველი წარმატებული ჩხვლეტის შემდეგ ბოტოქსის ინექცია ჰოლივუდის გასართობადაც კი იქცა. სადღეისოდ ეს პროცედურა უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია.

მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.