რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - ჰეპატოლოგია
კატეგორია - ჰეპატოლოგია
29-11-2010
- გავიკეთე მუცლისღრუს ექოსკოპია, ყველაფერი ნორმაა. ექიმმა მითხრა, რომ მაქვს ელენთაში ერთეული კალციფიკატი. მაინტერესებს, რამდენად საშიშია, რადგანაც არ ვიცი კალციფიკატის მნიშვნელობა და საერთოდ საჭიროა თუ არა მივიდე ექიმთან? წინა შეკითხვის პასუხისთვის უღრმესი მადლობა.
პასუხი
- თუ ექოსკოპია უბრალოდ გაიკეთეთ და არავითარი ჩივილები არ გქონდათ, რასაკვირველია ექიმთან ვიზიტი არ არის საჭირო. თუ ექოსკოპია რაიმე ჩივილების გამო ჩაიტარეთ, მოგვწერეთ რა გაწუხებთ, რათა სათანადო რჩევა მოგცეთ. რაც შეეხება ელენთაში კალციფიკატებს, მათ არავითარი სადიაგნოზო მნიშვნელობა არა აქვთ. ელენთა არის ერთ-ერთი ის ორგანო, რომელიც რეაგირებს ნებისმიერ ინფექციაზე. როგორც ჩანს, თქვენ ადრე (შეიძლება შორეულ ბავშვობაშიც კი) გქონდათ რაიმე ინფექცია, რამაც განაპირობა ასეთი კალცინატის ფორმირება. მას არ სჭირდება არც მკურნალობა და არც ექიმთან ვიზიტი.
კომენტარები
17 აპრილი 2015 14:48
მოგესალმებით! ორი დღეა მაწუხებს წელის არეში ტკივილი, კისრის დახრისას თითქოს დენს მირტყამს. გარდა ამისა მაქვს ელენთის ადგილას არასასიამოვნო შეგრძნებები. მე ვუკავშირებ მარხვის შემდგომ სხვადასხვა პროდუქტებით ორგანიზმის გადატვირთვას. სრული სურათისთვის მოგახსენებთ რომ ნაღვლის ბუშტი ამოჭრილი მაქვს, ოსტეოქონდროზიც მაწუხებს, წამლებმა და მალამომ ამ ეტაპზე შვება არ მომცა. რა შეიძლება იყოს ტკივილის გამომწვევი და რით გავიჩერო ეს ტკივილები იქნებ მირჩიოთ. სამშაბათს მაქვს ვიზიტი პირად ექიმთან, მანამდე თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
"ძალ­იან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში პაციენტის თანამონაწ­ილეობა. ეს წიგნი სწორედ ამას გასწავლით...
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.