რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - ენდოკრინოლოგია
კატეგორია - ენდოკრინოლოგია
07-01-2011
1. რა არის ჰორმონალური დარღვევა და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს იგი? 2. რომელი მაჩვენებელი უნდა იყოს ნორმის ფარგლებს გარეთ, რომ დადგინდეს ჰორმონალური დარღვევა? 3. ჰორმონალური დარღვევების დასადგენად რა სახის ანალიზები უნდა გაკეთდეს?
პასუხი
- ჰორმონული დარღვევა ძალიან ფართო მცნებაა, ის აერთიანებს ფაქტიურად ნებისმიერ ჰორმონულ ცვლილებას, ადამიანის ორგანიზმში კი მრავალი ენდოკრინული ჯირკვალი და მათ მიერ პროდუცირებული ჰორმონია. ყველა მათგანის პათოლოგიას თავისი სიმპტომატიკა აქვს, ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტიკის მიზნით კვლევები ტარდება იმის მიხედვით, თუ რა სახის ჩივილები აქვს პაციენტს. თუ არ შეწუხდებით, კონკრეტულად მოგვწერეთ, რა გაწუხებთ, რათა გაგცეთ ზუსტი პასუხი.
კომენტარები
18 ივნისი 2016 09:03
o8wDaR srsmtfdbxnbg, [url=http://qokcilfodiay.com/]qokcilfodiay[/url], [link=http://wzftimnjdfek.com/]wzftimnjdfek[/link], http://posxobbpgqfl.com/
30 იანვარი 2016 22:49
მოგესალმებით...ვარ 19 წლის და თმის ცვენის პრობლემა მაქ ასევე ყელის მიდამოებსჰი და ხელებზე ოდნავ გამიხსჰირდა თმა და შეიძლება ეს ჰორმონალური დარღვევა იყოს?? და შეიძლება თუ არა სახლის პირობებში მკურნალობა? მადლობა წინასწარ
09 იანვარი 2016 20:09
გამარჯობა , 14 წლიდან მაქვს ჰორმონალური დარღვევები ციკლი შეიძლება 2 თვეში ერთხელ მომივიდეს , მაინტერესებს რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და შეიძლება თუ არა რომ დავორსულდე ?
03 ივნისი 2015 13:44
გამარჯობა, ვარ 29 წლის, 175 სმ. ზაფხულსი ვიყავი 78 კგ, ეხლა ვარ 92. თუმცა კვირასი 5 ჯერ აქტიურად ვვარჯიშობ და სწორად ვიკვებები (რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არის), წონას ვიკლებ ძალუან ნელა, თუმცა ვიმატებ საოცარი სისწრაფით. რა სახის დარღვევა შეიძლება მქონდეს?
04 მარტი 2015 15:43
დარღვევევები 14 წლიდან,დღეს 21 ვარ,სამი წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ მყავს.ექიმებმა მითხრეს ოპერაცია არ გჭირდებაო წამლებით გაიწოვსო.მაქვს პოლიკისტოზი.ეს ხუთი თვეა ყველაფერი წესრიგში მაქვს დამეწყო ტკივილები და მესტრუაციული ციკლი ჩვეულებრივად მქონდა მაგრამ ისევ გადამაცილა უკვე კვირა და სამი დღეა.შეიძლება რომ ორსულად ვიყო?მაქვს ხერხემლის ტკივილი,მკერდის გამეზარდა და საგრძნობლად მტკივა,ასევე ბაზალური ტემპერატურა მაქვს 37.ასევე სუსტად ვგრძნობ თავს.შიგადაშიგ სიცხეც მაქვს 37,3 და მერე თავისით იწევს.ტესტი გავიკეთე ოთხი დღის წინ და არ მიჩვენა.შესაძლებელია რომ ორსულად ვიყო?თუ ისევ დამერღვა ყველაფერი?ერთი თვეა წამლები შევწყვიტე და იქნებ ამის ბრალია გთხოვთ პასუხი გამაგებინეთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.