რუბრიკები
კითხვა–პასუხი - რჩევები
20-05-2011
- ძალიან გთხოვთ მალე მომწერეთ პასაუხი. ვარ წლინახევრის გათხოვილი ბავში არ მყავს, მიმასწავლეს ქალბატონთან რომელიც ამზადებს წამალს მცენარეებისაგან და ჭაჭის არაყისგან სხვა ინგრედიენტები არ ვიცი ქალბატონმა მითხრა რომ არ უნდა იყო საოპერაციო რამეზე და მეუღლეს არ უნდა ქონდეს ძალიან დაბალი სპერმის პროცენტობა 0 ან მსგავსი.სხვა შემთხვევაში ხშირად წარმატებით სრულდება პროცესი. მეუღლეს სპერმის ანალიზი ნორმაში აქვს უროლოგმა ასე უთხრა. მე ციკლი მაქვს დარღვეული რაც გავთხოვდი ჰორმონები მქონდა ცოტათი მომატებული და ვიმკურნალე მაგრამ ამ თვეში კიდე არ მომსვლია ანუ ამერია კიდევ. ასევე ფოლიკულა არ მისკდება მგონი. თუ გსმენიათ მსგავს მკურნელობაზე და რამდენად საიმედოა? უარეს შედეგს ხომ არ მივიგებ? რას მირჩევთ? მკურნალობა არ არის დაკავშირებული ხარჯებთასნ მინიმალურია.უნდა დალიოთ ორივემო. რას მირჩევთ 1 თვეში ვაპირებთ მისვლას.დედაჩემმა მითხრა ამ ქალბატონზე. მეუღლეც თანახმაა.


- თუ ჩვენი აზრი გაინტერესებთ, მიმართეთ ექიმ რეპროდუქტოლოგს, გაარკვიეთ მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები (გაურკვეველია რომელი ჰორმონები გქონდათ მომატებული) და იმკურნალეთ სათანადოდ.
კატეგორია - რჩევები
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები
ბოლო კომენტარები