რუბრიკები
კითხვა–პასუხი - დერმატოლოგია
06-06-2011
-მოგესალმებით, ფეხის ცერა თითზე (ორივე ფეხის) მაქვს სოკო, ფრჩხილს ფერი აქვს შეცვლილი (მოყვითალოა). ექიმმა დამინიშნა მიკროსპორის მალამო და ფცნ 150 კვირაში ერთხელ, დაბალი ჰემოგლობინის დროს რამე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ამ პრეპარატის მიღება? (ფცნ 150)(ჰემოგლობინი მაქვს 95 ) და თუ შეგიძლიათ დამატებით მ ირჩიოთ რამე, ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და ძალიან მაწუხებსეს პრობლემა.
-ეს პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ  ღვიძლის დაავადებების დროს, ხოლო ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ინიშნება.
ჩვენ გირჩევთ მკურნალობის დასაწყისში ფეხსაცმლის და წინდების დამუშავებას, შემდეგ დამუშავება თევში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს. კერძოდ,  ფეხსაცმელი უნდა გაიწმინდოს ფორმიდრონის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით და 24 საათით მოთავსდეს ცელოფანში, ამის შემდეგ გაანიავეთ სუნის გაქრობამდე.
კატეგორია - დერმატოლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები