რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - რჩევები
კატეგორია - რჩევები
13-06-2011
- გამარჯობათ.მყავს დედა 58 წლის .დაახლოებით 5 თვის წინ დაეწყო მშრალი ხველება,რომელიც დღემდე ვერ მოირჩინა.ექიმმა ვიზიტის შემდეგ დაუნიშნა ნოშპა, ეუფილინი, ალერტეკი, ალთე,ბრომგექსინი და ანტიბიოტიკი ამოქსიკლავი .მკურნალობის პერიოდში მხოლოდ მცირედით შეუმცირდა ხველის სიხშირე.ხოლო შემდეგ ისევ ისე დაეწყო.მხოლოდ მენთოლიანი კანფეტი და წყალი უხსნის ცოტა ხნით ხველას და შემდეგ კი ისევ ისე ძლიერ ეწყება შეტევა. ხანდახან შესაძლოა რამოდენიმე საათი საერთოდ არ დაახველოს. ძალიან გთხოვთ იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ რამე.ექიმთან წასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
პასუხი

- ხველა საგულისხმო სიმპტომია და არ შეიძლება მისი უყურადღებოდ დატოვება. პირველ რიგში პაციენტი უნდა ნახოს ფტიზიატრმა ან პულმონოლოგმა და უნდა გამოირიცხოს სასუნთქი გზების დაავადება. თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ამ ასაკის ადამიანებში საკმაოდ ხშირად გვხვდება ხველა , რომელიც სულაც არ არის გამოწვეული სასაუნთქი გზების დაავადებით და წნევის დამწევი ზოგიერთი პრეპარატის მიღებას უკავშირდება. ასეთი პრეპარატებია ე.წ. აგფ ინჰიბიტორები, რომელთაც განეკუთვნება მაგალითად ენაპი, ანაპ H, ენალაპრილი, ამპრილანი, ბერლიპრილი და სხვა. თუ დედათქვენი ამ ჯგუფის რომელიმე პრეპარატს იღებს, რამდენიმე დღით უნდა შეწყვიტოს მისი მიღება და ჩაანაცვლოს სხვა პრეპარატით (ექიმთან შეთანხმებით). თუ ხველა მოიხსნა, მისი მიზეზიც აშკარაა. ასეთ შემთხვევაში აგფ-ინჰიბიტორებზე უარის თქმა მოგვიწევს.

 

კომენტარები
21 ოქტომბერი 2016 00:08
u7lhAE umapaqevhqkk, [url=http://eccrqfjzduan.com/]eccrqfjzduan[/url], [link=http://zgwsthznlmlt.com/]zgwsthznlmlt[/link], http://lvdhnrozabrp.com/
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მითი №1. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
17 ოქტომბერი 2016
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია. ფაფაში ცოტაა ცხიმი, ბევრია მინერალური ნივთიერება, უჯრედისი
05 სექტემბერი 2016
ნივთები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გახეხოთ

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.