რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ორსულობა
კატეგორია - ორსულობა
03-07-2011

-სამეანო ულტრაბგერითი კვლევა თარიღი: 20.04.11 ბოლო მენსტრუალური ციკლი - 12.10.10. საშვილოსნოს ღრუში ერთი ცოცხალი ნაყოფია თავით წინამდებარეობით. ფეტომეტრია: ბიპარიეტალური ზომა (BPD)-63მმ ზომა კეფა-შუბლის (OFD)-82მმ თავის გარშემოწერილობა (HC)-233მმ მუცლის გარშემოწერილობა (AC)-218მმ ბარძაყის ძვლის სიგრძე (FL)-49მმ ნაყოფის სავარაუდო მასა (FW)-908 გრ. პლაცენტა მდებარეობს უკანა კედელზე. პლაცენტის სისქე-27მმ. სტრუქტურა ერთგვაროვანი, სიმწიფის ხარისხი - 0. ამნიონური წყლები-შემცირებულია ზომიერად, სტრუქტურა ერთგვაროვანი. ჭიპლარი-მიმაგრება ცენტრალური. გადადებულია კისრის არეში. ნაყოფის ორგანოები-თავის ტვინის M-ექო ნორმის ფარგლებში, გვერდითი პარკუჭები დილატირებული არ არის, კიდურები სრულფასოვნად წარმოდგენილი. ხერხემლის არხი დეფორმაციის გარეშე. სახის სტრუქტურები: ტუჩები, ცხვირი ნორმის ფარგლებში. მუცლის ღრუს ორგანოები: დიაფრაგმა, ღვიძლი, კუჭი, თირკმელები, შარდის ბუშტი ულტრაბგერითი სემიოტიკით პათოლოგიის გარეშე. გული-რითმი სწორი, 146 დარტყმა/წუთში. ორსულობის ვადა გესტაციით არის 27 კვირა და 2 დღე. ოპტიმალური მშობიარობის დღე - 19.07.11 სქესი მამრობითი. არის თუ არა რაიმე დარღვევა და რას უნდა მივაქციო ყურადღება?

 

პასუხი

პასუხობს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ისანის" მეან-გინეკოლოგი

თამარ ცაავა.

- აქ მოყვანილი პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, ყურადღების იქცევს მხოლოდ წყლები. უნდა ჩაიტაროთ კვლავ ექოსკოპია 30-32 კვირაზე და ნახოთ ხომ არ არის წყლები კიდევ შემცირებული.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.