რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - სტომატოლოგია
კატეგორია - სტომატოლოგია
18-08-2011
-დროდადრო პირის ღრუში მაქვს სტომატიტი. რა წამალს მირჩევთ? ან რაიმე ხალხური მეთოდი თუ არსებობს მის მოსაშორებლად?
პასუხი

- სტომატიტი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. იგი  ხშირად წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის დაავადებების და ალერგიული მოვლენების გამოვლინებას პირის ღრუში. ამიტომ მის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ზოგად თერაპევტს ან გასტროენტეროლოგსა და ალერგოლოგს. ადგილობრივი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლისალის მალამო დაზიანებულ უბანზე წასასმელად, დღეში 4-5-ჯერ. გამწვავების პერიოდში შეზღუდეთ მლაშე, ცხარე და საკმაზიანი კერძების მიღება. ასევე ეფექტურია შაბი, დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე 5-10 წუთის მანძილზე დღეში 2-ჯერ.

ქვემოთ მოგაწვდით მცირე ინფორმაციას სტომატიტის სახეების შესახებ:

*გინგივო-სტომატიტი (ვენსანის) ცნობილია წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტის სახელით. გამომწვევი მიზეზია თითისტარისმაგვარი ჩხირები. შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით. ზოგჯერ დაავადება ვრცელდება მხოლოდ ღრძილებზე, ან გადადის ლორწოვანი გარსის სხვა უბნებზე. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, ლორწოვანი გარსის დაზიანება, პირის ღრუში მიმდინარე ქრონიკული ანთებადი პროცესები. დაავადება გვხვდება ახალგაზრდა ასაკში (17-30 წელი).

დაავადება იწყება ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით და ტკივილით ჭამის დროს. აღინიშნება სასხლდენა ღრძილებიდან. ამას ემატება საერთო სისუსტე და ცუდი სუნი პირის ღრუდან. ღრძილები შეწითლებულია და ვითარდება კატარალური ანთება. ლიმფური კვანძები გადიდებულია. ანთება გადადის ნეკროზულ ფორმაში და ვრცელდება ძვლოვან ქსოვილამდე. პროცესი გადადის ლოყის ლორწოვან გარსზე და ხახის პირზე. შეიძლება ენაც მოიცვას. წყლულოვანი ზედაპირი დაფარულია მორუხო-მომწვანო ნეკროზული აფსკით. პირიდან მყრალი სუნია. მოშლილია ღეჭვის, მეტყველების, ყლაპვის ფუნქცია. გამოხატულია ინტოქსიკაციას.  დაავადების ქრონიკულ ფორმას აქვს უფრო კეთილთვისებიანი მიდინარეობა და ზოგადი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

მკურნალობის მიზნით საჭიროა ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება და ადგილობრივი სამკურნალო ღონისძიებების გატარება. უნდა მოშორდეს ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორი (მაგალითად კბილის ქვა, ნეკროზული ქსოვილი), მოიხსნას ტკივილი, პირის ღრუ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავდეს. გარდა ამისა აუცილებელია კალორიული დიეტა, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, ფიზიოთერაპია.

-კონტაქტური ალერგია (სტომატიტი)_გამომწვევი შეიძლება იყოს მრავალი ადგილობრივად გამოსაყენებელი ნივთიერება: საბჯენი და კბილის საპროთეზო მასალა; სახეზე წასასმელად გამოყენებული ნივთიერებები, როგორიცაა ტონალური, მალამოები, პომადა და სხვა.

კონტაქტური ალერგია გამოვლინდება ალერგენის მრავალჯერადად გამოყენები დროს 3-7 დღის განმავლობაში, ზოგჯერ უფრო მოგვიანებით. ალერგენის კონტაქტის ადგილზე ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება, შეწითლება, ზოგ შემთხვევაში წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი და სისხლდენა. შეიძლება განვითარდეს წვის შეგრძნება, ეროზია, ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გემოვნების შეცვლა.

მკურნალობა ითვალისწინებს ალერგენის კონტაქტის შეწყვეტას, ანტიალერგიული ღონისძიებების გატარებას, ანთებითი პროცესის თანხლების შემთხვევაში –ანთების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას.

-რეციდიულ-აფთოზური სტომატიტი, ქრონიკული ანთებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს აფთების პერიოდული გამოყრა ლორწოვან გარსზე. გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში. გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ფიქრობენ, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის დაქვეითება. შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად ან მძიმედ.

მსუბუქი ფორმის დროს, 1 სმ ზომის მოწითალო, მომრგვალო ფორმის, მტკივნეული, მკაფიოდ შემოსაზღვრული ერთი, ან ორი ლაქა ჩნდება. რამოდენიმე საათში მისი მფარავი ეპითელი ჩამოიფცქვნება და ვითარდება ეროზია, რომელიც იფარება მონაცისფრი ნადებით. ეს აფთა, მის ქვეშ მდებარე ანთებითი პროცესის შედეგად, ოდნავ წამოწეულია ჯანმრთელი ქსოვილიდან და ძლიერ მტკივნეულია. 3-4 დღეში ნეკროზული მასა სცილდება, ხოლო მომდევნო 3-4 დღეში მთავრდება ეროზიული უბნის ეპითელიზაცია. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ავადმყოფები პირის ღრუში გრძნობენ წვას, რასაც მოჰყვება აფთის რეციდივი. აფთის ლოკალიზაციის ადგილია ლოყის, ტუჩების, ენის წინა მესამედი და გვერდითი ზედაპირი. აფთის ხელშემწყობი ფაქტორია ადგილობრივი ტრავმა, გადაღლა, სტრესი.

მძიმე ფორმის დროს დამახასიათებელია: ყოველთვიური რეციდივი; შეხორცების ვადის გახანგრძლივება; ლორწოვან გარსზე ღრმა, მტკივნეული აფთები; ლორწოვან გარსზე ერთდროულად აფთებისა და წყლულების აღმოცენება. ავადმყოფინ ზოგადი მდგომარეობა დამძიმებულია, ზოგს უყალიბდება ნევროზი.

მკურნალობა კომპლექსურია. ავადმყოფს ენიშნება იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები.

ადგილობრივად მივმართავთ პირის ღრუს სანაციას, მატრავმირებელი ფაქტორების მოხსნას და ტკივილის გაყუჩებას. ვიყენებთ შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებებს, ფიზიოთერაპიას.

-მედიკამენტოზური სტომატიტი_იგი სამკურნალო საშუალებების უკონტროლო მიღების შედეგია და ხასიათდება პირის ღრუს ლორწოვან გარსიზე ბუშტუკების, ეროზიებისა და წყლულების გაჩენით. დაზიანებული უბანი მტკივნეულია, ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა, მეტყველების ფუნქციაც კი მოშლილი აქვს.

პირველ რიგში უნდა შეწყდეს გამომწვევი მიღება, ამის შემდეგ ინიშნება: ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპერეტები, ვიტამინები, შეხორცების დამაჩქრებელი პრეპარატები.

-კატარული, ეროზიულ-წყლულოვანი სტომატიტი ვითარდება შაქრიანი დიაბეტის დამძიმების ფონზე. ამ დროს სუსტდება ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც სწრაფად გადადის ეროზიულ-წყლულოვან ფაზაში, ლორწოვანზე ვითარდება ნახეთქები, ნაპრალები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პათოლოგიური პროცესის მიდინარეობას.

გარდა ამიას, შაქრიანი დიაბეტის ფონზე ყალიბდება პირის ღრუს დისბაქტერიოზი, რაც სოკოვანი სტომატიტის განვითარებას უწყობს ხელს.

მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგთან ერთად, სტოლატოლოგი ატარებს მხოლოდ ადგილობრივ  მკურნალობას.

-სტომატიტი შეიძლება განაპირობოს ჰიპოვიტამინოზმაც.

კომენტარები
26 ოქტომბერი 2016 08:29
ხანდისხან მიჰნდება პირსჰი ტეტრი პატარა მრგვალი ზომის გამონაყარი და მაჯვენა მხარეზე მტკივა მისჰლის ნერწყვის გადაყლაპას და ჰამას ზალიან მტკივნეულია რა სჰეიზლება გავიკეტო სახლის პირობებსჰი წინასწარ გიხდიტ მადლობას
19 აგვისტო 2016 20:56
Gamarjobat drodadro michndeba stomatiti piris grushi xan tuchis shgnidan xan grdzilze xan enaze ese grdeldeba erti ori kvira mere gamivlis ragac garkveuli periodis gasvlis shemdeg tavidan iwyeba ras mirchevt? Adgilobrivi mkurnaloba ro chavitaro?
27 ივლისი 2016 22:28
გამარჯობა ძალიან გტხოვთ, იქნებ მირჩიოთ,ენის ქვეშ მარჯვენა მხარესმაქვს სტომატიტი
09 იანვარი 2016 11:05
გამარჯობა,ძალიან გთხოვთ,იქნებ მირჩიოთ,ენის ქვეშ მარცხენა მხარეს თეთრად შევნიშნე,გასიებულია ,ნახევარ მხარეს ყელამდე ტკივილი მაქვს,სოდის სავლები გავიკეთე,შაბიც გამოვივლე,თეთრად რაც იყო სისხლი წამოვიდა იმ ადგილიდან(ნიგვზიანი ვჭამე რამდენიმე დღე და ამის შემდეგ დამემართა,ნაღვლის ბუშტიც გამიღიზიანდა)ალერგიის xyzal დავიწყე,წინასწარ გიხდით მადლობას
07 იანვარი 2016 17:33
ხშირად მეწვის ენა და ღრძილები იქნებ მირჩიოთ რამე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
"ძალ­იან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში პაციენტის თანამონაწ­ილეობა. ეს წიგნი სწორედ ამას გასწავლით...
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.