რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - დერმატოლოგია
კატეგორია - დერმატოლოგია
20-09-2011
-გამარჯობათ.მყავს 16 წლის ვაჟი.აქვს ასეთი პრობლემა:სახის მიდამოებში,განსაკუთრებით ნიკაპზე და ყბებზე აქვს გამონაყარი,ჩირქიანი მუწუკები.ბავშვი ძალიან ღელავს.გთხოვთ,მირჩიოთ რაიმე.
პასუხი
-როგორც ჩანს, აკნესთან გვაქვს საქმე. აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით გაძლიერებულია ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება, ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები. არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ მათი შერჩევა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს. ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
-თქვენმა ვაჟმა უნდა  დაიცავს დიეტა - უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდროს კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.
- გამონაყარს არ ახლოს ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
- პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით. პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად.
და ბოლოს, ერთ მეტად ეფექტურ საშუალებას გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ სხნარით პრობლემური კანი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მითი №1. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
17 ოქტომბერი 2016
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია. ფაფაში ცოტაა ცხიმი, ბევრია მინერალური ნივთიერება, უჯრედისი
05 სექტემბერი 2016
ნივთები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გახეხოთ

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.