რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი
კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
26-02-2012
-ვარ 23 წლის მამაკაცი მაწუხებს ცხვირიდან ხახაში ჭარბი ჩამონადენი მთელი დღის განმავლობაში (დილაობით უფრო მეტად) ანალიზებიც ავიღე და მკურნალობაც ჩავიტარე თუმცა უშედეგოდ. რა იწვევს ამას და რას მირჩევთ იქნებ მიპასუხოთ.წინასწარ მადლობთ.
პასუხი
-ფრონტიტს ანუ შუბლის წიაღის ანთებას და შუა და უკანა ეთმოიდური უჯრედების ანთებას ახასიათებს გამონადენის გამოყოფა ცხვირხახაში. სწორედ აღნიშნული დაავადებებია ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინების შეგრძნების მიზეზი. ასეთი სეკრეტი საკმაო დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით - ღამით.
როცა ადამიანი წევს, სეკრეტის გამოყოფა ძლიერდება. სქელი სეკრეტი, რომელიც ცხვირ-ხახის უკანა კედელზე ჩამოედინება, მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხახის უკანა კედელზე ასეთი ჩამონადენის არსებობა ქრონიკული ხველის ერთ-ერთი მიზეზია.
ჩვენ არ ვიცით რა მკურნალობა და რომელ სპეციალისტთან ჩაიტარეთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში გამონადენი პათოლოგიის მანიშნებელია, ამიტომ მისი არსებობისას ექიმის (ყელ-ყურ-ცხვირის) კონსულტაცია აუცილებელია.
კომენტარები
20 ოქტომბერი 2016 21:58
8R7Evq srdwzinhvkjj, [url=http://vmqkvbkwywff.com/]vmqkvbkwywff[/url], [link=http://kmgegufjcyhf.com/]kmgegufjcyhf[/link], http://mxjssynbnrso.com/
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.