რუბრიკები
კითხვა–პასუხი - ბავშვის კვება
03-03-2012
- მყავს 6 თვინახევრის პატარა, რომლსაც აქამდე მხოლოდ ძუძუს ვაძლევდი. ახლა ბუნებრივ კვებას დავუმატე დამატებითიც. საუზმე ჰუმანას ფაფა, მერე დედის რძე, სადილი ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, პეტრუშკა და ხახვი) მერე ისევ დედის რძე, ვახშამი ისევ ჰუმანას ფაფა ან გერკულესის ფაფა და გვიან უკვე დედის რძე. კვება ყოველ 2-3 საათში ხდება. მირჩიეთ რამენად სწორედ მაქვს შერჩეული დამატებითი კვება და კვების დრო და განაწილება

- ამ ასაკში რეკომენდებულია ხუთჯერადი კვება, 4 საათიანი შუალედით, პირველი, ბოლოს წინა და ბოლო კვება უნდა იყოს რძე (ჯერ დედის, თუ საკმარისი არ არის, კვების ბოლოს დაემატება ჰუმანას რძე), მეორე კვება შეიძლება იყოს ფაფა, ხოლო მესამე - ბოსტნეული
კატეგორია - ბავშვის კვება
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები