რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - რჩევები
კატეგორია - რჩევები
06-03-2012
-მართალია რომ ამბობენ როცა ქალი იმშობიარებს ამის შემდეგ 40 დღე სისხლდენა აქვსო?გთხოვთ ამიხსენით რა ხდება ზუსტად მშობიარობის შემდეგ დღეებში.
პასუხი
-მშობიარობის შემდგომი პერიოდი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე და სრულდება მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ. მშობიარობის შემდგომ პირველ 4 საათს ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდს უწოდებენ. მშობიარობის შემდეგ პლაცენტა საგულდაგულოდ უნდა დათვალიერდეს მთლიანობის, ჰემატომების არსებობა-არარსებობის, არანორმალური მიმაგრების შესამოწმებლად.
საშვილოსნოს ყელის რუტინული დათვალიერების აუცილებლობა დამტკიცებული არ არის. მისი დათვალიერების ჩვენებაა სისხლდენა, ინსტრუმენტული მშობიარობა, სწრაფი მშობიარობა. საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზიაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედა იმყოფება გინეკოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც აკონტროლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უსინჯავს არტერიულ წნევას, პულსს, საშოდან გამონადენს, საშვილოსნოს ღრუდან ლორწოსა და სისხლის კოლტების გამოძევების პროცესის დასაჩქარებლად ეწევა საშვილოსნოს პერიოდულ მასირებას მუცლის წინა კედლიდან.
თუ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დედა მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ გადაჰყავთ პალატაში. მშობიარობის პირველ დღეს შესაძლოა სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, რაც უკავშირდება მშობიარობის დროს მიღებულ ძლიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს მშობიარობიდან მე-3-4 დღესაც საშვილოსნოს ღრუს დაზიანებულ ზედაპირზე სხვადასხვა მიკროორგანიზმის მოხვედრის გამო. დაახლოებით ამავე პერიოდში იწყება რძის გამოყოფა, რასაც თან სდევს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება (ტემპერატურის მატება ამანაც შეიძლება გამოიწვიოს). მშობიარობის პირველ დღეებში შესაძლოა განვითარდეს შარდის გამოყოფის შეფერხება და შეკრულობა, რასაც განაპირობებს შარდის ბუშტისა და ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსის დაქვეითება. ხანგრძლივი შეკრულობის შემთხვევაში ინიშნება საფაღარათე საშუალება ან კეთდება გამწმენდი ოყნა, შარდის შეკავებისას კი შესაძლოა საჭირო გახდეს კათეტერის გამოყენება. მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნო იკუმშება, მისი ზომა და წონა მცირდება. პირველი 2-3 დღის განმავლობაში საშვილოსნოდან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, რომელიც მე-7-10 დღისთვის მოყვითალო-მოთეთრო ხდება. გამონადენი წყდება მშობიარობიდან 5-6 კვირის შემდეგ, საშვილოსნო ნორმალურ ზომას 5-6 კვირაში იბრუნებს. მშობიარობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლები ვითარდება, რაც ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ჰორმონებით არის განპირობებული.
ლაქტაციის პროცესი ესტროგენების, პროგესტერონის, პროლაქტინისა და ოქსიტოცინის გავლენით ხორციელდება. გარდა ამისა, ჰორმონული გადაწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, აწოვებს თუ არა ქალი ბავშვს ძუძუს. ძუძუთი კვების დროს აქტიურად წარმოიქმნება პროლაქტინი, რაც სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოშობას ასტიმულირებს და საკვერცხეების მომწიფების პროცესს თრგუნავს. რძის გამომუშავებას ხელს უწყობს ოქსიტოცინიც. მეძუძურ დედას მენსტრუაცია შესაძლოა რამდენიმე თვე არ ჰქონდეს (ჩვეულებრივ, 3-4 თვე, იშვიათად - ლაქტაციის დასრულებამდეც კი). თუ დედა ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, მენსტრუალური ციკლი 6-8 კვირაში აღუდგება.
ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი.
კომენტარები
20 ოქტომბერი 2016 08:38
http://prednisolonetablets.webcam/ - online prednisolone http://cost-of-viagra.cricket/ - viagra http://prednisolonetablets.us/ - prednisolone tablets http://proscar.tech/ - proscar finasteride http://buy-colchicine.space/ - buy colchicine http://doxycycline-price.us/ - price doxycycline
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.