რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - რჩევები
კატეგორია - რჩევები
21-05-2012
-გამარჯობათ.. საშინლად მეყოფა თმის ბოლოები.. შევიჭერი ეხლახანს და ფენსაც აღარ ვხმარობ მაგრამ მაინც მეყოფა.იქნებ მირჩიოთ რაიმე ხალხური საშუალება რაც ხელს უწყობს გაყოფილი ბოლოების აღდგენას.ანნ მირჩიეთ რაიმე რეცეპტები რომ აღარ გამეყოს ბოლოები და ჯანსაღად შევინარჩუნო თმა..თან ძალიან ნელა მეზრდება თმა და ვერ ვიზრდი ფაქტიურად.როგორც კი წამომეზრდება შესაჭრელია უკვე იმიტომ რომ ბოლოები მიჩნდება.. გადავხედე კითხვა პასუხებს ამ თემასთან დაკავსირებით და ტმის წებოს ნუღარ მირჩევთ.უკვე გავიგე ძვირია და ვერ ვიყიდი..ამიტომ მირჩენია რაიმე ხალხური საშუალებებით ვიმკურნალო თმაზე..თუ შეგიძლიათ რეცეპდების მოწოდებ..მადლობა წინასწარ
პასუხი
-თუ ამ წებოს შეძენას ვერ შეძლებთ, მაშინ საჭიროა თმების გაყოფილი ბოლოების შეჭრა ანუ წვერის გახსნა.
გარდა ამისა, თმების ხარისხის თუ ზრდის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმებში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმებს. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც ქაცვის ექსტრაქტი შედის, თავის კანის ზედმეტ ცხიმიანობას შესანიშნავად უმკლავდება და თმის ბოლოების გაყოფასაც უშლის ხელს. ქაცვის წყალობით თმის დაზიანებული სტრუქტურაც აღდგება, თმა უფრო სქელი და ძლიერი ხდება. ქაცვის ზეთიანი შამპუნები და ბალზამები კვებავენ და იცავენ თმის ძირებს. დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში კომბოსტოს ახლად გამოწურული წვენი. ეს ნიღაბი ამაგრებს თმებს და ანიჭებს ჯანმრთელ ბზინვარებას - გამოიყენება თმის ორად გაყოფილი ბოლოების დროს.
კვერცხის გული აურიეთ ნახევარი ლიმონის წვენში, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ბირკავას ზეთი. შეიზილეთ ეს ნარევი თმის ძირებში და დაიტოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით ან ძმრით გაზავებული წყლით. პროცედურა გაიმეორეთ ერთი კვირის ინტერვალით.
და ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ კვება, სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
კომენტარები
14 ივნისი 2016 06:54
VDqukm efffmplkmumr, [url=http://xdhmmrhywnsf.com/]xdhmmrhywnsf[/url], [link=http://itlrbthyogmv.com/]itlrbthyogmv[/link], http://sovqbfijanln.com/
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.