რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - სტომატოლოგია
კატეგორია - სტომატოლოგია
05-06-2012
-გამარჯობათ. გამიგია, რომ კბილის ემალის გათეთრება შესაძლებელია საჭმელი სოდისა და ლიმნის წვენის ნარევით. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა კბილისთვის,რამდენჯერ შემიძლია კვირაში ამის გაკეთება, რა დროის ინტერვალით შეიძლება განმეორება და რამდენ ხანში ჩანს ეფექტი. ასევე, თუ არსებობს სახლის პირობებში კბილის გათეთრების სხვა გზა?
პასუხი
-საჭმელი სოდის გამოყენება ამ მიზნით ზოგჯერ შეიძლება, მაგრამ ის კბილებს კი არ ათეთრებს, არამედ კბილების ზედაპირს აშორებს ნადებს, მასში აბრაზიული ნაწილაკების მაღალი შემცველობის გამო. მაგარამ ეს დასაშვებია მხოლოდ კვირაში ერთჯერ, ისიც იმ შემთხვევაში თუ კბილები უპრობლემოა (იგულისხმება ემალი არ უნდა იყოს დათხელებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ კბილის მომატებულ მგრძნობელობას, ცხელზე და ცივზე, მჟავეს მიღების დროს).
ამისათვის კბილის საწმენდ ჯაგრისზე ათავსებენ კბილის პასტას და ზემოდან სულ ცოტა სოდას ამატებენ, მაგრამ როგორცსტომატოლოგები გვირჩევენ უმჯობესია ამ მიზნით სოდის შემცეველი კბილის პასტის გამოყენება, და არა უმეტეს 1 თვისა.
აქვე გეტყვით, რომ კბილის ემალის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს სისტემატურად საკვებად რძის პროდუქტების გამოყენება: ხაჭო, რძე, რძემჟავა პროდუქტები; ასევე ახალი ბოსტნეული, ხილი და მწვანილი. კბილების წმენდა ფტორის შემცველი კბილის პასატით. თუ გსურთ კბილების ეფექტურად და შესამჩნევად გათეთრება მიმართეთ სტომატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
13 სექტემბერი 2016
პირველ რიგში მენიუ უნდა გავამდიდროთ მცენარეული საკვებით და რძის პროდუქტებით: პარკოსნები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, მაწონი, კეფირი, რძე.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
ძლიერი ემოციის ან სიბრაზისას არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რადგანაც ამ დროს შესაძლებელია გულის შეტევაც კი განვითარდეს.
ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებას არა მხოლოდ გარეგნული იერსახისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ის უპირველესად ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორია.