რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - გინეკოლოგია
კატეგორია - გინეკოლოგია
07-08-2012
-მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა სოკოს მკურნალობა მხოლოდ აბებით და სანთლებით, ანუ გამორეცხვების გარეშე? თუ ეს მაინც იმაზეა დამოკიდებული რამდენად რთულ ან მარტივ ფორმებშია სოკო? გთხოვთ მიპასუხოთ, რადგან საშუალება არ მაქვს რომ გამორეცხვები ჩავიტარო და მაგის გარეშე ვაპირებ ვიმკურნალო, არადა არ მნდა რომ ფუჭად გამომივიდეს რასაც ვიზამ... წინასწარ მადლობა პასუხისათვის.
პასუხი
-ვაგინალური გამორეცხვისას ირეცხება საშოს ნორმალური მიკროფლორაც, რომელიც ჩანაცვლდება ე.წ. პირობით პათოგენური ფლორით, კერძოდ კი, გარდნერელათი – Gardnerella vaginalis. რაც თავის მხრივ ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზია. ამიტომ საშოს გამორეცხვებზე გადაწყვეტილება ექიმის გარეშე არ უნდა მიიღოთ.
რაც შეეხება სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას, მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. თვითმკურნალობის დროს არასწორად შერჩეულმა პრეპარატებმა შესაძლოა დროებით გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ დაავადება არ განკურნოს.
• უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს. სხვაგვარად მკურნალობის დანიშვნა არ შეიძლება.
• მკურნალობისას სასურველია სხვა მედიკამენტების მიღებისგან თავი შევიკავოთ.
• მედიკამენტები უნდა მივიღოთ სოკოს სრულ გაქრობამდე. პირველი საკონტროლო გასინჯვა უნდა ჩატარდეს 2 კვირის შემდეგ, მომდევნოები - თვეში ერთხელ. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ტარდება საკონტროლო ანალიზი. ნაცხში სოკოს აღმოჩენისას საჭიროა განმეორებითი მკურნალობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.