რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
კითხვა–პასუხი - რევმატოლოგია
კატეგორია - რევმატოლოგია
03-10-2012
-ვარ 50 წლის .შესიებული მაქვს მუხლი და მტკივა განსაკუთრებით მაშინ თუ მთელი დღე ფეზე მომიწია დგომა.გავიკეთე ნემსი მელსიკამი 5 ამპულა დღეგამოშვებით.გავიკეტე 20 ნემსი ალფლუტოპი დამინიშნა რევმატოლოგმა მაგრამ შედეგი არ მაქვს.სიარული მიჭირს ისე მტკივა მუხლი იქნებ მირჩიოთ რამე,[მაქვს გასტრიტი,ჰიპოთირეოზი,მენოპაუზა]მადლობა რომ არსებობთ და ამომწურავად გვპასუხობთ.
პასუხი
-მუხლის სახსრების ტკივილის დროს, პირველ ყოვლისა, აუცილებელია კლინიკური გასინჯვა, ამის შემდეგ ექიმი შეადგენს გამოკვლევების რაციონალურ სქემას, რომელიც ნაკლები დანახარჯით სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. გამოკვლევისას იყენებენ რენტგენოლოგიურ, ულტრასონოგრაფიულ, ლაბორატორიულ მეთოდებს, რომლებიც მეტ-ნაკლები ალბათობით ინიშნება სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
ამიტომ ვიდრე სამკურნალო მედიკამენტების სია შედეგება დიაგნოზია საჭირო. თქვენს შემთხვევაში უნდა გაირკვეს ჩივილის მიზეზი,რომელიც შესაძლოა იყოს ოსტეოპოროზი, რომელიც არცთუიშვიათია მენოპაუზის შემდეგ, გონართროზი, რევმატოიდული ართრიტი სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება;
ზოგადი რეკომენდაციის მიცემა რთულია, ვინაიდან, როგორც ხედავთ, მუხლის სახსრების ტკივილის მიზეზი შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ იყოს, მკურნალობა კი ამ სხავდასხვა პათოლოგიების დროს სხვადსხვაა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.