რუბრიკები
კითხვა–პასუხი - გინეკოლოგია
11-10-2012
-საშვილოსნოში მაქვს მიომური კვანძები. 3 კვირაა, საშვილოსნოდან მაქვს სისხლდენა. ვაგინალური ექოსკოპიით ვერ დადგინდა არის თუ არა ეს პლოპის არსებობის გამო. თუმცა, ექიმი ეჭვობს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიპი. დამინიშნა მკურნალობა: ”დიცინონი” და ”დიუფასტონი”, რომლის სამდღიანი კუსის შემდეგ, სისხლდენა შემიმცირდა, თუმცა არ შეწყვეტილა.მიომური კვანძების ყველაზე მცირეს ზომაა 9მმ, ყველაზე დიდის – 25 მმ. მაინტერესებს, როგორ უნდა დადგინდეს რა იწვევს სისხლდენას(პოლიპია თუ არა), როცა სისხლდენა არ ჩერდება. იმ შემთხვევაში, თუ ვაგინალურ ექოზე გამოჩნდა პოლიპი, რამდენად მიზანშეწონილია მისი მოშორება გამოფხეკვით, მიომური კვანძები ფონზე? იქნებ, უფრო მიზანშეწონილი იყოს საშვილოსნოს ამოღება? ვარ 47 წლის. მყავს 2 შვილი. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.

- გააჩნია მიომური კვანძების მდებარეობას. პოლპის მოშორების შდმდეგ კი _ სავსებით შეასძებელია მოხდეს სისხლდენის შეწყვეტა. რაც შეეხება ოპერაციას, _ მის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს მკურნალი ექიმი.

კატეგორია - გინეკოლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები