რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ჯაკო უგრეხელიძე

აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

1983-1989 წწ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, სპეციალობით სამკურნალო საქმე;
1989-1990წწ რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტერნი

1990-1991 წწ- თსსუ ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკის ექიმ-ლაბორანტი;
1991-1999 წწ- თსსუ ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორი;
1999-2003 წწ.  -თსსუ ცენტრალური კლინიკის განყოფილების მთავარი ორდინატორი;
2003 წლიდან - დღემდე  - თსსუ ცენტრალური კლინიკის თერაპიული სამსახურისა და ამბულატორიის ექიმი-კარდიოლოგი, ექიმი-ექოკარდიოსკოპისტი;
1994-1996 წწ- თსსუ სუბორდინაციის #1 კათედრა, პედაგოგი ხელშეკრულების საფუძველზე
2000-2004 წწ.- 5 სამეცნიერო ნაშრომი; სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – "ენდოთელური ფაქტორების (აზოტის ჟანგისა და ენდოთელინის) როლი მარილმგრძნობიარე ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებაში და ნებივოლოლით მისი მკურნალობის შესაძლებლობა.
სერთიფიკატები:
1999წ -  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატი, სპეციალობით – "შინაგანი მედიცინა";
2001 წ -  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა – "კარდიოლოგია";
2002 წ -  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა – ,,რადიოლოგია";
2007 წ - სტაჟირება ოფენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში სპეციალობით ,,რადიოლოგია" შPEჩთ-I;
2007 წ - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება სპეციალობით ,,კარდიოლოგია -კლინიკური ფარმაკოლოგია"

 

სხვა კითხვები :
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.