რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ სახის კანის მოვლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ სახის კანის მოვლის შესახებ

თუმცა არსებობს გარკვეული დეტალები და ნიუანსები, რომელთა გათვალისწინება და ცოდნა აუცილებელია სრულყოფილი შედეგის მისაღებად და კანის დიდხანს ჯანსაღად შესანარჩუნებლად.

გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისა და კურორტ ნუნისის ექიმი-დერმატოლოგი, ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი მარინა ბიბილეიშვილი.

- ქალბატონო მარინა, რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა სახის კანის მოვლა?

- კანი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. ის ჩვენი მანტიაა. კანზე აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეკოლოგიური ფაქტორები. ჩვენი რენომეს აღქმა უპირველესად კანის შეფასებით იწყება. კანის მოვლა დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. თუმცა, ასაკის, სქესის, სეზონისა და კანზე არსებული პრობლემების მიხედვით, კანის მოვლის სხვადასხვა მეთოდი და საშუალება არსებობს.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ე.წ. გარდამავალ ასაკში გოგონების ხშირი პრობლემა - აკნე (წითელი ფერის გამონაყარი, ცხიმიან კანზე განლაგებული ფერიმჭამელები). ამით ყოველი მესამე გოგონაა შეწუხებული. დერმატოლოგთან ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობით უფრო დროულად აღმოფხვრით პრობლემას და დაიცავთ კანს ლაქებისა და ნაწიბურებისგან. მშრალი კანის მქონე გოგონებსა და ქალებს კი ვურჩევ, მუდმივად გამოიყენონ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ყველა ასაკის ადამიანისთვის ყოველდღიურად მიღებული სუფთა წყალია, 30მლ 1კგ წონაზე.

კანის მოვლის ინტენსიური საშუალებები, ანუ გამწმენდი გელები, საპნები, ლოსიონები, მალამოები, ემულსიები და ნიღბები გამოიყენეთ 23-25 წლიდან.

სახის კანის მოვლის პროგრამა შეარჩიეთ ინდივიდუალურად, დერმატო-კოსმეტოლოგთან კონსულტაციით.

- რომელი პარამეტრების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს კანის მოვლის საშუალებები?

- კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პარამეტრები:

  • შეესაბამება თუ არა აღნიშნული მოვლის საშუალება თქვენი კანის ტიპს;
  • რამდენად შეესაბამება კოსმეტოლოგიური საშუალება თქვენს ასაკს;
  • არის თუ არა ის უსაფრთხო კანისთვის (გაითვალისწინეთ თქვენი კანის მგრძნობიარობა და ალერგიისკენ მიდრეკილება);
  • ფეხმძიმეები კი განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ კოსმეტოლოგიური პროდუქციის მოხმარებას;
  • ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ხარისხს;
  • გაითვალისწინეთ, რომ სეზონის მიხედვით შესაძლებელია კანის ტიპის ცვლა! ამიტომ კანის მოვლის საშუალებაც სეზონურად უნდა შეარჩიოთ;
  • კანზე წასმული ნებისმიერი საშუალება მთელ ორგანიზმზე ზემოქმედებს! (ლაურილ სულფატი - აცლის კანს საჭირო ლიპიდებს, იწვევს კანის გამოშრობას. იზოპრილი - ხშირად ფერიმჭამელების წარმოქმნას და პიგმენტაციის ცვლილებებს განაპირობებს).

- ახალგაზრდა ასაკში უპირატესად რომელი სახის კრემის გამოყენებაა მიზანშეწონილი?

- მშრალი კანის მქონე ახალგაზრდა ქალებს დილა-საღამოს გამწმენდი რძის გამოყენებას ვურჩევ, ჩამოიწმინდეთ თბილ წყალში დასველებული კოსმეტიკური სპონჟით. ამის შემდეგ მასაჟის ხაზების მიხედვით დაიტანეთ თქვენი ასაკისთვის შესაფერისი დამატენიანებელი კრემი დილით, მკვებავი კი საღამოს. ცხიმიანი სახის კანი დაიბანეთ სპეციალური გამწმენდი გელით ან თხევადი საპნით, რომელიც განკუთვნილია ცხიმიანი კანისთვის. სასურველია ამ საშუალებებს ჰქონდეთ ანტიბაქტერიული მოქმედება. გამოიყენეთ მხოლოდ დამატენიანებელი კრემები დილა-საღამოს.

- რამდენად მნიშვნელოვანია კრემების გამოყენება ასაკობრივი კუთვნილების მიხედვით და რატომ?

- ასაკის მატებასთან ერთად იცვლება კანის ვიზუალი. ის თანდათან კარგავს წყალს (ანუ განიცდის დეჰიდრატაციას), მცირდება ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავება, ცხიმიანობა კლებულობს და ა.შ. 45 წლის შემდეგ ქალური ჰორმონები ორგანიზმში თანდათან კლებულობს, კალციუმის რაოდენობა მცირდება, ამიტომ ამ ასაკიდან იწყება კანის მოდუნება, ჩამოშვება ჩნდება, ნაოჭები, ხანდახან - პიგმენტური ლაქები, ზოგ შემთხვევაში - ჭარბთმიანობა.

ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი მახასიათებელი აქვს, გასათვალისწინებელია კანის ინდივიდუალური პრობლემებიც.

ახალგაზრდა ასაკში (25 წლამდე), თუკი არ აღინიშნება სერიოზული პრობლემები, სავსებით საკმარისია მსუბუქი მატენიანებელი კრემი მცენარეული ექსტრაქტებითა და ვიტამინებით.

25 წელს ზემოთ კი გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალებები ანტიოქსიდანტებით, პროტეინებით, ჰიალურონის მჟავათი, წყალმცენარეებითა და კოლაგენით. ეს კომპონენტები დაიცავს თქვენს კანს ნაადრევი დაბერებისგან.

35 წლის ზემოთ კრემი უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტებს, რეტინოლს, ფიტო-ღეროვან უჯრედებს, პეპტიდებს (მაგ. არგირელინს, მატრიქსილს), ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს და სხვა ანტი-აგე კომპონენტებს.

- კანის ტიპის მიხედვით როგორ განვსაზღვროთ კანისთვის სასურველი საცხი?

- ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის, ასევე აკნეს დროს აირჩიეთ უფრო მსუბუქი ტექსტურის კოსმეტიკური საშუალებები, ოილ-ფრეე ან წარწერით ნონ-ცომედოგენიც (არაკომედოგენური) გელები, კრემ-გელები, ემულსიები, ფლუიდები და შრატები.

გაითვალისწინეთ! დამატენიანებლებია:

  • ჰიალურონის მჟავა;
  • წყალმცენარეები;
  • ალოე ვერა;
  • ამინომჟავები;
  • სორბიტოლი;
  • ქიტოზანი;
  • შარდოვანა;
  • კოლაგენი;
  • ელასტინი;
  • გლიცერინი;
  • რძის მჟავა და ვაშლის მჟავა.

ლიპიდები:

  • ქოლესტეროლი;
  • კერამიდები;
  • სფინგოლიპიდები და ლეციტინი.

მშრალი და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის ეძიეთ უფრო კონცენტრირებული ტექსტურები ზეთებით, ცვილებით, ლანოლინით, სილიკონით და ა.შ. გაუწყლოებული კანისთვის აქცენტი გააკეთეთ დატენიანებაზე.

- რომელი ასაკიდან შევუდგეთ სხვადასხვა ესთეტიკურ პროცედურას ან რამ შეიძლება მიგვანიშნოს ესთეტიკური მედიცინის საჭიროებაზე?

- ჩაიხედეთ სარკეში, კრიტიკულად დაითვალიერეთ სახე, თუ შეატყობთ, რომ ყოველდღიური მოვლის მიუხედავად, სასურველად მაინც არ გამოიყურებით - კანი მობერდა, გაჩნდა წვრილი ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, შეიცვალა სახის ოვალი, ქუთუთოები ჩამოეშვა, მაშინ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.

ვფიქრობ, ესთეტიკური მედიცინის გამოყენება 35 წლიდან დასაშვებია.

- როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში?

- გაზაფხული გამოირჩევა ალერგიულობის მატებითა და მზის სხივების გააქტიურებით. “ოქროს წესი” გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე: დილით დატენიანება და დაცვა მზის მავნე სხივებისგან, საღამოს კვება და აღდგენა.

სასურველია, საზაფხულო დღის კრემები არ შეიცავდეს ზეთებსა და სილიკონებს. ამ სეზონზე დღის კრემი შეგიძლიათ შეცვალოთ შრატით, განსაკუთრებით - ცხიმიანი კანისთვის. გაზაფხულზე გამოიყენეთ კრემები მზის დამცავი ფაქტორით შPF 15-20. ფეხმძიმობისას, ლაქტაციის პერიოდში, გარდამავალ ასაკში, ნებისმიერი ჰორმონული ცვლილებების დროს, ასევე პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში, ზაფხულის პერიოდში გამოიყენეთ მზის დამცავი კრემები შPF 30 და მეტი დაცვით. აქტიური მზის პირობებში იხმარეთ საცხები ანტიოქსიდანტებით (ვიტამინი A, E, ჩ, რესვერატროლი, სელენი, სპილენძის პეპტიდები, ლიკოპინი, მწვანე ჩაი).

- როგორ გავუმკლავდეთ პიგმენტურ ლაქებს?

- ვიდრე პილინგის პროცედურისთვის ესთეტიკურ ცენტრებს ეწვევით, პიგმენტური ლაქების გაუფერულებას ჯერ შინ შეეცადეთ.

ჩაიტარეთ პილინგი:

გარეცხეთ ორი ლიმონი ცხელი წყლით. ლიმონის კანი გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი შემთბარი ზეითუნის ზეთი, შეურიეთ და ამ ფაფით მრგვალი მოძრაობებით დაიმასაჟეთ სახის კანი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მათეთრებელი ეფექტის ნიღბები:

ნიღაბი #1: შეურიეთ ერთმანეთს ახალგამოწურული ლიმონის წვენი და თაფლი, პროპორციით 1:1. დაიტანეთ სუფთა კანზე 20წთ-ით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი #2: შეურიეთ ორი სადილის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ამ ხსნარში დაასველეთ ბინტი და სამ ფენად დაიფინეთ პიგმენტურ ლაქებზე 5-7წთ-ით. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. გამოიყენეთ 2-3 კვირა სასურველი შედეგის მისაღებად.

ნიღაბი #3: თეთრი კომბოსტო გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, დაიდეთ სახის კანზე 20წთ-ით. შეგიძლიათ გაყინოთ თეთრი კომბოსტოს წვენი და დილით კომბოსტოს ყინულის საშუალებით დაიმუშაოთ კანი.

ნიღაბი #4: გამოიყენეთ ხაჭო ან ხაჭო და მაწონი (კეფირი, იოგურტი). ნიღაბი დაიდეთ 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ ლიმონიანი წვენით განზავებული წყლით. ეს ნიღაბი ძალიან უხდება მშრალ კანს.

ყველა ქალს სილამაზესა და სიყვარულს ვუსურვებ!