როგორ გავიდიდოთ ტუჩები უოპერაციოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიდიდოთ ტუჩები უოპერაციოდ

ტუჩების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია, მაგრამ როგორ? რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომელსაც სურს, ლამაზი, სექსუალურად მიმზიდველი ბაგეები ჰქონდეს, მაგრამ არ სურს ჰიალურონის მჟავას ინექციის გაკეთება? მით უმეტეს, რომ მამაკაცებს ნამდვილად არ სიამოვნებთ, როცა ატყუებენ და სწრაფადაც ააშკარავებენ ხელოვნურად გადიდებულ ტუჩებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ვულგარულია, ხოლო ტუჩებდაბერილ ქალს განიხილავენ როგორც სექსუალურ ობიექტს. რაც მთავარია, ქირურგის მცირე შეცდომაც კი ტუჩებზე განსაკუთრებით შესამჩნევია და მისი დაფარვა არანაირად არ შეიძლება. "კარგად გაკეთებული" ტუჩებიც კი დაჭიმულია, ზედა ბაგე ქვედაზე გადმოდის, ხოლო ტუჩის კუთხეები კოლაგენისგან სივდება. გამოსავალი ერთია - ტუჩების გასაზრდელად გამოვიყენოთ ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც ხაზს გაუსვამს ბაგეების ბუნებრივ ხაზს, გახდის მათ უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს.

ვარჯიშები ტუჩების გასადიდებლად და გასალამაზებლად

იმისთვის, რომ ტუჩებს მოცულობა შემატოთ და მისცეთ უფრო სრულყოფილი ფორმა, პირველი თვის განმავლობაში ყოველდღე ივარჯიშეთ, სასურველია დღეში 2-ჯერაც კი, ხოლო შემდგომ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშების კომპლექსი შეასრულეთ კვირაში 2-3-ჯერ. უკეთესი ეფექტის მისაღებად ვარჯიშის დაწყებამდე კარგად დაიბანეთ და ენერგიულად გამოირეცხეთ პირი ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით. ყველა ვარჯიში დასაწყისში გააკეთეთ 10-ჯერ, შემდეგ ნელ-ნელა 1 თვის განმავლობაში ვარჯიშების რაოდენობა 21-მდე მიიყვანეთ.

  • ტუჩები ძლიერად წამოსწიეთ წინ, პირი ოდნავ გააღეთ, შემდეგ მჭიდროდ მოკუმეთ და მოადუნეთ სახის კუნთები.
  • მოკუმეთ პირი, ტუჩები ამოძრავეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, შემდეგ შემოხაზეთ მცირე ზომის რვიანი.
  • ოდნავ გააღეთ პირი, გამოყავით ენა ბოლომდე და ამ მდგომარეობაში გააჩერეთ 3 დათვლამდე. შემდეგ შეყავით ენა, მოკუმეთ პირი და მოადუნეთ სახის კუნთები 2 დათვლამდე.
  • გამოსწიეთ ტუჩები წინ და მკვეთრად ამოისუნთქეთ, თითქოს სანთელს აქრობთ, შემდეგ მოადუნეთ ტუჩები 3 დათვლამდე.
  • ღრმად ჩაისუნთქეთ და გაბერეთ ლოყები, ტუჩები მილისებურად წამოსწიეთ. ამოისუნთქეთ, ჰაერი თავიდან ნელ-ნელა გამოუშვით, ხოლო ბოლოს 2-3 მკვეთრი დარტყმით გამოდევნეთ.
  • ნელა, წამღერებით წარმოთქვით ხმოვნები "ა-ე-ი-ო-უ", შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ, გაბერეთ ლოყები და ამოისუნთქეთ ჰაერი ნახევრად მოკუმული პირით ისე, რომ ტუჩები ვიბრირებდეს.
  • ღრმად ჩაისუნთქეთ, ტუჩები წინ გამოსწიეთ და ძალით ამობერეთ ჰაერი. ამ დროს დაითვალეთ 6-მდე. შემდეგ მოადუნეთ კუნთები, გააღეთ პირი და მაქსიმალურად გადაჭიმეთ ტუჩები, თითქოს იღიმებით. 2-5 წუთის განმავლობაში წაუსტვინეთ ნაცნობი მელოდიები, ეცადეთ, ბგერა იყოს მაქსიმალურად მაღალი და სუფთა.

როგორ გავიდიდოთ ტუჩები ვიზუალურად

როგორ შეიძლება ვიზუალურად ტუჩების გადიდება სახლის პირობებში, რომელი ხალხური საშუალებები და კოსმეტიკა გაგვიზრდის ბაგეებს, გახდის მათ უფრო დიდსა და მკვეთრს? სახლის პირობებში ტუჩების გადიდების ყველაზე მარტივი საშუალებაა კარგად მოფიქრებული მაკიაჟი. ამ თვალსაზრისით ტუჩის კონტურის წასმა ბუნებრივი კონტურის ზემოდან არასწორია. ეს მეთოდი არ ზრდის ტუჩებს, მაგრამ 99%-ში ჩანს, რომ ტუჩები დახატულია. როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომა, რათა ტუჩები რეალურად გადიდებული ჩანდეს? ჯერ ერთი, ტუჩების ვიზუალური გადიდებისათვის გამოიყენეთ ღია ფერის ფანქარი კონტურისთვის და ღია ფერისვე ტუჩსაცხი. თუ მუქ საცხს ხმარობთ, ტუჩების ცენტრში წაისვით მცირე რაოდენობით უფრო ღია ელფერის საცხი - ეს ტუჩებს სისავსეს მიანიჭებს. ცხადია, ეს არ არის სახლის პირობებში ტუჩების გადიდების ერთადერთი საშუალება. უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ ტუჩებს, მაშინ ზემოთ მოყვანილი ვარჯიშების პროგრამასთან ერთად, სწორი მაკიაჟით თქვენი ტუჩები ყოველთვის ბრწყინვალე ფორმაში იქნება. რეკომენდებულია დილაობით ტუჩების მასაჟი კბილის რბილი ჯაგრისით. წაისვით ბაგეებზე ცოტა თაფლი და რბილად დაიმასაჟეთ ჯაგრისით 1 წუთის განმავლობაში, ამით რამდენადმე გაზრდით ტუჩებს და გამოკვებავთ მას სასარგებლო ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით. სასურველია პროცედურის შემდეგ ტუჩებზე წაისვათ ცოტა ბალზამი და შემდეგ - საცხი. ასევე სასარგებლოა კონტრასტული კომპრესი. ტუჩებზე ჯერ ყინული დაიდეთ, შემდეგ - ცხელი წყალი, რამდენიმე დღის შემდეგ ტუჩები ვიზუალურად გადიდდება, უფრო შესამჩნევი გახდება და ლამაზ ფერს მიიღებს.