შევინარჩუნოთ თმის ფერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევინარჩუნოთ თმის ფერი

* იშვიათად დაიბანეთ თავი შამპუნით. არ არის აუცილებელი მისი წასმა თავის ყოველი დაბანის დროს. თუ თავს ყოველდღე იბანთ, ეცადეთ, თმის მოვლის საშუალებები დღეგამოშვებით გამოიყენოთ. ჩამოიბანეთ თმა მხოლოდ წყლით და წაისვით კონდიციონერი. მთავარია, სწორად შეარჩიოთ შამპუნი თქვენი თმის ტიპისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თმა გაგიცხიმიანდებათ ან გამოგიშრებათ.

* ერიდეთ მეტისმეტად ცხელი წყლით დაბანას. გამოიყენეთ ნელთბილი წყალი - ეს თმას მკვეთრ ფერს შეუნარჩუნებს, რადგან მაღალი ტემპერატურა დამანგრეველად მოქმედებს საღებავზე.

* გამოიყენეთ სპეციალური შამპუნი. არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა მოქმედებაც შეღებილი თმის ფერის შენარჩუნებისკენაა მიმართული. სწორად შერჩეული შამპუნი საღებავს მდგრადობას შემატებს.

* ერიდეთ ვარცხნილობის საფიქსაციო საშუალებებს. სხვადასხვანაირი ლაქი, ქაფი და მუსი ვარცხნილობას დიდხანს შეგინარჩუნებთ, მაგრამ იმავდროულად საღებავთან ურთიერთქმედებს და შლის მას. შედეგად თმა ფერმკრთალდება და კარგავს ელვარებას.

* მოარიდეთ თმა მზეს. ულტრაიისფერი სხივები ვნებს თმის არა მარტო ფერს, არამედ სტრუქტურასაც. თუ მწველი მზის ქვეშ დიდხანს უნდა მოგიწიოთ ყოფნა, წინასწარ მოემზადეთ საამისოდ. არსებობს მრავალი კოსმეტიკური საშუალება, რომლებიც დაიცავს თმას ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. სპეციალური შამპუნიც გამოგადგებათ. რასაკვირველია, არც თავსაბურავი უნდა დაგვავიწყდეს.

როგორ შევარჩიოთ თმის ფერი

თმა ქალის სამკაული და იმიჯის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის, როგორც სურათის ლამაზი ჩარჩო, ერთგვარად სრულყოფს სახეს და ხაზს უსვამს მის სილამაზეს. მაღაზიები სავსეა თმის საღებავით, ბევრი მწარმოებელი გვთავაზობს ფერთა მდიდარ პალიტრას. როდესაც ლამაზ გოგონას ვხედავთ, გვინდება, ისეთივე ფერის თმა გვქონდეს, როგორიც მას აქვს. რამდენიმესაათიანი ტანჯვა-წამების შემდეგ თმა ახალ ფერს იღებს, მაგრამ გვიხდება თუ არა ეს ფერი? ესადაგება თუ არა იგი ჩვენს თვალებსა და სახის კანს? ვარცხნილობის დიზაინერები გვირჩევენ, თმის ფერი რადიკალურად არ განსხვავდებოდეს ბუნებრივისგან. შეიძლება, რამდენიმე ტონით გავამუქოთ ან გავაბაცოთ იგი. რადიკალური ცვლილება გვინდა? ვცადოთ. ჯერ გავარკვიოთ, კანი ცივი ფერისაა თუ თბილი და ამის შესაბამისად შევარჩიოთ საღებავი. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ფერის ზოგადი ტიპი. მაგალითად, შავგვრემანი სამხრეთული გარეგნობის ქალს შეიძლება თმა შევუღებოთ პლატინისებურ ქერად, მაგრამ მოუხდება კი? არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგადი წესიც - მუქი ფერები გვმატებს ასაკს, ხოლო ღია - პირიქით, მაგრამ, იმავდროულად, მუქი საღებავი ვიზუალურად აუმჯობესებს კანის ფერს, ხოლო ღია, პირიქით, მოწითალოს აჩენს. ეძებეთ საკუთარი იმიჯი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თმისთვის ხშირი ღებვა მკაცრი გამოცდაა.