ზაფხული და თმის მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და თმის მოვლა

სწორედ ამისთვის არსებობს სამკურნალო და პროფილაქტიკური ნიღბები, რომელთა რეცეპტებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ზღვის მარილიანი წყალი და მზე თმას უფრო აზიანებს, ვიდრე კანს. თავიდან ეს შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ღერებმა დაკარგა ელასტიკურობა და ბზინვარება, ბოლოები გაიყო, გაძლიერდა თმის ცვენა და გაჩნდა ქერტლი. ნუ აჰყვებით პანიკას, მართალია, დრო და ნებისყოფა დაგჭირდებათ, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება ნამდვილად შეიძლება, მთავარია, იცოდეთ, როგორ.

კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ბრენდს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით და შეიძინეთ ამ ბრენდის თმის მოვლის საშუალებები ყოველ ეტაპზე:

გასაწმენდად

მსუბუქი მკვებავი შამპუნი სათუთად კვებავს და 100 პროცენტით ასუფთავებს თმას ნიღბის, საღებავისა და ნებისმიერი სხვა ქიმიური თუ ბუნებრივი საშუალებების გამოყენების შემდეგ ღერებზე და თმის ძირებში შერჩენილი თვალით უხილავი ნაწილაკებისგანაც კი.

საკვებად

მსუბუქი მკვებავი ბალზამი უნდა გადაივლოთ დაბანილ თმაზე. ის კვებავს ღერებს ძირიდან ბოლომდე, ისე, რომ არ ამძიმებს მათ, ადვილად ჩამოიბანება და ტოვებს საოცარი სიმსუბუქის შეგრძნებას.

აღსადგენად

მკვებავი ნიღაბი ღრმად კვებავს თმის ძირებს და ხელს უწყობს დაზიანებული ღერების აღდგენას. შეიზილეთ დაბანილ, ნამიან თმაში, გაიჩერეთ 2-3 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.

დასაცავად

მსუბუქი მკვებავი ორფაზიანი სპრეი ამაგრებს თხელი თმის ძირებს და იცავს დაზიანებისგან დახვევის ან გასწორების დროს. მიისხურეთ უშუალოდ ვარცხნილობის გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე და მსუბუქად შეიზილეთ თმის ძირებში (თან დაიზილეთ). ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, თმა გაიშროთ ფენით, დაიხვიოთ ან გაისწოროთ. თუ მცენარეული საშუალებების გამოყენება გირჩევნიათ, შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს. ვიდრე ნიღბის მომზადებას შეუდგებოდეთ, გაიხსენეთ: დაზიანებული თმისთვის განკუთვნილი სამკურნალო ნიღბის გამოყენება კვირაში ორ-სამჯერ შეიძლება, პროფილაქტიკურისა კი თვეში ორ ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები

თუ ატყობთ, რომ თმა შეგითხელდათ და ვარცხნისას სავარცხელს არცთუ უმნიშვნელო რაოდენობის ღერი მიჰყვება, სწორედ ის დროა, ჩვენ მიერ შერჩეული ნიღბების მომზადება-გამოყენებას შეუდგეთ:

  • ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ - თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.
  • ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
  • ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟნისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არა მარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებასაც შესძენს.
  • 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით ნოტიო თმაზე, თავი პოლიეთილენით შეიხვიეთ და პირსახოცით დაითბუნეთ. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნივრის მკვეთრი სუნი რომ გაიქროთ, თბილ წყალს მშრალი მდოგვი დაამატეთ.

ნიღბები გამომშრალი და გახუნებული თმისათვის

ზაფხულის მზე თმას აშრობს და ახუნებს, ამიტომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები ამ სეზონზე განსაკუთრებით გამოგადგებათ.

  • 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ. თმა თბილი წყლით და თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
  • 150 გრამი ყაბაყის რბილობი კარგად ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.

ნიღბები ცხიმიანი თმისთვის

მართალია, მცხუნვარე მზე ცხიმიან თმას ნაკლებად აზიანებს, მაგრამ ამ ტიპის თმა მშრალზე არანაკლებ პრობლემებს გვიქმნის: ის სწრაფად კარგავს მოცულობას, სიცხეში მალე ჭუჭყიანდება და დილით გაკეთებული ვარცხნილობა საღამოს უკვე უსიამოვნოდ გამოიყურება. თავის კანის ცხიმიანობა რომ შეამციროთ, ამ ნიღბებით ისარგებლეთ:

  • ერთი ცალი ტკბილი ბულგარული წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კეფირი და 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20-30 წუთს და უხვად თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • წვრილად გახეხეთ 1 ცალი ვაშლი, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე ლიმონის წვენი. წაისვით თმაზე და 30 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და თქვენი თმის შესაფერისი შამპუნით ჩამოიბანეთ.

პროფილაქტიკური ნიღბები

ბედმა გაგიღიმათ - ჯანმრთელი და უპრობლემო თმა გაქვთ, მაგრამ მის სიჯანსაღესა და სილამაზეს შენარჩუნება უნდა, ამიტომ კარგი იქნება, თუ თქვენს მშვენიერ თმას ზაფხულში პროფილაქტიკური ნიღბებით გაანებივრებთ.

  • ერთი ჩაის კოვზი ცისფერი თიხა, ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და ერთი ჩაის კოვზი მდოგვი. ისევ აურიეთ, მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ და შემდეგ მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიფუთეთ პირსახოცით. ნიღაბი თმაზე 2 საათს დაიტოვეთ და შემდეგ თავი თბილი წყლითა და შამპუნით დაიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი თვეში ორჯერ.
  • თითო სუფრის კოვზი სტაფილოსა და ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი, ერთი სუფრის კოვზი კონიაკი, ერთი კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ, მიღებული ნარევი თმაზე წაისვით და ნახევარ საათს გაიჩერეთ, შემდეგ კი თავი ჩვეულებრივ დაიბანეთ. ეს ნიღაბი თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ის თმას ყველა აუცილებელი ვიტამინით მოამარაგებს.
  • 100 გრამი ქოქოსის კარაქი, 100 გრამი ცისფერი მშრალი თიხა, 30 მლ ვაშლის ძმარი და ნახევარი ჭიქა გვირილის ნაყენი ერთმანეთში კარგად აურიეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელ თმაზე გაანაწილეთ. გაიჩერეთ 5-10 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის წასმა კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. ის თმას არაჩვეულებრივ სურნელს, მკვეთრ ელფერსა და ბზინვარებას მიანიჭებს.

დაბოლოს, წაისვით მხოლოდ ახალმომზადებული ნიღაბი - რამდენიმე საათის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებათა სამკურნალო თვისებები სუსტდება. გამოკვებეთ თქვენი თმა. ის აუცილებლად დაგიფასებთ მზრუნველობას და განუმეორებელი მომხიბვლელობით დაგაჯილდოებთ.

დამსვენებლის სამახსოვრო

  • ყოველდღიურად წაისვით თმის კონდიციონერი.
  • მზიან დღეს შეგიძლიათ ატაროთ თხელი ბუნებრივი ნაჭრის თავსაბურავი ან მსუბუქი კეპი.
  • ნუ გამოიყენებთ ფენს და თმის გამასწორებელს.
  • თუ თმის უთოს ხმარობთ, თმაზე წინასწარ აუცილებლად წაისვით კონდიციონერი.
  • თმა დაიბანეთ ნელთბილი ან გრილი წყლით, რადგანაც ცხელმა წყალმა შეიძლება გამოაშროს და დააზიანოს როგორც თქვენი თმა, ასევე კანიც.
  • თმის სიჯანსაღისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის სმა.
  • ყოველ მეექვსე კვირას მოიჭერით თმის ბოლოები, თბილ დღეებში თმა უფრო მალე იზრდება, ბოლოები ფუჭდება და იწყებს გაყოფას.