როგორ შევინახოთ კოსმეტიკური საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინახოთ კოსმეტიკური საშუალებები

შენახვის ადგილი

იდეალურია ბნელი, გრილი ადგილი ნორმალური ტენიანობით (ისევე როგორც წამლებისთვის). სახის კოსმეტიკა არ უნდა შევინახოთ სააბაზანოში - მაღალი ტენიანობა და ცვალებადი ტემპერატურა იწვევს კოსმეტიკური საშუალებების აშრევებას, უცვლის მათ კონსისტენციას, ფერს და სუნს. სააბაზანოში, ჩაკეტილ კარადაში, შეიძლება შევინახოთ მხოლოდ ტანისა და აბაზანის ზეთები, შამპუნი, დასაბანი საშუალებები, იმ პირობით, რომ შიგნით არ მოხვდება წყლის არც ერთი წვეთი. საწოლთან მდგარი ტუმბა, ჩვენთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი, კრემისთვის შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. არამც და არამც არ შეიძლება იქ კოსმეტიკის დატოვება, რადგან მზის სხივების ზემოქმედება ზოგჯერ საშიშ ქიმიურ რეაქციებს იწვევს.

ტემპერატურა

ეს საკვანძო ფაქტორია კოსმეტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. კანის მოსავლელი საშუალებების დიდი ნაწილი შეიცავს ცხიმებს, რომელთაც არ უყვართ ტემპერატურის მომატება. დეკორატიული კოსმეტიკაც მაღალ ტემპერატურაზე შრება ან იღვენთება. ყოველგვარი კოსმეტიკისთვის ასევე მავნებელია უარყოფითი ტემპერატურაც. ნებისმიერი კოსმეტიკისთვის იდეალურია 8-220ჩ. თუ იმ ოთახში, სადაც მას ინახავთ, ზაფხულში კონდიციონერი მუშაობს, ხოლო ზამთარში გამათბობელი სტაბილურად უზრუნველყოფს ზომიერ სითბოს, ესე იგი პირობები შესაფერისია. თუ სტაბილურ ტემპერატურაზე კოსმეტიკის შენახვა შეუძლებელია, გამოგვადგება მაცივრის კარი (საყინულიდან მოშორებით), განსაკუთრებით - ტონალური საშუალების, ტუჩის საცხისა და კანის მოვლის საშუალებებისთვის. მაცივარში შეიძლება შვინახოთ ასევე სუნამო, რომელსაც იშვიათად ვხმარობთ. თვალების ირგვლივ წასასმელი კრემიც მაცივარში შენახვას მოითხოვს, რადგან კონსერვანტი მასში ძალიან ცოტაა. მაცივრიდან გამოღებული კრემი წასმამდე ოდნავ უნდა შევათბოთ თითის ბალიშებზე, რათა კანის უჯრედებმა სტრესი არ განიცადონ.

შენახვის ვადა

ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ კოსმეტიკური პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ვადა მხოლოდ დაბეჭდილისას შეესაბამება. რამდენ ხანს გაგიძლებთ გახსნილი კოლოფი თუ ფლაკონი, ეს შენახვისა და გამოყენების წესებზეა დამოკიდებული. კოსმეტიკის გახსნის შემდეგ შეფუთვაზე მითითებული ვადა ორ-სამჯერ უნდა შევამციროთ. მხოლოდ ზოგიერთი დეკორატიული კოსმეტიკა (ჩრდილი, პუდრი, მშრალი რუჟი) გვემსახურება მითითებული ვადის ამოწურვამდე. თუ ვადა ამოიწურა, კოსმეტიკა უნდა გადააგდოთ.

გამოყენების წესები

  • რაც შეიძლება ცოტა ხანს დატოვეთ ქილა, ტუბი თუ ფლაკონი თავმოხდილი, რათა თავიდან აიცილოთ მათი შიგთავსის დაჟანგვა. კრემს, შეძლებისდაგვარად, ნაკლები კონტაქტი უნდა ჰქონდეს ჟანგბადთან.
  • კოსმეტიკური საშუალების ჭურჭელს თავი ძალიან მჭიდროდ უნდა დავახუროთ. სახურავის ხრახნი რეგულარულად გავასუფთაოთ ჰერმეტულობის დასაცავად.
  • მინიმუმამდე დავიყვანოთ ქილის შეგთავსის კონტაქტი თითებთან. კრემი უნდა ავიღოთ სპეციალური შპადელით ან ნიჩბით, რათა თავიდან ავიცილოთ მასში ბაქტერიების მოხვედრა. ასევე არ შეიძლება ჩრდილებისა და რუჟის თითებით წასმა.
  • მაკიაჟისთვის განკუთვნილ ღრუბლებს და ფუნჯებს კოსმეტიკურ საშუალებებში შეაქვთ ბაქტერიები, ეპიდერმისის ნაწილაკები და კანის ცხიმი. აუცილებელია მათი შამპუნით გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ.
  • გაფუჭებული კოსმეტიკური საშუალება უნდა გადავაგდოთ. მხოლოდ ფრჩხილის გამომშრალი ლაქი შეიძლება გავხსნათ სპეციალური საშუალებით (მაგრამ არა ლაქის მოსაშორებელი სითხით!).

როგორც ხედავთ, კოსმეტიკის, მათ შორის - ორგანულის, შენახვისა და გამოყენების წესები არცთუ რთულია, მაგრამ მათი დაცვა აუცილებელია. კოსმეტიკას, ისევე როგორც საკვებს, ყოველდღე ვიყენებთ. საკვებს ხომ გულისყურით ვარჩევთ, ხომ არავის მოუვა აზრად გაფუჭებული პროდუქტის შეჭმა; მაშ, რატომ უნდა ვკვებოთ კანი უვარგისი კოსმეტიკით?