თავის თმიანი ნაწილის მგრძნობიარე კანი პრობლემის მოგვარების საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის თმიანი ნაწილის მგრძნობიარე კანი პრობლემის მოგვარების საშუალებები

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კანის მგრძნობელობის მომატების პირველი მიზეზი გაუწყლოებაა. დერმა კარგავს ლიპიდურ-ცხიმოვან ფენას, ღრმა ფენებში ტენი ვეღარ ნარჩუნდება და სწრაფად ორთქლდება. შედეგად კანი დაუცველი ხდება ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების მიმართ - დავარცხნის, თავის დაბანისა თუ მზეზე ყოფნის შემდეგ თავს იჩენს დისკომფორტის შეგრძნება, წვა, ქავილი, სიწითლე, ანთება და კანის ზედაპირის აქერცვლა. პროცესს შესაძლოა თავისი კვალი დააჩნიოს ჰორმონულმა დისბალანსმა, არასწორად შერჩეულმა თმის მოვლის საშუალებებმა, მექანიკურმა, ქიმიურმა ან თერმულმა დაზიანებამ (ღებვის, ვარცხნის დროს), კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ, ავიტამინოზმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა, მზის აგრესიულმა ზემოქმედებამ (დამწვრობა). თმის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი სიმპტომი არ არის სპეციფიკური. ისინი სხვა პრობლემებსაც ჰგვანან. მაგალითად, აქერცვლა შესაძლოა აგვერიოს ქერტლში, სიწითლე და ქავილი - ალერგიულ რეაქციაში. თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითად, ქერტლის დროს თავის თმიან ზედაპირს აქერცლილი კანის საკმაოდ მსხვილი ნაწილაკები ფარავს. ისინი ხშირად ცვივა და ჩანს ტანსაცმელზე. თავის მგრძნობიარე კანი კი იქერცლება ყველაზე თხელ ზონებში - თმიანი ნაწილის კიდეებთან, საფეთქლებზე, კეფის ქვედა ნაწილში. გარქოვანებული ქერცლი თავზევე რჩება - არ ცვივა ტანსაცმელზე. რაც შეეხება ალერგიას, ის დროებითი, გარდამავალი მოვლენაა: რეაქცია შამპუნზე ან თმის მოვლის რომელიმე სხვა საშუალებაზე გამღიზიანებლის არარსებობის პირობებში რამდენიმე დღეში გაივლის. კანის მგრძნობელობის მომატებისას კი ქავილი და სიწითლე დიდხანს გასტანს. ამასთან, მომატებულმა მგრძნობელობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავად კანის ტიპის შეცვლაც - სიმშრალე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს, რათა კანმა როგორმე დაიცვას თავი. ამის შედეგად თმა სწრაფად ცხიმიანდება. ამგვარ შემთხვევებში, პრობლემის ნამდვილი მიზეზის არცოდნისას, ადამიანები იწყებენ თვითმკურნალობას. იყენებენ ქერტლის საწინააღმდეგო, თუთიის შემცველ შამპუნს ან ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაშიც გამომშრობი კომპონენტები შედის. ამგვარი “რეანიმაციის” წყალობით თავის კანის დაზიანებული ნაწილი უფრო მეტად შრება და ღიზიანდება, უჩნდება ღრმა ნახეთქები, საიდანაც დერმის ღრმა ფენებში იოლად იჭრება ბაქტერიები.

როგორ ვუმკურნალოთ

თავის კანის რეაბილიტაციისთვის აუცილებელია მისი ჰიდროლიპიდური და წყლის ბალანსის აღდგენა. თერაპია მოიცავს სახლის პირობებში მოვლას და ექიმ-ტრიქოლოგთან ვიზიტს. ექიმი დაადგენს პრობლემის ჭეშმარიტ მიზეზს, დაგინიშნავთ ვიტამინების კურსს და თმისა და ბალანსის აღმდგენ პროცედურებს. სახლის პირობებში მოსავლელად ვიყენებთ დამატენიანებელი, მარეგენერირებელი, მკვებავი და დამამშვიდებელი კომპონენტების შემცველ საშუალებებს. მათ მიეკუთვნება:

Aloe verae - აძლიერებს კანის დამცველობით ფუნქციას, ქმნის მის ზედაპირზე დამცავ შრეს, არბილებს და ატენიანებს.

კალოფილიუმის ზეთი - ეფექტურად ხსნის თავის თმიანი ნაწილის ანთებასა და სიწითლეს, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას.

Ps21 - მოლეკულა, რომლის დანიშნულებაცაა სისხლძარღვების სპაზმის მოხსნა. ის ამშვიდებს თავის კანს, ხსნის სიწითლესა და დისკომფორტის შეგრძნებას.

პიტნის ექსტრაქტი - მის შემადგენლობაში შედის მენთოლი, რომელიც კანს მყისიერად ამშვიდებს. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული გამაგრილებელი ეფექტი.

ოლამინის პიროქტონი - მცირე კონცენტრაციით ხელს უწყობს გარქოვანებული ქერცლის ჩამოფცქვნას, აღადგენს კანისკენ სისხლის მოდენას.

გლიცერინი - მძლავრი დამატენიანებელი და მარეგენერირებელი კომპონენტია.

მაკადამის, ჟოჟობას და შის ზეთი - ატენიანებს კანს და მის ზედაპირზე ქმნის დამცავ გარსს.

ლავანდის ექსტრაქტი - ხსნის გაღიზიანებას.

ზოგი გვირჩევს, მგრძნობიარე კანისთვის გამოვიყენოთ საბავშვო შამპუნები და ბალზამები. ამაში არის საღი აზრი. საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვებს ძალზე თხელი და ნაზი კანი აქვთ, რომელიც ადვილად ექვემდებარება ალერგიულ რეაქციებს, ამიტომ მწარმოებლები ისწრაფვიან შექმნან მათთვის ზედმიწევნით უსაფრთხო პროდუქტი. მაგრამ ბავშვის შამპუნი პრობლემას ვერ მოაგვარებს, მხოლოდ თავის დაბანას გახდის უფრო კომფორტულს, ამასთან, ვერც თმას გაასუფთავებს სრულფასოვნად, ვერ მოაცილებს ლაქსა და მუსს.