ტატუ თუ ტატუაჟი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტატუ თუ ტატუაჟი?

ტატუსა და ტატუაჟის ფორმები

არსებობს 4 ტიპის ნახატები:

1. სამოყვარულო - ისინი კუსტარული წესით კეთდება და ინფიცირების მაღალი რისკი ახლავს;

2. კულტურული ანუ ტრადიციული - ამ ნახატებს, ჩვეულებრივ, სოციალური შინაარსი აქვს და სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე კეთდება;

3. პროფესიული - ნახატები სრულდება მხატვრის მიერ სპეციალურ ტატუ-სალონში;

4. სამედიცინო - არსებობს საგანგებო ნახატები, რომლებსაც დიაბეტიანი ან ეპილეფსიიანი ადამიანები იხატავენ სხეულის გამოსაჩენ ადგილებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში არ დაიკარგოს ძვირფასი წუთები და ადამიანებს მათი დახმარება გაუადვილდეთ.

აკრძალულია!

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტატუ და ტატუაჟი არცთუ უვნებელი პროცედურებია. სპეციალისტი ვალდებულია, ტატუაჟის გაკეთებამდე მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ გართულებების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს პროცედურას. თუ ასე არ მოიქცა, გირჩევთ, მის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს ეჭვით მოეკიდოთ. ტატუაჟი არ შეიძლება გაკეთდეს კანის გაღიზიანებისას, ჰერპესული თუ სხვა ტიპის გამონაყარის დროს. სხვა უკუჩვენებებია:

  • ორსულობა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰეპატიტი და ღვიძლის დაზიანება;
  • ეპილეფსიური სტატუსი;
  • ნებისმიერი ტიპის იმუნოდეფიციტი, მათ შორის - შიდსი;
  • სისხლის შედედების უნარის დაქვეითება;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ჰორმონული თერაპია;
  • ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავების სტადია.

გაითვალისწინეთ!

  • პროცედურის შემდეგ მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია საღებავზე.
  • პროცედურა უნდა ჩატარდეს სტერილური ინსტრუმენტებით, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების სრული დაცვით.
  • პროცედურის შემდეგ 24 საათის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლის შემცველი სასმლის მიღება.

მათი მოცილება შესაძლებელია

არსებობს ტატუსა და ტატუაჟის მოცილების 3 ძირითადი მეთოდი:

1. ქირურგიული - ტატუირებული კანის მოცილება ქირურგიული წესით;

2. დერმაბრაზია - კანის მოცილება სპეციალური აპარატით;

3. ლაზერული - სხივებით საღებავის პიგმენტების დაშლა.

პირველი ორი მეთოდი ტოვებს ნაწიბურებს. ამასთან, შესაძლოა დარჩეს პიგმენტის კვალიც, თუ ის კანის შედარებით ღრმა ფენებში მოხვდა. საუკეთესოა ლაზერული მეთოდი - იგი ნაწიბურებს არ ტოვებს, თუმცა პიგმენტის მთლიანად დაშლა ყოველთვის ვერც ამ გზით ხერხდება.