შევხვდეთ გაზაფხულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევხვდეთ გაზაფხულს

როგორ მოვუაროთ სახის კანს

  • ნუ დაიბანთ პირს უშუალოდ შინიდან გასვლის წინ.
  • აქტიურად გამოიყენეთ დამატენიანებელი და ვიტამინოვანი კრემები (როგორც სახისთვის, ისე ტანისთვისაც).
  • ნუ დაიბანთ პირს საპნით და ცხელი წყლით - კანს აშრობს.
  • იკეთეთ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებებისგან მომზადებული შინაური ნიღბები. მაგალითად, ხაჭოს ნიღაბი კარგია კანის აქერცვლის დროს: 2 სუფრის კოვზ ხაჭოში გაქენით 1 კვერცხის გული, დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და სახეზე წაისვით. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ასევე ეფექტურია შვრიის ფანტელის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი დაფქვით ყავის საფქვავში და დაუმატეთ ცხელი რძე - იმდენი, რომ მიიღოთ საკმაოდ სქელი მასა. წაისვით სახეზე თბილ-თბილი და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ორივე ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. მშრალ, უსიცოცხლო კანს გამოაცოცხლებს და ელვარებას დაუბრუნებს არყის წვენი: აიღეთ ცოტაოდენი არყის წვენი, იმდენივე მაიონეზი და თაფლი, კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კომბინირებულ და ცხიმიან კანს უხდება არყის წვენით გაწმენდა: 250 მლ წვენს შეურიეთ 50 მლ სპირტი, ჩაასხით ჭურჭელში. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გაზაფხულის დამდეგს ბევრ ქალს აწუხებს ჩრდილები თვალებქვეშ. ისინი ზოგჯერ ამა თუ იმ დაავადებაზე მიუთითებს, ამიტომ ექიმთან მისვლა არ გაწყენთ. კოსმეტიკური დეფექტის მოშორება კი მცენარეული ნაყენის საფენებითაც შეიძლება: ჩავყაროთ ჭიქაში თითო ჩაის კოვზი სალბი და გვირილა, დავასხათ მდუღარე წყალი, თავზე დავახუროთ, გავაჩეროთ ნახევარი საათი და გადავწუროთ. ნაყენი გავყოთ ორად, ნახევარი ცხელი წყლის აბაზანაში გავაცხელოთ, ნახევარი კი ოთახის ტემპერატურამდე გავაცივოთ. თვალებზე თავდაპირველად ცხელ ნაყენში დასველებული ბამბის დისკო დავიფაროთ, მერე - ცივში და ასე რამდენიმეჯერ. პროცედურის დასასრულს ქუთუთოებზე წავისვათ თვალების ირგვლივ არეებისთვის განკუთვნილი კრემი.

როგორ მოვუაროთ ხელებს

უპირველეს ყოვლისა, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ვიტამინებით მდიდარი საკვები. ვსვათ ასკილის ნაყენი, რაციონში ჩავრთოთ ქიშმიში, გარგარისა და შავი ქლიავის ჩირი, კაკალი, თაფლი და ნიორი. ჩვეულებრივი დამარბილებელი კრემი გაზაფხულობით საკმარისი არ არის. აუცილებელია ვიტამინოვანი საცხი, ასევე - ხელისთვის განკუთვნილი სპეციალური სქრაბი და რბილი ჯაგრისი. დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, გაიხეხეთ კანი სქრაბით, დაიმუშავეთ ჯაგრისით და წაისვით მკვებავი. ერთ-ორ კვირაში მკვდარი უჯრედებისგან სავსებით გათავისუფლდებით და სამუდამოდ დაივიწყებთ კანის გარქოვანებულ უბნებს. ხელის პილინგისთვის სქრაბი შეიძლება შინაც მოამზადოთ. აიღეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი, დაფქული შვრიის ფანტელი, ზღვის მარილი და ლიმონის წვენი, აურიეთ ერთმანეთში და ხელები ამ ნარევით დაიმუშავეთ. ბევრ ქალს უყვარს ბაღისა და ბოსტნის მოვლა, ამგვარი სამუშაო კი ხელების კანს აზიანებს. იგივე ითქმის სახლის გენერალურ დალაგებაზე. ამიტომ მუშაობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ ხელებზე სპეციალური წყალგაუმტარი კრემის წასმა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ - დამარბილებელი კრემისა. ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დასაცავად შინიდან გასვლამდე წაისვით ხელებზე მზისგან დამცავი კრემი. ხელები დაიბანეთ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების (თაფლის, მცენარეული ექსტრაქტების) საფუძველზე დამზადებული საპნით. ჩვეულებრივ საპონში ბევრია ქიმიური კომპონენტი, რომელიც კანს აშრობს და ქერცლავს. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები კანის ჯანსაღი იერის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი და ნუღარ შეგაშინებთ გაზაფხულის დადგომა, რადგან ასეთი მოვლის წყალობით ამაყად შეგეძლებათ გაახალგაზრდავებული ხელების დემონსტრირება, რომლებიც მუხანათურად აღარ გასცემს თქვენს ნამდვილ ასაკს.