როდის გვჭირდება მეზოთერაპიული პროცედურები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის გვჭირდება მეზოთერაპიული პროცედურები?

გაგიკეთოთ ნემსი, რომელიც ერთდროულად ყველა პრობლემას მოგიგვარებთ; განსაკუთრებით თუ 30 წლამდე ასაკის ბრძანდებით, რადგანაც მეზოთერაპია ერთგვარი "სასწრაფო დახმარებაა" და მხოლოდ გამოხატული ჩვენების დროს უნდა მივმართოთ.

თუმცა არსებობს ნივთიერებები, რომელთა მწვავე ნაკლებობასაც შეიძლება განიცდიდეთ, ამ შემთხვევაში მეზოთერაპიის სეანსის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. მაგალითად, გაუწყლოებული და მოდუნებული კანისთვის შეუცვლელია ჰიალურონის მჟავა. ის ჩვენი კანისთვის მნიშვნელოვანი დამატენიანებელი კომპონენტია და მისი დაკარგვა დაბერებას ნიშნავს. გარედან შეყვანილი ჰიალურონის მჟავა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას. კანი ხდება უფრო ელასტიკური და მკვრივი.

კანის ტონუსისა და ელასტიურობის აღსადგენად საჭიროა კოლაგენის ფუძეზე დამზადებული პრეპარატის ინექციები, რომელიც გაააქტიურებს ფიბრობლასტური უჯრედების აქტივობას. ის კი თავის მხრივ დაიწყებს საკუთარი ახალგაზრდა კოლაგენის სინთეზს. ამ მეთოდით შესაძლებელია კანის დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან, უჯრედული ცვლის აღდგენა, დაბერების პროცესის შენელება.

თუ მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებით, გჭირდებათ მაგნიუმის პრეპარატები. მაგნიუმი არის პირველი მიკროელემენტი, რომელსაც ვკარგავთ სტრესის დროს, ამიტომ ამ დეფიციტის შევსება მნიშვნელოვანია სტრესთან საბრძოლველად.

გარდა ამისა, მეზოთერაპიის პროცედურებში გამოიყენება პრეპარატები, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, ლიმფოტონიკები, ვენოტონიკები, რეგენერატები, მიორელაქსანტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ვიტამინები. შედეგად, ნორმას უბრუნდება იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მაჩვენებლები, უკუგანვითარდება კუნთების დაჭიმულობა. ამგვარად, ანტისტრესული მეზოთერაპია არა მარტო სიმპტომებს უმკლავდება, არამედ - მათი აღმოცენების მიზეზებსაც.

თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მეზოთერაპიის შემდეგ, იდეალურ შემთხვევაში, საჭიროა შემანარჩუნებელი კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინრე, იაფი არ არის.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია "მეზოთერაპია - ნაოჭების კორექცია, ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა"