კოსმეტიკური აქსესუარების მოვლა და შენახვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოსმეტიკური აქსესუარების მოვლა და შენახვა

  • ბეწვის სახეობას;
  • ზომას;
  • ფორმას.

ბეწვის სახეობა

სინთეტიკური მასალის - ნეილონის ფუნჯი რეკომენდებულია ცხიმის, წყლის ან ცვილის ფუძეზე დამზადებულ მასალაზე მუშაობისას. ნეილონი მოქნილი, გლუვი მასალაა, რომელიც არ იწოვს კოსმეტიკურ საშუალებას და კარგად ირეცხება. ნატურალური ბეწვის ფუნჯი რეკომენდებულია მშრალ ტექსტურაზე მუშაობისას. ის კარგად იკრებს, ამაგრებს და ამუქებს პიგმენტს. ციყვის ბეწვი თხელი, რბილი და აბრეშუმივით ნაზია, კოსმეტიკას უსვამს თხელ, გამჭვირვალე ფენად. პონის თმა საშუალო სირბილისა და სიმკვრივისაა. ის კარგია მშრალი ტექსტურის მასალის წასასმელად და ხაზგასასმელად. თხის ბეწვი ტალღოვანია, ფუნჯი ფუშფუშაა და ტოვებს კოსმეტიკის სქელ ფენას მკვეთრი საზღვრების გარეშე. კოლონოკის ბეწვი ყველაზე ძვირფასია. ამ ბეწვის ფუნჯები მკვრივია, კარგად იკრებს და უსვამს ნებისმიერ მასალას. მისი მეშვეობით შეიძლება დავსვათ მკვეთრი ლაქა, გამოვკვეთოთ  საზღვრები.

ზომა

დიდი ფუნჯები ფართო ზედაპირის დასამუშავებლად გამოიყენება, უფრო მცირე ზომისა - ცალკეული უბნების დასამუშავებლად, საკორექციოდ და აქცენტირებისთვის.

ფორმა

ფუნჯის ფორმას მისი დანიშნულების მიხედვით ირჩევენ:

  • მრგვალი ფუნჯის მუშა ნაწილია წვერი;
  • ბრტყელისა - გვერდითი ზედაპირი;
  • ფოთლისებურისა - გვერდითი ზედაპირი და წვერი.

როგორ მოვუაროთ

ჩრდილის წასასმელი ფუნჯი - უმჯობესია, ფუნჯი თხელი, რბილი, ნატურალური ბეწვისა იყოს. ასეთი ფუნჯი ოპტიმალურია თვალების ირგვლივ ნაზი კანის შესაღებად, მაგრამ მოითხოვს სათუთ შენახვას კოსმეტიკისგან განცალკევებით. მექანიკური დაზიანებისგან ბეწვის დასაცავად ის შეიძლება სპეციალურ პლასტიკის ბუდეში მოვათავსოთ. 2-3  კვირაში ერთხელ ფუნჯი უნდა გავრეცხოთ ცივი  ანადუღარი ან გაფილტრული წყლით, უსაპნოდ, და კარგად გავაშროთ. გამოყენების შემდეგ ფუნჯი კარგად უნდა დავფერთხოთ. ჩრდილის წასასმელი აპლიკატორი - აპლიკატორს აქვს პარალონის ბოლოები, რომლებშიც მტვერი და ბაქტერიები ადვილად გროვდება, ამიტომ უნდა გავრეცხოთ კვირაში 2-ჯერ, საპნითა და თბილი წყლით. ტუჩის საცხის წასასმელი ფუნჯი - უმჯობესია, ეს ფუნჯიც ნატურალური ბეწვისა იყოს. მას ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომ იგი პომადით იჟღინთება და ყოველდღიურად სჭირდება რეცხვა. არ დაიზაროთ და ყოველ საღამოს გარეცხეთ თბილი წყლითა და ბავშვის საპნით. სურნელოვან ან ანტიბაქტერიულ საპონს ნუ გამოიყენებთ - მათში ბევრია ქიმიური დანამატი, რამაც შესაძლოა ავნოს ფუნჯს. ფუნჯი წარბების კორექციისთვის - ის განსაკუთრებით თხელი და ნაზია და სათუთ მოვლას მოითხოვს. უნდა გაირეცხოს კვირაში ერთელ, მერე კი კარგად გამშრალდეს პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით, რათა მიეცეს ბუნებრივი ფორმა. ტონალური კრემის წასასმელი ღრუბელი - ის ზედმიწევნით მნიშვნელოვანი აქსესუარია მაკიაჟის ფუძის დადებისას. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი გარეცხვა საპნიანი წყლით. რაც უფრო მეტადაა მიდრეკილი კანი ანთებითი პროცესისადმი, მით მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ღრუბლის მოვლას. კვირაში ერთხელ ის 10-15 წუთით უნდა ჩავალბოთ საპნიან წყალში ბაქტერიების გასანადგურებლად. რუჟის წასასმელი ფუნჯი და ღრუბელი - დაბინძურებულ ღრუბელსა და ფუნჯში შეიძლება ბაქტერიები გამრავლდეს, ამიტომ მათ სისუფთავეზეც სათანადოდ უნდა ვიზრუნოთ. ხშირად ნუ გარეცხავთ - შესაძლოა, სიფაფუკე და ძირითადი ფუნქციური თვისებები დაკარგოს. საკმარისია თვეში ერთხელ შამპუნით გარეცხვა, პირსახოცით შემშრალება და ბუნებრივად გაშრობა ისეთ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება (არავითარ შემთხვევაში - ფენით), ყოველი გამოყენების შემდეგ კი უნდა დავფერთხოთ. თუ შინ გაქვთ კვარცის ნათურა, კვირაში 2-ჯერ ღრუბელი ან ფუნჯი 1-2 წუთით მოათავსეთ მის ქვეშ. თუ არ გაქვთ, დადეთ მზის გულზე ნახევარი საათით - ულტრაიისფერი სხივების ეს ულუფა მათი დეზინფექციისთვის საკმარისია. დეზინფექცია ნატურალური ბეწვის ფართო ფუნჯსაც სჭირდება. გარეცხეთ თვეში ერთხელ და გააშრეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა ფორმა არ დაკარგოს. რუჟის წასასმელი ღრუბელი და ფუნჯი სპეციალურ მკვრივ,  ჰიგიენურ ბუდეში უნდა შევინახოთ. პინცეტი და წარბების კორექციისთვის განკუთვნილი მაშა - ეს დამხმარე საშუალებები დროდადრო ასევე მოითხოვს დეზინფექციას. უნდა გაირეცხოს საპნით, შეიძლება ანტიბაქტერიულითაც, მერე კი გამშრალდეს, რათა არ დაიჟანგოს. პერიოდულად შეიძლება მათი სპირტით გაწმენდაც.