ესთეტიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ესთეტიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები

თუმცა ამ პროცესების დამუხრუჭება შესაძლებელია. ექიმი დერმატოლოგი ახდენს დიაგნოსტიკას, ისმენს პაციენტის სურვილებს და არჩევს ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ეფექტურ, უსაფრთხო და სასიამოვნო პროცედურას. თითოეულ ასაკს თავისი პრიორიტეტები აქვს. ქალის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც კოსმეტიკური საშუალებები ვეღარ ახდენს ჯადოსნურ ეფექტს. რაც უფრო ადრე დაიწყებს ქალი კანის სწორ და სისტემატურ მოვლას, მით მეტხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდობას. სახის მოვლა გულისხმობს არა მარტო ცალკეულ პროცედურებს, არამედ პროგრამების მთელ წყებას, რომელთა ამოცანაც კომპლექსური პრობლემების მოგვარებაა, კერძოდ:

  • სახის გაახალგაზრდავება, ლიფტინგი;
  • გაწმენდა, კვება, დანოტივება და ტონიზირება;
  • ისეთი კოსმეტიკური ნაკლოვანებების აღმოფხვრა, როგორებიცაა წვრილი ნაოჭები, პიგმენტური ლაქები და სხვა;
  • კანის ჟანგბადით გაჯერება;
  • კანის მოვლა მისი ტიპის გათვალისწინებით;
  • აკნესა და ანთებითი პროცესების მკურნალობა.

პილინგი

კანი განუწყვეტლივ განახლდება. ახალგაზრდობაში ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ასაკთან ერთად ეპიდერმისის განახლება ნელდება - დერმის ნივთიერებების დაშლის სიჩქარე იმატებს, ახალი ელემენტები კი უფრო და უფრო ნელა წარმოიქმნება. გროვდება დეფექტური ცილები. კანის განახლების სტიმულაცია შესაძლებელია ეპიდერმისის დაზიანების კონტროლით. სწორედ ამას ემსახურება პილინგი. მჟავათი ან ტუტით ზედა შრის მოცილება როგორც კანის განახლების მეთოდი საუკუნეებს ითვლის, თავად პილინგის ისტორია კი - ნახევარ საუკუნეზე მეტს. პილინგი მარტივი და ქმედითი მეთოდია, რომელიც სწრაფად აცილებს წვრილ ნაოჭებსა და ასაკობრივ პიგმენტაციას, უბრუნებს კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას და სინოტივეს, ათანაბრებს ფერს. პრაქტიკოსმა კოსმეტოლოგებმა სწრაფად შეაფასეს ამ მეთოდის შესაძლებლობები და ქიმიური პილინგი თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყოფელ ნაწილად იქცა.

პილინგის კლასიფიკაცია

I. ძალიან ზედაპირული - მოქმედებს ეპიდერმისის რქოვანა შრის სიღრმემდე, ააქტიურებს ბაზალური უჯრედების დაყოფას

  • ენზიმური;
  • ფერმენტული (პაპაინი, ბრომელაინი, ტრიფსინი, პროტეაზა).

II. ზედაპირული - მოქმედებს ეპიდერმისის მთელ სიღრმეზე ბაზალურ მემბრანამდე

  • გლიკოლის მჟავა;
  • ნუშის მჟავა;
  • სალიცილის მჟავა;
  • 5-10%-იანი რეტინის მჟავა;
  • 15%-იანი ტრიქლორძმარმჟავა;
  • ჯეისნერის პილინგი;
  • პირუვატი.


III. საშუალო - მოიცავს ეპიდერმისს, ბაზალურ მემბრანასა და დერმის ნაწილს (დვრილისებრი შრე)

  • 15-20%-იანი ტრიქლორძმარმჟავა.

IV. ღრმა - აღწევს ბადისებრი შრის შუამდე, მაგრამ არ უნდა შეეხოს დერმის ქვედა, რეტიკულურ ფენას

  • ფენოლი.

პილინგის ამ სახეობას ძლიერი ტრავმულობის გამო შედარებით იშვიათად იყენებენ.

ცალკეულ სახეობათა დახასიათება

Perfeitopeel ზედაპირული ქიმიურ-მექანიკური პილინგია, რომელიც კანის ღრმა წმენდისთვის არის განკუთვნილი. მისი მეშვეობით ქაფდება კანის ლიპიდური მანტია, შორდება ზედმეტი ცხიმი. მიკროგრანულების ხარჯზე პილინგი ახდენს ეფექტურ მიკროაბრაზიულ ზემოქმედებას. ეს არის “უქმე დღის” ექსპრესპროცედურა.

ნუშის პილინგი 50%-იანი ნუშის მჟავას გამოყენებას ეფუძნება, აქვს ძლიერი ბაქტერიციდული, ანტიმიკოზური, კერატოლიზური მოქმედება. გამოიყენება მსუბუქი გამონაყარის, ჰიპერკერატოზის სამკურნალოდ; კარგი დამატენიანებელი პროცედურაა ფოტოდაბერების შემთხვევაში.

გლიკოლის პილინგი გლიკოლის მჟავას გამოყენებაზე დაფუძნებული ზედაპირული პროცედურაა. გლიკოლის მჟავა ღრმად აღწევს კანში, ახდენს მის ექსფოლიაციას, ზრდის ეპიდერმისისა და დერმის უჯრედების ფუნქციურ აქტივობას, კოლაგენისა და გლიკოზოამინოგლიკანების სინთეზს, ახდენს ანტიოქსიდანტურ და დამატენიანებელ ზემოქმედებას. ამის გამო გლიკოლის პილინგს იყენებენ მოშვებული კანის კორექციისა და დაბერების პროფილაქტიკისთვის, ჰიპერკერატოზის და გამონაყარის სამკურნალოდ. ათანაბრებს და აუმჯობესებს კანის ფერს.

პირუვატის პილინგი პიროყურძნის მჟავას გამოყენებას ეფუძნება, ახასიათებს მაღალი ლიპოფილურობა და შეღწევადობა. ახდენს სებოსტატიკურ და ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს, ამიტომ მას აკნეს სამკურნალოდ იყენებენ. ამკვრივებს ატონიურ, მოშვებულ კანს სახისა და სხეულის ნებისმიერ უბანზე. განსაკუთრებით ეფექტურია მხრისა და ბარძაყის შიდა ზედაპირებზე.

სალიცილის პილინგის საფუძველია სალიცილის მჟავა, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები და ახასიათებს მაღალი ლიპოფილურობა, თუმცა კანის ღრმა შრეებში ვერ აღწევს. იგი ამცირებს ცხიმის ჯირკვლების სეკრეციას. იყენებენ აკნეს, პოსტაკნეს, ფოტოდაბერების, სენილური ლენტიგოს სამკურნალოდ.

ჯეისნერის პილინგი საშუალო კომბინირებული პილინგია, რომლის აქტივობა მასში შემავალი რძისა და სალიცილის მჟავების და რეზორცინის თვისებებით განისაზღვრება. ნაჩვენებია კანის ასაკობრივი ცვლილებების, სხეულის ნებისმიერ ადგილას მისი ხარისხის გაუარესების, სქელი, ცხიმიანი, ფორებიანი კანის, აკნეს, ნაწიბურებისა და ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალოდ.

ტრიქლორძმარმჟავას პილინგს აქვს გამოხატული კერატოლიზური და ბაქტერიციდული ეფექტი. გამოიყენება მოშვებული კანის (ჭიმავს, აცილებს ნაოჭების ზედაპირულ ქსელს), კანის რელიეფის დარღვევის (ათანაბრებს წვრილ ნაწიბურებს, აღმოფხვრის კანის უთანაბრობას პოსტაკნეს შემთხვევაში) და ჰიპერპიგმენტაციის დროს.

რეტინის პილინგი რეტინის მჟავას საფუძველზე ასტიმულირებს ეპიდერმული ლიპიდების სინთეზს, ამცირებს მელანინის გამომუშავებასა და ატიპური უჯრედების რაოდენობას. ამის შედეგად მცირდება ასაკობრივი ცვლილებები, პიგმენტაცია, უმჯობესდება კანის ტექსტურა და რელიეფი. ძალზე მნიშვნელოვანია პილინგის შემდგომი მოვლა. უნდა შევასრულოთ კოსმეტოლოგის ყველა რეკომენდაცია და გავითვალისწინოთ, რომ შემოდგომა და ზამთარი პილინგისთვის საუკეთესო დროა.