კანის მოვლა - პილინგის შემდეგ დატენიანება და რეაბილიტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის მოვლა - პილინგის შემდეგ დატენიანება და რეაბილიტაცია

კანის დანოტივება აუცილებელია არა მარტო იმისთვის, რომ დაჭიმულობის შეგრძნებისგან გავთავისუფლდეთ - ტენით გამდიდრება ხელს უწყობს რეგენერაციას და ამცირებს ნაწიბურების წარმოქმნის რისკს. პილინგის შემდეგ კანის მოსავლელად კარგია ყურძნის კურკების ექსტრაქტის, შავი მოცხარის ზეთის, ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების შემცველი კოსმეტიკური საშუალებები. სასარგებლოა დამატენიანებელი ნიღბებიც. კანის შეხორცებასა და რეგენერაციას აჩქარებს ისეთი ნივთიერებები, როგორებიც არის რეტინოლი, პანთენოლი, ბისაბოლოლი. ანთებით რეაქციას ხსნის და ჰიპერპიგმენტაციის რისკს აქვეითებს სელენი, ტოკოფეროლი, უბიქინონი და სხვა ანტიოქსიდანტები. პილინგის შემდეგ კანი უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, შინიდან გასვლისას დავიხუროთ ფართოფარფლებიანი ქუდი, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები შPF-ის მაღალი ინდექსით. წინააღმდეგ შემთხვევაში დამუშავებულ უბნებზე შესაძლოა ლაქები და ნაწიბურები გაგვიჩნდეს. პილინგს თან ახლავს ინფექციის რისკიც, მაგრამ თუ ის ჩაატარა კვალიფიციურმა სპეციალისტმა, ხოლო თქვენ დაიცავით პილინგის შემდგომი მოვლის ყველა წესი, რისკი მინიმალური იქნება. ინფექციისა და ნაწიბურების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ხელით ნუ შეეხებით სახეს, ნუ მოიშორებთ პილინგის შემდგომ წარმოქმნილ ქერქებს, ნუ გამოიყენებთ ნიღბებს, რომლებიც კოსმეტოლოგს არ ურჩევია თქვენთვის და ხალხურ საშუალებებს შეხორცების დასაჩქარებლად; დროებით უარი თქვით დეკორატიულ კოსმეტიკაზე და მავნე ჩვევებზე - მოწევაზე, ალკოჰოლზე. ნუ უგულებელყოფთ კოსმეტოლოგის რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი იქნება სერიოზული გართულებების რისკი.

რას უნდა ველოდეთ

კანი დაზიანებულია, ეპიდერმისის ზედაპირული შრე - დარღვეული. ეს იწვევს თავდაცვის ბუნებრივი მექანიზმების აქტივაციას და კანქვეშა სტრუქტურებში იზრდება იმუნოკომპეტენტური უჯრედების რიცხვი. ისინი გამოყოფენ ჰისტამინს, ინტერლეიკინებს და ანთების სხვა მედიატორებს. ზემოქმედების ზონაში ვითარდება ანთებითი რეაქცია. შეშუპება და სიწითლე კანის ნორმალური რეაქციაა პილინგზე, რომელიც ხელს უწყობს დეჰიდრატაციას. კანი შრება და ზოგჯერ იმდენად იჭიმება, რომ მიმიკის შეცვლაც კი ჭირს.

როგორ შევამციროთ უსიამოვნო ეფექტები

გამოიყენეთ კოსმეტოლოგიური საშუალებები, რომლებსაც დამცავი და დამატენიანებელი მოქმედება აქვთ. სასურველია, შეიცავდეს ანტიოქსიდანტებს. პირველ დღეებში უპირატესობა ენიჭება კოსმეტიკურ ქაფსა და გელს, რადგან ადვილად ისმება და შეზელის გარეშე იწოვება. მხოლოდ 3-5 დღის შემდეგ შეიძლება პილინგის შემდგომი კრემის გამოყენება. ეცადეთ, კანი უზრუნველყოთ უკიდურესად დამზოგველი რეჟიმით. რამდენიმე დღით უარი თქვით კოსმეტიკაზე, ნუ გამოიყენებთ სკრაბებს და რაც შეიძლება იშვიათად შეეხეთ სახის კანს (სხვათა შორის, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ადამიანი საკუთარ სახეს დღეში 2-3-ათასჯერ ეხება). ნუ გამოიყენებთ შინაური რეცეპტებით დამზადებულ ნიღბებს. პილინგის შემდეგ შეიძლება მხოლოდ იმ ნიღბის გამოყენება, რომელსაც თავად კოსმეტოლოგი გირჩევთ. 2-3 თვის განმავლობაში გამოიყენეთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საშუალება. ერიდეთ სოლარიუმს, გარუჯვას, ასევე - აბანოს, საუნას და აუზსაც კი.

როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები

პილინგის ყველაზე გავრცელებული უსიამოვნო შედეგებია ნაწიბურების გაჩენა, გამონაყარისა და ჰერპესის გამწვავება, ჰიპერპიგმენტაციის კერების წარმოქმნა. გამონაყარი პილინგის შემდეგ ბევრს აწუხებს და ნორმალურ მოვლენადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მთლად ასეც არ არის. ამის საწინააღმდეგოდ უნდა ვიხმაროთ სებოსტატიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე კოსმეტიკური საშუალებები. თუ გამონაყარი მაინც გაჩნდა, ისვით თუთიის შემცველი და ანტიბაქტერიული პრეპარატები. ყველაზე ხშირად ეს გართულება სახის მექანიკური წმენდის შემდეგ შეინიშნება. არცთუ იშვიათია პილინგის შემდეგ პიგმენტაცია. დიდხანს მის მიზეზად მიიჩნევდნენ პროცედურის შემდეგ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას, მაგრამ ბოლო ხანს ეს წარმოდგენა შეიცვალა - ამჟამად ჰიპერპიგმენტაციის კერების წარმოქმნას უკავშირებენ კანის უჯრედების მიერ მელანოციტმასტიმულირებელი ფაქტორის აქტიურ გამომუშავებას, რაც ანთებით არის პროვოცირებული. ეს გართულება ყველაზე ხშირად ლაზერული პილინგის შემდეგ გვხვდება, თუმცა კანის შესაბამისი მოვლით ისიც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ. პილინგის მოსამზადებელ სტადიაში გამოიყენეთ რეტინის მჟავას შემცველი საშუალებები, ხოლო პილინგის შემდეგ - აცეტილცისტეინი და მძლავრი ანტიოქსიდანტები: სელენი, Е ვიტამინი და სხვები.