გნებავთ მოვლილი ქალბატონის იმიჯი გქონდეთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გნებავთ მოვლილი ქალბატონის იმიჯი გქონდეთ?

საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად ქათინაური - "როგორი მოვლილია" - უფრო მნიშვნელოვანია თავისი არსით, ვიდრე - "რა ლამაზია." მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ხედვით მოვლილი ქალბატონი ეს არის კოპწია, მოწესრიგებული, გემოვნებით ჩაცმული, საკუთარი ფასის მცოდნე ქალბატონი, რომელიც მუდამ ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

იყო მოვლილი ქალბატონი - ეს იმას ნიშნავს მუდამ მოწესრიგებული და მოვლილი გქონდეს თმა, სახის კანი, კბილები, ზოგადად პირის ღრუ, ტუჩები, კისერი, ფრჩხილები, ფეხები, წვივები, ტერფები. ეს, რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის. მაგრამ ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, რომ აუცილებელია მათი მშვენიერებისათვის!

ამჯერად თმასა და მის მოვლაზე

ჯანსაღი და ბზინვარე თმა ქალის მშვენებაა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ თმა კანის მსგავსად ყველაზე მეტად ასახავს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თმის მდგომარეობასა და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადება, მედიკამენტების ხანგრძლივად გამოყენება, ნერვული სისტემის დარღვევები, გადაღლა და სხვა მრავალი ფაქტორი. თმის სტრუქტურაზე უარყოფით გავლენას ახდენს ალკოჰოლის, თამბაქოს, ყავისა და ჩაის ჭარბად მოხმარება. ჯანმრთელ ადამიანს ხშირი, ჰაეროვანი, ფუმფულა და ბზინვარე თმა აქვს. თუ სწორი მოვლის მიუხედავად თმამ ბზინვარება დაკარგა, მსხვრევადი და უხეში გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ყველაფერი წესრიგში ვერ არის. იმასაც შეგახსენებთ, რომ ხშირი სტრესები, დიეტა, ფენისა და საღებავების რეგულარულად გამოყენება ვნებს თმას. თმა დიდი რაოდენობით (97%) ცილებს შეიცავს. ამიტომაც მისი სიჯანსაღისათვის უპირველეს ყოვლისა რაციონალური კვება, კერძოდ კი პროტეინებით მდიდარი საკვების მიღებაა აუცილებელი. თმა რომ ჯანმრთელი და ბზინვარე გქონდეთ, საჭიროა, A, B, C, D, E ვიტამინებით, იოდითა და კალციუმით მდიდარი საკვები მიირთვათ. ამ კომპონენტების შემცველი პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ისპანახი, პომიდორი, რძე და მისი პროდუქტები, კვერცხი) ასტიმულირებს თმის ზრდასა და ხელს უწობს მისი მშვენიერების შენარჩუნებას. თმის სწორი მოვლა მის დაბანას, მასაჟსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას მოიცავს.

თავის თმიანი ნაწილის მასაჟი მეტად მნიშვნელოვანია. ის რეგულარულ ხასიათს უნდა ატარებდეს. სასურველია ყოველდღიურად ჩაიტაროთ (უმჯობესია დღეში სამჯერ). მასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, შედეგად ქონის ჯირკვლების ფუნქციობა ნორმალიზდება. მასაჟი თითების დაბოლოებების (ბალიშების) მსუბუქი ზეწოლის პირობებში წრიული მოძრაობებით უნდა განახორციელოთ, კეფის ნაწილიდან დაიწყოთ და თხემისა და საფეთქლის უბნებზე გადახვიდეთ, დასასრულს კი შუბლის ნაწილი მოიცვათ. მასაჟის დროს კანის გასრესვა არ არის საჭირო, სასურველია თავის ქალას ძვლებზე ზეწოლა მოახდინოთ, პირველი პროცედურის შემდეგ მომდევნო წრე უფრო მეტი ზეწოლით განახორციელოთ. მასაჟის დროს აუცილებელია შეიგრძნობდეთ ძვალს. მასაჟი 10 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ავტორი თინათინ გოცაძე