საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება

ფრჩხილი ერთგვარი ჯავშანია, რომელიც საფრჩხილე ზედაპირს, ფრჩხილბუდეს, მექანიკური ფაქტორებისა და მავნე მიკროორგანიზმებისგან იცავს. თუ ფრჩხილის დაგრძელების პროცედურას ატარებს პროფესიონალი, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზედმიწევნით იცავს ტექნოლოგიას, საშიში არაფერია, მაგრამ თუ ამ საქმეს არასათანადო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანმა მოჰკიდა ხელი, პრობლემები გარდაუვალია.

თუ ფრჩხილებს ტიპსებით ვიგრძელებთ, ფრჩხილსა და ტიპსს შორის ჰაერი არ უნდა მოხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადგილას შეიძლება ანაერობულმა ბაქტერიებმა დაიბუდოს და ინფექცია განვითარდეს. ფრჩხილის არასწორად ჩატარებულმა კორექციამ შესაძლოა სოკოვან ინფექციამდე მიგვიყვანოს. მაგალითად მაშინ, თუ მანიკიურის სპეციალისტმა არ დაამუშავა ფრჩხილის ის უბანი, რომლის ქვეშაც მოხვდა ჰაერი და ისე დაადო ზემოდან ახალი ფენა.

საშიშია ფრჩხილის კიდეების გასწორებაც. თუ უნებლიეთ დაზიანდა ზრდის ზონა, ფრჩხილის ზრდა შეფერხდება, ან ფირფიტა უსწორმასწოროდ გაიზრდება. ფრჩხილის ფირფიტა შეიძლება დაზიანდეს ხელოვნური ფრჩხილის მოშორების დროსაც. არაფრით არ შეიძლება მისი გადაქლიბვა ან ძალით მოძრობა - ამ დროს ფრჩხილი შრევდება და ტყდება. ხელოვნური ფენა უნდა მოსცილდეს სპეციალური გამხსნელი საშუალების დახმარებით.

შეიძლება თუ არა ფრჩხილების დაგრძელება ალერგიულთათვის?

ქიმიური ნივთიერებების მიმართ ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურის დროს, რადგან კოსმეტიკური საშუალებები უმთავრესად ქიმიური წარმოშობისაა.

ალერგიამ შესაძლოა თავი იჩინოს გამონაყარითა და ქავილით, თანაც არა მარტო პროცედურის დასრულებისთანავე, არამედ რამდენიმე თვის შემდეგაც კი. ალერგიული რეაქციების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა თვეობით გასტანოს.

ფრჩხილების დაგრძელების პროცედურამ უსიამოვნება რომ არ შეგამთხვიოთ, მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს. თუ ის პროცედურის დაწყებამდე არ დაინტერესდა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ყურადღებით არ დაათვალიერა ფრჩხილები და არ ჩაატარა ხელების დეზინფექცია, მის მომსახურებაზე უარი თქვით.