თმის მოვლის ყველაზე უცნაური ისტორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის მოვლის ყველაზე უცნაური ისტორიები

დიდ ბრიტანეთში 300 წლის წინ დაიწყეს გარდაცვლილთა თმისგან პარიკების კეთება და მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს თავი, რაც შავი ჭირით დაავადებულთა თმისგან დამზადებულმა პარიკებმა 20 დიდებული ქალბატონი გამოასალმა სიცოცხლეს.

1964 წელს დენვერის შტატში მამაკაცი ცოლის თმის განზრახ დაზიანებისთვის გაასამართლეს - მან ქალს ღამით თავზე სუპერძლიერი ფიქსაციის სითხე დაასხა, რამაც თმა ისე დააზიანა, რომ მისი გადაპარსვა გახდა საჭირო.

1996 წელს ბრიტანეთში ერთ-ერთი სალონის მფლობელს ჯარიმად 400 ათასი დოლარი გადაახდევინეს კლიენტისთვის კეფიდან თავის წინა ნაწილში თმის 6-ჯერ გადანერგვის გამო, რადგან მეექვსე უშედეგო ცდის შემდეგ კლიენტმა თავის მოკვლა სცადა.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ სალონში კოკერსპანიელი ისე შეაშინა თმის საპარსმა ელექტრომანქანამ, რომ მან სრულიად დაკარგა ყნოსვისა და ყეფის უნარი. იგი ცნობილი მონადირის საამაყო მეგობარი გახლდათ, ამიტომ მეპატრონემ სალონს უჩივლა, თუმცა განაჩენის გამოტანამდე საბრალო ძაღლი გარდაიცვალა.

1983 წელს კალიფორნიაში გაასამართლეს და დედობის უფლება ჩამოართვეს ქალს, რომელიც 7 წლის ვაჟს ყოველდღე 5-ჯერ ბანდა თავს, რის გამოც პატარა სახლიდან ბებიასთან გაიქცა.

1994 წელს ურუგვაიში 500-ზე მეტ ადამიანს ავნო უხარისხო შამპუნმა - მისი გამოყენების შემდეგ ადამიანები მყისიერად მელოტდებოდნენ. ეტიკეტზე კი მითითებული იყო, რომ შამპუნი ქერტლის მოსაცილებელი საუკეთესო საშუალება გახლდათ.

2 ათასი დოლარით დააჯარიმეს სტილისტი, რომელმაც დაუდევრობის გამო კლიენტს თავზე ცხელი ყავა გადაასხა.

30 ათასი დოლარით დააჯარიმეს დანიელი სტილისტი, რომელმაც 22 წლის პანკ ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ნაზარდი თმა იმ ადგილზე შეაჭრა, სადაც ამას მისი "მსოფლმხედველობა" არ ითვალისწინებდა.