დღის მაკიაჟი ყველა წესის დაცვით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღის მაკიაჟი ყველა წესის დაცვით

აღდგენითი სამუშაოები უნდა დავიწყოთ მსუბუქი პილინგით კოსმეტიკურ სალონში ან სქრაბით შინ. ეს პროცედურა გაუხეშებულ კანს მკვდარი ქსოვილებისგან გაათავისუფლებს. თუ ყოველ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, გულდასმით გაისუფთავებთ სახეს, დილით მშრალი კანისთვის საკმარისი იქნება კოსმეტიკური რძით გაწმენდა, ნორმალური ტიპის კანისთვის - ტონიკით ან მცენარეების: ცაცხვის, ვარდის ფურცლების, გვირილის - ნაყენით, ხოლო ცხიმიანი კანისთვის - სპეციალური ტონიკით ან ლოსიონით. გასუფთავებულ კანზე წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი სეზონისა და კანის ტიპის მიხედვით. გაზაფხულზე ზამთრის ცხიმიანი კრემები უფრო მსუბუქი, უსუნო, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე საშუალებებით შეცვალეთ - ისინი არ დაახშობენ ფორებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან გაზაფხულზე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ძლიერდება ოფლის გამოყოფაც, ხოლო ფორების დახშობა უთუოდ გამოიწვევს მუწუკებისა და ფერიმჭამელების გაჩენას. დღისით მსუბუქი დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ, ხოლო ცხიმიანი მკვებავი - ძილის წინ. დღის კრემის შემდეგ წაისვით ტონალური საშუალება - კრემი ან მუსი ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით. დღის მაკიაჟის შესრულებისას დიდ დახმარებას გაგვიწევს ფანქარი კორექტორი, რომლის მეშვეობით დავმალავთ კანის მცირე დეფექტებს. თავისი სტრუქტურის წყალობით გელი ადვილად და თანაბრად ნაწილდება კანზე. შუქამრეკლი ნაწილაკები ვიზუალურად ათანაბრებს კანის ფერს, ასწორებს მას და ფარავს თვალების ქვეშ არსებულ მუქ რგოლებს. თუ კანის მოწითალო დეფექტების დამალვაა საჭირო, შევარჩიოთ ჩალისფერი ან ზეთისხილისფერი კორექტორი. თუ თვალების ქვეშ რგოლები მომწვანო-მოშავოა, მოვარდისფრო-ატმისფერი კორექტორი დაგვეხმარება. თვალების მაკიაჟით ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენს ინდივიდუალურ სილამაზეს, თუმცა დღის მაკიაჟი უნდა შესრულდეს უფრო ნეიტრალურ ტონებში, ვიდრე საღამოსი, ჩრდილის ფერი კი ფოტოტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. უნდა მივხედოთ წარბებსაც, რომლებიც სახეს მეტ გამომსახველობას სძენს. დღეს მოდურია წარბების ტატუაჟი. თუ საკუთარი, ნატურალური, ლამაზი წარბები გაქვთ, მათ მოვლა და სწორი კორექტირება სჭირდება. იმისთვის, რომ არა მარტო წამწამები, არამედ წარბებიც ხშირი და ბზინვარე გქონდეთ, ყოველთვე, 7-10 დღის განმავლობაში, საღამოობით წაისვით აბუსალათინის ან წამწამებისა და წარბებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზეთი, რომელსაც აფთიაქებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძენთ. წარბების კორექციისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ კორექტორი, წარბების ჯაგრისი და ფუნჯი.  ფუნჯით გადაისვით კორექტორი, ხოლო ჯაგრისით გადაივარცხნეთ წარბები კორექტორის წასმამდე და მის შემდეგ. წარბებისთვის აუცილებელი ფორმის მინიჭებასა და ფერის შეცვლაში ფანქარი და ჩრდილი დაგეხმარებათ. წარბების დახატვა შესაძლებელია ფანქრით, მცირე შტრიხებით, თმის ბუნებრივი ზრდის მიმართულებით. არ დაგავიწყდეთ ყვრიმალების არეში რუჟის წასმა - ეს კოსმეტიკური საშუალება ახდენს სახის ოვალის კორექციას, ხაზს უსვამს თვალების სილამაზეს, მსუბუქ ვარდისფერს აძლევს კანს, ხოლო სახეს უფრო ნატიფად წარმოაჩენს. კლასიკური ვარიანტი ასეთია: რუჟი წაისვით ყვრიმალების ზედა ნაწილში და გაამუქეთ საფეთქლებისკენ ფართო ფუნჯით. ეს ვარიანტი იდეალურად ესადაგება კვადრატულ და მრგვალ სახეს. სამკუთხა სახის პატრონებს სტილისტები ურჩევენ, რუჟი წაისვან მრგვლად, გულდასმით გამოკვეთონ საზღვრები. თუ პუდრს ხმარობთ, ჯერ ის წაისვით, მერე კი რუჟი. თუ დღის მაკიაჟს ფხვიერი პუდრით ასრულებთ, წაისვით იგი თხელ ფენად მრგვალი რბილი ფუნჯით. ნუ გამოტოვებთ ნურც ტუჩების ირგვლივ არსებულ მიდამოს და ნურც თავად ტუჩებს - მაკიაჟი უფრო ფაქიზადაც დაჯდება და მეტხანსაც გაძლებს. ჩრდილების, ტუჩსაცხისა და რუჟის ფერთა ჰარმონიული შეხამებისთვის გამოიყენეთ ვარდისფერი, ატმისფერი ან კარამელისფერი პალიტრა. მას შემდეგ, რაც ტუჩზე კონტურს შემოივლებთ, წაისვით ტუჩსაცხი შუაგულიდან კიდეებისკენ. თუ გსურთ, ტუჩებს მეტი მოცულობა მიანიჭოთ, უფრო ღია ფერისა ტუჩების შუაგულში წაისვით, ხოლო უფრო მუქი - კუთხეებთან.