მარილი კოსმეტოლოგიაში - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარილი კოსმეტოლოგიაში - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტი

ამ ზღვაში 45000 ტონამდე 26 მინერალური ნივთიერებით მდიდარი მარილია.მარილი ადუნებს, კვებავს, ააქტიურებს სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ეფექტურად გვეხმარება რევმატოიდულ დაავადებებთან და მეტაბოლურ დარღვევებთან ბრძოლაში.

ადამიანის ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების შემცველობა მხოლოდ 4%-ია, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების მუშაობაში, ძვლის შენებაში, კანის უჯრედების განახლებაში, სისხლის წარმოქმნის პროცესში, ჰორმონებისა და ნერვული სისტემის მუშაობაში. მინერალური ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ანთების პროვოცირება, კანის სიმშრალე და ნაადრევი დაბერება. ამასთან, ანთების საწინააღმდეგო მარილის შემცველი საშუალებები აუმჯობესებენ ფსორიაზით, ეგზემითა და აკნეთი დაავადებული პაციენტების მდგომარეობას.

მარილის შემცველი პროდუქტები შესანიშნავი საშუალებაა დაბერებული კანისთვის. მარილიანი სქრაბები ყველაზე კარგად მუშაობს. ისინი ასუფთავებენ ფორებს და აშორებენ მკვდარ ნაწილაკებს, ამასთან, აღადგენენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებენ კანის ელასტიურობას, აშორებენ მიმიკურ ნაოჭებს. ზღვის მარილში არის იოდი, რომელიც ამუხრუჭებს კანის დაბერებას. ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის მარილიანი საშუალებები ცალსახად ნაჩვენებია.

მკვებავი ნიღაბი პილინგის ეფექტით

ზეითუნის ზეთს შეურიეთ ზღვის მარილი 3:1 პროპორციით და წაისვით კანზე მსუბუქი წრიული მოძრაობით. ასევე შესაძლებელია მარილის შერევა თაფლთან. ამგვარი ნიღბები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სახის, ასევე სხეულისთვის. ის შესანიშნავად ართმევს თავს ცელულიტთან ბრძოლას. ხოლო მარილიანი აბაზანები თავიდან აგვაცილებს ანთებას და მოგვაშორებს ზედმეტ სითხეს. თუმცა, ძალიან მშრალი კანისთვის მარილი უკუნაჩვენებია.

კანის გასაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ზღვის მარილით პირის დაბანა და ნიღბის გაკეთება მოდუნებულ კანს გააახალგაზრდავებს. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თაფლი, ხაჭო და წვრილმარცვლიანი ზღვის მარილი და წაისვით სახესა და ყელზე. 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი კანი ელასტიური და ხავერდოვანი გახდება.

მნიშვნელოვანია მარილის შემადგენლობა. იგი მდიდარია: მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით, ბრომიდებით.

კალციუმი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, თავიდან გვაცილებს ინფექციებს და გამოჰყავს ტოქსინები, ასვე ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების მუშაობაში, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის შენებაში, სისხლის შედედებაში, უჯრედების მემბრანის გამყარებაში.

კალიუმი გვეხმარება უჯრედის გარსების ფორმირებაში, არეგულირებს უჯრედში წყლის ბალანსს, აუმჯობესებს ცვლით პროცესებს, ხელს უწყობს უჯრედების ზრდას. კალიუმის ნაკლებობა იწვევს სპაზმებს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას.

მაგნიუმი ადუნებს კუნთებს, ხსნის ალერგიას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმის მიერ სხვა მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ათვისებაში.

ბრომი პოზიტიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს მას.

თუთია აძლიერებს იმუნიტეტს. ამასთან, ის ამუხრუჭებს დაბერებას, ებრძვის სებორეასა და ქერტლს.

რკინა ხელს უწყობს ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას.

იოდი გამოდის ლიპიდური და ჰორმონული ცვლის აქტიური მონაწილის როლში. მის გარეშე სათანადო დონეზე ვერ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი და იმუნური სისტემა.

მარილში შემავალი გოგირდი იცავს კანს სხვადასხვა ინფექციებისგან.

ფოსფორი უჯრედების საშენი მასალაა.

სელენს ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია და ორგანიზმს იცავს კიბოსა და უჯრედული დაზიანებებისაგან.

სპილენძი აუცილებელია სისხლის წარმოქმნის პროცესისთვის. მისი დეფიციტის დროს ვითარდება ანემია.

ჩვენი კანი უნიკალური სისტემაა და მას გააჩნია მიკროელემენების ეფექტურად შეწოვის უნარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელემენტების შესავსებად აბების გადაყლაპვა ყოველთვის არაა საჭირო. რეგულარულად მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანები. უმჯობესია გამოიყენოთ სუფთა მარილი, საღებავებისა და სურნელის გარეშე. თუ არომათერაპიას მოისურვებთ, აბაზანას რამოდენიმე წვეთი ნატურალური ეთერზეთი დაუმატეთ.

ლალი ჩხიკვაძე

ზღვის პროდუქტები და კოსმეტოლოგია