რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ფრჩხილების ლაქით დაფარვისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ფრჩხილების ლაქით დაფარვისას

მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საკუთრივ ლაქი და ლაქის მოსაშორებელი სითხე არ უნდა შეიცავდეს აცეტონს.

ყველაზე კარგია ლაქის ქვეშ ე. წ. დამცავი ფენის გამოყენება. ფერადი ლაქები, მით უფრო უხარისხო, ხშირად ფრჩხილების პიგმენტაციას იწვევს. დამცავი ფენა, ანუ "საფუძველი, სარჩული" არა მარტო იცავს ფრჩხილებს ლაქის ქიმიური ზემოქმედებისაგან, არამედ ამაგრებს ფრჩხილების ფირფიტებს. გარდა ამისა, "საფუძველი" ხელს უწყობს ლაქის დიდხანს შენარჩუნებას და უფრო კარგ იერს სძენს ფრჩხილებს.

იმისათვის, რომ ლაქი ფრჩხილებს თანაბრად მოეფინოს, ის აუცილებლად მშრალ ფრჩხილებზე უნდა დაიტანოთ (წინასწარ შემთბარ ხელებზე).

თუ თქვენმა ფრჩხილებმა მტვრევა და განშრევება დაიწყო, გირჩევთ, ლაქი გარკვეული ხნით მიატოვოთ და მხოლოდ დამცავი ფენის - "სარჩულის" წასმით დაკმაყოფილდეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლაქის მუდმივად გამოყენება ფრჩხილებისთვის მეტად არასასურველია. კოსმეტიკური საშუალების ხარისხიდან გამომდინარე მავნებელიც კია. საერთოდ მიჩნეულია, რომ ღამით ფრჩხილებმა უნდა "ისუნთქონ", აქედან გამომდინარე, ლაქი საღამოობით ფრჩხილებიდან უნდა მოიშოროთ და იდეალურ შემთხვევაში ყოველ დღე თავიდან წაისვათ. სამწუხაროდ, ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ეს ბევრისთვის არარეალური და შეუძლებელია. ამიტომაც სხვა მარტივი წესი უნდა გამოიყენოთ: ფრჩხილებს ორდღიანი შესვენების, ანუ "ამოსუნთქვის" შუალედი უნდა გამოუწეროთ, ყოველ 5 დღეში ერთხელ მაინც.

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ პომადა, ფერუმარილი და ლაქი ერთ ტონალობაში იყოს გადაწყვეტილი!

თინათინ გოცაძე